ფასები

"ინტერნეტ რეკლამა"
პაკეტი "სტანდარტი" ---- 10 ლარი  (2 კვირით რეკლამის განთავსება)
პაკეტი "პრემიუმი" ---- 30 ლარი (1 თვით რეკლამის განთავსება, თვის ბოლოს თქვენი რეკლამის ჩვენს გაზეთში განთავსება, რომელიც გავრცელდება უფასოდ, თბილისის მაშტაბით. )
პაკეტი "პრემიუმი +" ---- 40 ლარი (2 თვით რეკლამის განთავსება, თვის ბოლოს თქვენი რეკლამის ჩვენს გაზეთში განთავსება, რომელიც გავრცელდება უფასოდ, თბილისის მაშტაბით. )

"E-mail მარკეტინგი" 
E-mail მარკეტინგი ---- 1 (ერთი) E-mail-ზე შეთავაზების გაგზავნა - 0,01 ლარი

"ვებ საიტები"

"მინი"  200-450 ლარი ---  მაქსიმუმ 6 გვერდი. მიმზიდველი და კომფორტული დიზაინი.


"ბიზნესი"  450-650 ლარი --- პროდუქციისა და სიახლეების დამატება სამართავი პანელიდან (CMS).


"ბიზნესი+" 700-950 ლარი --- პაკეტ "ბიზნესის" გაუმჯობესებული ვარიანტი.


"კატალოგი"  700-950 ლარი --- დინამიური კატალოგი, პროდუქცია ემატება სამართავი პანელიდან.


"ექსკლუზივი"  1000-1550 ლარი --- ექსკლუზიური სტრუქტურა, დიზაინი, ფუნქციები.


"ექსკლუზივი+"  1600-3000 ლარი --- ნებისმიერი სირთულის სამართავი პანელი, სტრუქტურა, დიზაინი, ფუნქციები.


"ბლოგი"  75-150 ლარი --- მარტივი დიზაინის ბლოგი.


"ბლოგი+"  350-800 ლარი --- ექსკლუზიური დიზაინი, ექსკლუზიური გალერეა, ექსკლუზიური ვიჯეტები და ფლაგინები.


"Facebook აპლიკაცია"  100-3000 ლარი --- მრავალფეროვანი სოციალური მოდულები.

აქცია 30 აპრილამდე!!!

აქცია 30 აპრილამდე!!! 

განათავშეთ თქვენი პროდუქტის, მომსახურებისა და ბიზნესის, ან ნებისმიერი თემატიკის რეკლამა ჩვენს ინტერნეტ პორტალზე www.ac.com.ge 

სულ რაღაც 5 ლარად!!!

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ ჩვენს ინტერნეტ პორტალზე
(www.ac.com.ge), ან დაგვიკავშირდით.


მობილური: (+995 558) 136-396
მაგთიფიქსი: (+0 790) 99-22-81
ელ-ფოსტა: info@ac.com.ge
ებ-გვერდი: www.ac.com.ge

სავიზიტო ბარათები

დაბეჭდეთ ჩვენთან უმაღლესი ხარისხის სავიზიტო ბარათები კრეატიული დიზაინით!!!

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის და 10 ნაბიჯი,რომელიც არ უნდა გადადგათ!

პიარი უბრალოდ დარწმუნების ხელოვნებაა. დღეს ამ ფრაზას ხშირად გაიგებთ.  პიარი გრძელვადიან თანამშრომლობასა და ურთიერთობას მოიცავს.

