1 / 10

ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსის გამარჯვებულები...

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს. კონკურსის პირობა იყო 30 ლარის ნომინალის ბანკნოტის ნახატის შექმნა.კონკურსის ფარგლებში ნამუშევრების რეკორდული რაოდენობა, 560-მდე ნახატი შემოვიდა.დღეს, 7 აპრილს 4 გამარჯვებულის ვინაობა გახდა ცნობილი. მათგან ერთი, მომხმარებლების რჩეული, ფინედუს ფეისბუქგვერდის შესაბამისი პოსტის კომენტარებში ატვირთულ ნახატებზე დაფიქსირებული ფეისბუქრეაქციებით (2025 წლის 4 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით) გამოვლინდა, ხოლო 3 რჩეული გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, მათ შორის, ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის, ასევე, ბაზისბანკის წარმომადგენლები. მათ ნახატები კონკურსით დადგენილ პირობებისა  და კრიტერიუმებს შესაბამისად შეაფასეს.ჟიურის რჩეული გამარჯვებულები გახდნენ:ანი ხარზიანი, 16 წლის ბარბარე ორდინიძე, 16 წლის მარიამი დუმბაძე, 16 წლისმომხმარებლის რჩეული გამარჯვებული კი გახდა:ანანო იმერლიშვილი, 16 წლის. გამარჯვებულები სერტიფიკატებთან ერთად მიიღებენ კონკურსის პირობებით განსაზღვრულ პრიზებს: ჟიურის რჩეული სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზით. მათგან ორ გამარჯვებულს ბაზისბანკი, ხოლო ერთს კი კრედო ბანკი დააჯილდოვებს; მომხმარებლის რჩეულს დააჯილდოვებს ტერაბანკი "სახატავი პლანშეტით"; ოთხივე გამარჯვებული  მიიღებს სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს "ფინედუსა" და საქართველოს საბანკო ასოციაციისგან. გარდა ამისა, კონკურსანტები, რომელთა ნახატებმაც ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ, ფინედუსგან სპეციალური სერტიფიკატის მფლობელები გახდებიან. მათ დამატებით საგანმანათლებლო მასალა და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ.ფინედუ მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს, მათს მშობლებსა და მასწავლებლებს დაინტერესებისა და მონაწილეობისათვის.ესეც ჟიურის რჩეული შვიდეულის ნამუშევრები 

11:12

აბსოლუტურად სხვანაირი ეკონომიკურ მსოფლიოს ვიღებთ, ტარიფების ომი გარდაუ...