PRამ “ხელოვნებას” რომ თავი წარმატებით გავართვათ არ უნდა დაგვავიწყდეს პიარის ფუნქციები : კრიზისისა და რეპუტაციის მართვა, სოციალური პასუხისმგებლობა, შიდა ურთიერთობები, მომწოდებლებთან კავშირი, ინვესტორებთან ურთიერთობა, ღონისძიებები, სპონსორობა, კორპორაციული საკითხები, შიდა გამოცემები და ა. შ.
წარმატებული მუშაობისთვის ამ ყველაფრის განხორციელებაა საჭირო. საამისოდ კი არსებობს პიარ ინსტრუმენტები : სპეციალური ღონისძიებები, კორპორაციული სტრუქტურა, საზეიმო ღონისძიებები, კვლევები, სემინარები , პრეს-რელიზები, ბროშურები და ა.შ
სპეციალისტები თვლიან, რომ მზა ფორმულების ცოდნის მიუხედავად, სპეციალური თვისებები და უნარებია საჭირო. პიარ სპეციალისტს უნდა ახასიათბეს :
ლოგიკური აზროვნება, ძლიერი ხასიათი, კრეატიულობა , ანალიტიკური აზროვნება, ადვილად ადაპტირებისა და რამდენიმე პრობლემასთან ერთდროულად გამკლავების უნარი. აუცილებელია სოციალური მეცნიერებების ცოდნა, მოქნილობა, იუმორი და დამოუკიდებელი შემოქმედებითი მუშაობის უნარი.
მთლიანობაში, პიარის ფუნქციების ცოდნასა და მისი ინსტრუმენტების სწორად გამოყენებას მოაქვს წარმატება.
სხვის შეცდომებზე სწავლა საუკეთესო გამოსავალია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 10 ყველაზე საბედისწერო შეცდომას , რომელიც გამოცემა “All Business”-მა გამოაქვეყნა.  გამოცემის აზრით ეს არის 10 ნაბიჯი, რომელიც პიარ სპეციალისტმა არ უნდა გადადგას :
1. დროის არასწორად გადანაწილება - ამ სფეროში, ხშირად დროის ეფექტურად გადანაწილებაა ყველაზე დიდი პრობლემაა.
2. ცუდი სასაუბრო ენა - ჟარგონებით ან სპეციფიური ტერმინებით შთაბეჭდილებების მოხდენა შეუძლებელია. გამოიყენეთ მარტივი სასაუბრო ენა.
3. ცუდად დაწერილი პრეს-რელიზი – იგულისხმება წერისას დაშვებული შეცდომები, გაუმართავი წინადადებები და სტრუქტურა.
4. მოვლენებზე თვალყურის “ცუდად” დევნება – თუ გსურთ თქვენი კარგად გაიგონ, მზად იყავით დამატებითი შეკითხვებისთვისაც
5. ზომაზე მეტი რეკლამა და დისკუსია – გინდა, რომ იყო პოზიტიური, მაგრამ გადაჭარბებული სარეკლამო ინფორმაცია აღძრავს ეჭვს და უბრალოდ გამაღიზიანებელია.
6. პრეს-რელიზი ყოველგვარი მიზნის გარეშე - ეს დაახლოებით ბიჭისა და მგლის ისტორიას გავს, რომელიც მგლისგან ხსნას ითხოვდა და მართლა რომ მოვიდა მგელი, ყურადღება აღარავინ მიაქცია. თუ რელიზში მითითებული არ იქნება მთავარი მიზანი და ყოველ ჯერზე ასეთი სახით გააგზავნით, საბოლოოდ მას აღარავინ წაიკითხავს.
7. როცა თავად არ ეცნობი ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთებს - პრესისთვის მუდმივად თვალყურის დევნებით ყოველთვის ინფორმირებული ხარ რა ხდება. ეს ორმაგ სარგებელს მოგიტანს. პირველი, შეგიძლია როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო მოვლენები შენს ღონისძიებას დაუკავშირო და მეორე, თავი არიდო დროში ცუდად გათვლილ მედია რელიზებს.
8. გეგმის ნაკლებობა – საზოგადოებასთან ურთიერთობა რთულია ყოველგვარი გეგმის გარეშე, როცა არ იცი რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ყველაფერი უნდა განსაზღვრო სად, როდის და როგორ გააგრძელებ მოქმედებას. აასევე უნდა იყო მოქნილი და გქონდეს სათადარიგო გეგმა, იმ შემთხვევითვის თუ რომელიმე არ იმუშავებს.
9. არავითარი დახმარება! – ბევრი კომპანია უმარავ ფულს ხარჯავს ძვირადღირებული პიარ სააგენტოების დაქირავებაზე, რომელიც უბრალდო არ სჭირდებათ. თუმცა, ზოგი მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობს ყველაფრის გაკეთებას, ეს მეორე უკიდურესობაა და საჭიროა “ოქროს შუალედის” მოძებნა.
10. ერთ სივრცეში დარჩენა – ხშირად ბიზნესის წარმომადგელნები მხოლოდ ერთსა და იმავე მედია საშუალებებს ირჩევენ საკუთაირი თავის წარმოსაჩენად . არა და არსებობს ბევრი “სივრცე”, სადაც შეიძლება რომ ყურადრება მიიპყრო.

რა არის ინტერნეტი?

ფაილი:ინტერნეტ რუკა.jpg
ინტერნეტი (Internet) არის “მსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ “ქსელს”(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.
ინტერნეტის შექმნა
საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებულმა თანამგზავრმა, 1958 წელს, ტექნოლოგიური ლიდერობის დასაბრუნებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებს შთააგონა შეექმნა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო(Advanced Research Projects Agency), ცნობილი, როგორც ARPA. ARPA -მ, ნახევრად ავტომატური მიწის გარემოს (Semi Automatic Ground Environment (SAGE)) პროგრამის წინსვლისათვის, შექმნა ინფორმაციის გადამუშავების ტექნოლოგიის ოფისი(Information Processing Technology Office), ცნობილი, როგორც IPTO, რომელიც მიერთებული იყო ქვეყნის სარადარო სისტემის ქსელში. J. C. R. Licklider არჩეულ იქნა ITPO-ს მეთაურად.
Licklider 1950 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული ფსიქო-აკუსტიკური ლაბორატორიიდან გადავიდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში(MIT), რის შემდეგადაც ის დაინტერესდა ინფორმაციული ტექნოლოგიებით. 1957 წელს ის გახდა Bolt Beranek and Newman(BBN)-ის ვიცე-პრეზიდენტი. სადაც მან შეიძინა PDP-1 კომპიუტერის პირველი პროდუქცია და გაუძღვა, მრავალ მომხმარებელს შორის რესურსების გამოთვლის განაწილების(Time-Sharing) დემონსტრაციას.
IPTO-ში, Licklider -მა ქსელის განვითარების პროექტის მეთაურობა გადააბარა Lawrence Roberts-ს. ამის შემდეგ რობერტსი დაეყრდნო Paul Baran-ის ტექნოლოგის, რომელმაც ამერიკის საჰაერო ძალებისთვის(U.S. Air Force) დაწერა ამომწურავი ინფორმაციის მქონე წიგნი, რომელსაც რეკომენდაციას უწევდა Packet Switching. ხანგრძილი მუშაობის შემდეგ, Menlo Park-ში, კალიფორნიაში, 29 ოქტომბერს, 1969 წელს, შეერთდა პირველი კვანძი, რომელიც ცნობილია, როგორც ARPANET, კალიფორნიის უნივერსიტეტსა(University of California, Los Angeles(UCLA)) და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს(SRI International) შორის. ARPANET გახდა დღევანდელი ინტერნეტის ერთ-ერთი “მშობელი”. დემონსტრაციის მიხედვით, რომელსაც აწარმოებდა Packet Switching, British Post Office, Telenet, DATAPAC და TRANSPAC ითანამშრომლეს, რათა შეექმნათ პირველი საერთაშორისო Packet-Switching ქსელის სერვისი. გაერთიანებულ სამეფოში 1978 წელს, ეს პროექტი ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო პაკეტის დინების სერვისი(International Packet Stream Service (IPSS)). X.25 კოლექციის ბაზირებული ქსელი გაიზარდა ევროპიდან და ამერიკიდან, კანადაში, ჰონგ კონგში და ავსტრალიაში. X.25 პაკეტის სტანდარტი შეიქმნა CCITT-ში 1976 წელს(ახლა მას ქვია საერთაშორის ტელეკომუნიკაციების კავშირი(ITU-T)). X.25 იყო დამოუკიდებელი TCP/IP პროტოკოლი, რომელიც შეიქმნა 1974 წლის, დეკემბრის დაცვის მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტოს(Defense Advanced Research Projects Agency(DARPA)) მიერ წარმოებულ ARPANET, Packet Radio Net და Packet Satellite Net-ზე ექსპერიმენტის შედეგად. Vinton Cerf და Robert Kahn-მა 1973 წელს შექმნეს TCP პროტოკოლის პირველი განსაზღვრება, რომელიცს გამოქვეყნდა 1974 წლის მაისში. TCP-ს პირველი სრული სპეციფიკაცია დაიწერა Vinton Cerf, Yogen Dalal და Carl Sunshin-ის მიერ, შემდეგ კი სტენფორდის უნივერსიტეტში. შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში, მუშაობა მიმდინარეობდა პროტოკოლების გაუმჯობესებასა და მათ გამოყენებაზე ოპერაციული სისტემების ქსელის რანგში.
პირველი TCP/IP ფართო მასშტაბის ქსელი შექიმნა 1983 წლის, 1 იანვარს, როდესაც ARPANET-ში არსებული ყველა ჰოსტი ძველი NCP პროტოკოლიდან შეერთდა ახალ TCP/IP პროტოკოლში. David L. Mills-ის ინვესტიციით, 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ(National Science Foundation (NSF) ) შექმნა 56 კილობიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად “fuzzballs”. მიმდინარე წელში NSF-მა დაასპონსორა მაღალ სიჩქარიანი 1.5 მეგაბიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNet.
ქართული ინტერნეტი
ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი ანუ ვებ საითი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) – ეს იყო „დედაენა“ (იხ.: გაუნიკოდებული ასლი)
პირველი ქართული ვებ საითი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საითი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ
ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საითი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ – იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს
პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი BPG SanSer, BPG Classic და რენო სირაძის შექმნილი RsWWWNet