„რაც ახლა ხდება, ეს არის წარმოუდგენელი რამ. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ტრამპის საარჩევნო დაპირებები, ვერავის მოუვიდოდა აზრად, რომ ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ტრამპის გაპრეზიდენტებაში. ფაქტობრივად, მათი ფულით მოვიდა იგი ხელისუფლებაში და დღეს უკვე თავში ხელებს ირტყამენ, თუ რა ჩაიდინეს.გლობალური ეკონომიკური წესრიგი იცვლება, აბსოლუტურად სხვანაირი ეკონომიკურ მსოფლიოს ვიღებთ, ტარიფების ომი გარდაუვალია. არავითარი შანსი (მის შეჩერების) ჯერჯერობით არ არსებობს, თუ უდიდესი დარტყმა არ მიიღო ამერიკის ეკონომიკამ. როგორც უკვე ამბობენ სხვადასხვა ანალიტიკური სტრუქტურები, 60%-იანი არის ეკონომიკის ვარდნის რისკი და ეს არის რეცესიას რასაც ვუწოდებთ. სულ რამდენჯერმე მოხდა, 4 შემთხვევაა, როდესაც 3 დღის განმავლობაში ასეთი კატასტროფული ვარდნა განიცადა საფონდო ბირჟაზე აქციებმა.ამ დროს, ასეულობით მილიონ ადამიანს აქვს შეძენილი საფონდო ბირჟაზე 5 000-მდე აქცია. ჩვენი მოქალაქეებისთვისაც 3 წელია გაჩნდა ეს შესაძლებლობა და ჩვენ არ ვიცით, სად არის ეროვნული ბანკი, რომელიც არის მაკონტროლებელი ფინანსური სისტემის. კომერციული ბანკების მეშვეობით ხდება ამ აქციების გაყიდვა და ინფორმაციაც კი არ გვაქვს, ჩვენს მოქალაქეებს რამდენი აქცია აქვთ ნაყიდი.ეროვნულ ბანკს შეუძლია, რომ ჩვენ ინფორმირებული ვიყოთ, წარმოდგენა რომ გვქონდეს, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. იგივე ეროვნული ბანკი არის საპენსიო სისტემის ზედამხედველი, ჩვენ საპენსიო ფონს 1 მლრდ ლარი აქვს განთავსებული იმ ფასიან ქაღალდებში, რომელმაც კატასტროფული ვარდნა განიცადა. ჩვენმა საპენსიო ფონდმა 2 დღეში დაკარგა 100 მლნ დოლარი. მე არ ვამბობ კრიტიკულად, საპენსიო ფონდის განთავსებები იყო სწორი და საპენსიო ფონდი ვერ წარმოიდგენდა იმას რაც ახლა მოხდა, იმ უგუნური გადაწყვეტილების შედეგად. მაგრამ, 100 მლნ დავკარგეთ 2-3 დღეში. ამიტომ, ეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე ახდენს გავლენას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა მსოფლიო საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი ეცემა. ამის მიზეზი ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დაწყებული სატარიფო პოლიტიკაა. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჯერ 25%-იანი ტარიფი დაწესდა ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებზე, უკვე გუშინ კი ჩინურ საქონელზე დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესება დააანონსა. ამის საპასუხოდ, ჩინეთი და ევროკავშირი აპირებენ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ.

10:59

გაიაშვილი: სატრანზიტო ჰაბი თურქეთია - ჩვენ მხოლოდ ღვეზელის პატარა ნაჭრ...

“ეს ბაზარი თურქებმა დაიპყრეს და ჩვენ მხოლოდ ღვეზელის პატარა ნაჭრის აღება როგორღაც მოვახერხეთ. მადლობა თუნდაც ამისთვის,” - ამბობს გაიაშვილი.რაც შეეხება რუსულ ავიაკომპანიებს, გაიაშვილის მონაცემებით, ბაზარზე მათ სატრანზიტო მგზავრების 80%, Georgian Airways-ს კი 20% გადაჰყავს, საიდანაც 15% მოსკოვის მიმართულების წილია.მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია და საქართველოში მასიურად დაფრინავენ როგორც ტურისტები, ასევე, რუსი ბიზნესმენები.“კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ დავფრინავთ. ეს, მინიმუმ, 14 ფრენაა, ხოლო ზაფხულში დღეში სამ რეისამდე ავდივართ,” - ამბობს გაიაშვილი.ის მთავარ კონკურენტებად, ძირითადად, თურქულ და არაბულ ავიაკომპანიებს ასახელებს.“თუმცა ჩვენ გვაქვს საკუთარი ნიშა. ეს რუსეთში მცხოვრები ქართველებია, რომლებსაც დღემდე უყვართ საქართველო. ასევე, მგზავრები, რომლებიც საქართველოს გავლით დასავლეთში მიფრინავენ. ვფიქრობ, ავიაკომპანიისთვის ამან დიდი როლი ითამაშა“, - ამბობს გაიაშვილი.BPN.GE

10:51

პაშა ბანკმა მომხმარებლებისთვის საერთაშორისო გადარიცხვების გამარტივების...