ინტერნეტი საქართველოში დღეს

Internetworldstats.com_ის მიერ გამოქვეყნებულისტატისიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. მათ აქვთ შედარებული 2000 წლისა და 2010 წლის მონაცემები, რომელთა შედეგებიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე:
Geoinet.jpg
სამწუხაროდ დღეისათვსი არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა თუ რამდენი მომხმარებელი ყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც რომ აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაყავს შემდგომ ხდება ამ ინტერნეტის გამნაწილებელი. ანუ ხშირად რეგისტრირდება ერთი აბონენტი, სინამდვილეში კი მომხმარებელი რამოდენიმე პირია. Internetworldstats_ს მონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში, ინტერნეტით სარგებლობს 1.300 მილიონი ადამინი. მაგალითისათვის 2000 წელს ინტერნეტით სარგებობდა მხოლოდ 20 ათასი ადამიანი
ქვემოთ მოყვანილია ცხრილი სადაც შედარებულია საქართველო, აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერნეტ მომხარებელთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია: (ცხრილი დაფუძნებულია Internetworldstats_ს მონაცემებზე, ზუსტად იგივე მონაცემებია მოყვანილი ცნობილ საიტზე cia.gov )


ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდის თავისებურებანი
ქვეყანამოსახლეობა
(2009წელი)
ინტერნეტის მომხმარებლები (2000წელი)ინტერნეტის მომხმარებლები (2009წელი)ინტერნეტით სარგებლობს მთელი მოსახლეობის2000-2009 წლების ზრდის % მაჩვენებელი
საქართველო4,615,80720,0001,024,00022.2 %5,020.0 %
სომხეთი2,967,00430,000191,0006.4 %536.7 %
აზერბაიჯანი8,238,67212,0001,485,10018.0 %12,275.8 %

რა არის "კონტექსტური რეკლამა"


კონტექსტური რეკლამა მოიაზრებს ინტერნეტ–რეკლამის განთავსებას, რომელიც გულისხმობს განთავსებული მასალისა და რეკლამის შინაარსის თანხვედრას. მაგ: ავტომობილი საბურავის რეკლამა განთავსდება სპორტული მანქანებზე დაწრილ სტატიაში. რეკლამის მატარებელი შეიძლება იყოს ტექსტო–გრაფიკული განცხადება, სარეკლამო ბანერი ან ვიდეო რგოლი.

კონტექსტური რეკლამა მოქმედებს მეტად შერჩევითად და გამოიხატება ინტერნეტ გვერდის მომხმარებლებით, რომელთა ინტერესები პოტენციურად ემთხვევა/კვეთს გარკვეული ტიპის რეკლამირებული მასალის ან მომსახურების მიზნობრივ აუდიტორიას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეკლამის ეფექტურობას.

სარეკლამო მასალისა და ინტერნეტ საიტის შესაბამისობის საკვლევად ხშირად გამოიყენება საკვანძო სიტყვები. სწორედ საკვანძო სიტყვებზე არის კონცენტრირებული საძიებო სისტემები. ამიტომაც კონტექსტური რეკლამა უფრო დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება მომხმარებლისათვის, რომელიც იყენებს ინტერნეტს მისთვის საინტერესო ნივთების ან მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

ინტერნეტში არსებული თითქმის ყველა საძიებო სისტემა იყენებს კონტექსტურ რეკლამას ფულადი შემოსავლის მისაღებად (მაგალითად, სარეკლამო ქსელი Google AdWords არის კონპანია Google–ის შემოსავლის წყარო). კონტექსტური რეკლამის სისტემა საშუალებას იძლევა რეკლამის, როგორც საძიებო სისტემების მიერ საკვანძო სიტყვების მიხედვით აღმოჩენით, ასევე საიტების, რომელთაც საკუთარ გვერდებზე განთავსებული აქვთ კონტექსტური რეკლამის ბლოკები.