პაშა ბანკის შესახებპაშა ბანკი საქართველოში 12 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.Visa-ს შესახებVisa გლობალური გადახდების ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ბიზნესებს, ბანკებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, შეასრულონ გადახდები თანამედროვე, უსაფრთხო და მარტივი გზით. Visa-ს ქსელი მოიცავს მილიონობით სავაჭრო ობიექტს და პარტნიორს მთელ მსოფლიოში, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ფინანსური ოპერაციების შეუფერხებელ განხორციელებას.

9:06

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი — „შუა კორიდორის ფუნქციონალი...

შეხვედრა განკუთვნილია საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მეწარმეებისთვის, იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესებისთვის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიებისთვის — მათთვის, ვისთვისაც ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირება და ამ პროცესში შეღავათების მიღება მნიშვნელოვანია.შეხვედრა გაიმართება 10 აპრილს, 17:00 – 18:30 საათზე, საქართველოს ბანკის სივრცეში ბიზნესისთვის — 4B (ა. ყაზბეგის გამზ. №15.)ვორკშოპს გაუძღვებიან Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ირაკლი დანელია და Hegelmann Multimodal Georgia კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, სალომე დანელია.ვორკშოპზე განხილული იქნება: შუა კორიდორის შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის; რა გავლენა აქვს გლობალური მიწოდების ჯაჭვის ცვლილებებს შუა კორიდორის განვითარებაზე; რა შესაძლებლობები ვლინდება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის; გლობალური მიწოდების ჯაჭვის ტრანსფორმაცია - კონტეინერიზაცია და სხვა საკითხები. შეხვედრის შესახებ მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

8:57

აშშ-ი ტარიფებიდან ყოველდღიურად $2 მლრდ-ს იღებს - დონალდ ტრამპი

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი აპირებს ტარიფებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებთან ინდივიდუალური გარიგებების დადებას.„ჩვენ ვიღებთ დღეში თითქმის ორ მილიარდ დოლარს ტარიფებიდან, ორ მილიარდს დღეში. ჩვენ ძალიან კარგად ვართ. ვაფორმებთ ინდივიდუალურ გარიგებებს და არა სტანდარტულს. გარიგების გასაფორმებლად ახლა იაპონია, სამხრეთ კორეა და სხვებიც ჩამოფრინდებიან. ჩემი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ დარწმუნებული არ ვარ, საკმარისი დრო მაქვს, თუ არა. ბევრი ქვეყანა გვეწვევა. მათ სურთ გარიგებების დადება. ორი, სამი ან ხუთი წლის წინ რომ მეთქვა ამ გარიგებების შესახებ, დაგვცინებდნენ. ახლა კი ყველა ხელს აწერს“, – განაცხადა ტრამპმა.ტრამპის თქმით, წლების განმავლობაში ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი და სხვები, სარგებლობდნენ შეერთებული შტატებით და ეს შეწყდა მას შემდეგ, რაც თავად გახდა პრეზიდენტი.„ამერიკა ძალიან მალე კვლავ მდიდარი გახდება. ამას მალე ნახავთ. მთელი ეს სიტუაცია ცოტა ფეთქებადი იყო, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ახლა ასე ვერ ვისაუბრებდით. საოცარია, რაც მოხდა. ჩვენ გვქონდა საუბრები ბევრ, 70-ზე მეტ ქვეყანასთან. ყველას სურს გარიგება. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამდენს ასე სწრაფად ვერ ვნახავთ, მაგრამ არც გვჭირდება, რადგან, როგორც იცით, ტარიფები მოქმედებს და ფული შემოედინება ისეთი მასშტაბით, როგორიც არასდროს გვინახავს.ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოყენებული ტარიფების სიტუაციით. მათ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს ტარიფები. ჩვენ არ გამოგვიყენებია ტარიფები მათ წინააღმდეგ ან რაიმე ფორმით. ახლა ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ტარიფები ავტომობილებზე, ხე-ტყეზე, ფოლადსა და ალუმინზე. ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოლადის ქარხნები შენდება“, – განაცხადა ტრამპმა.1tv.ge 

7:51