რა არის მთავარი კონტექსტურ რეკლამაში: CTR, CPA თუ ROI?


26082013
რა არის მთავარი კონტექსტურ რეკლამაში: CTR, CPA თუ ROI?ხშირად ინტერნეტ-მარკეტოლოგები სამუშაო პროცესების დროს, შემდეგ თავსატეხს აწყდებიან: „კონტექსტური რეკლამის შეფასებისას, როგორ შევარჩიო  ეფექტურობის საზომი?“. მოდით შევეცადოთ გავარკვიოთ, თუ რომელი საზომია ყველაზე გამართლებული და რა შემთხვევაში.
ცხადია ყველა ზემოთ ნახსენები მაჩვენებლები მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთდროულად მაქსიმალური შედეგების მიღება  ყველა კრიტერიუმით  შეუძლებელია. ამიტომ რეკომენდირებულია შეირჩეს ერთი ძირითადი, ან მაქსიმუმ ორი მაჩვენებელი, რისი საშუალებითაც იწარმოება კონტექსტური რეკლამის ოპტიმიზაცია. ცხადია დაისმება კითხვა – მაგრამ როგორ შევარჩიოთ ძირითადი მაჩვენებელი?
იმისათვის რომ მოვახდინოთ სწორი არჩევა, აუცილებელია:
პირველი: დარწმუნდით, რომ ყველა მაჩვენებელი შეგიძლიათ გამოთვალოთ. აქ იგულისხმება არა მთლიანი რეკლამის უბრალოდ საშუალო მაჩვენებელი, არამედ უნდა შეგეძლოთ განიხილოთ სრული კამპანიის ჭრილში – სარეკლამო განცხადებისა და ძირითადი სიტყვების, ასევე ნებისმიერი პერიოდის მიხედვით. რისთვის არის საჭირო დეტალური გათვლები? ეს აუცილებელია რადგან განსაზღვროთ და დაარეგულიროთ ბიუჯეტები ეფექტურ და არაეფექტურ ნაწილებს შორის.
მეორე: უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ კითხვა: „ჩვენი ბიზნესი, რომელ სასიცოცხლო ციკლის ეტაპს გადის ინტერნეტში?“  სასიცოცხლო ეტაპების გრაფიკული გამოსახულება მოცემულია ქვემოთ. მოდით  თითოეული ეტაპი დეტალურად განვიხილოთ.
რა არის მთავარი კონტექსტურ რეკლამაში: CTR, CPA თუ ROI?
ეტაპი – „ბაზარზე გამოსვლა და სწრაფი ზრდა“. როგორც წესი ეს ეტაპი შემდეგი სტრატეგიული მიზებიდან გამომდინარე ხასიათდება: ბაზრის წილის გაზრდა ან ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე ძირითადი მიზანია საჭირო ინფორმაციის მიტანა მიზნობრივ აუდიტორიამდე  და პოტეციური მომხმარებლების მაქსიამალური რაოდენობის მოცვა, კონტაქტის მინიმალური ღირებულებით. ხშირად ამ ეტაპზე სარეკლამო დანახარჯების გამოსყიდვის ამოცანა არ დგას. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ეფექტურობის შემდეგ ძირითად მაჩვენებლებს: შემომსვლელთა რაოდენობას (ტრაფიკი) და რეკლამაზე “კლიკის” ღირებულებას, ანუ CPC- (Cost Per Click). ამ ორ კრიტერიუმის ურთიერთბალანსი ასე ფორმულირდება: „მივიღოთ მიზნობრივი “კლიკების” მაქსიმალური რაოდენობა იმ ფასად, რომელიც არ აღემატება დადგენილ ბიუჯეტს“.
ეტაპი – „ნელი ზრდა“. სასიცოცხლო ციკლის მეორე ეტაპი შემდეგი სტრატეგიული მიზებიდან გამომდინარე ხასიათდება: რეკლამის დანახარჯების გამოსყიდვა და ამავე დროს ნელი ზრდის ტემპის შენარჩუნება. ამ დროს მნიშვნელოვანია არა პოტეციურ კლიენტთან კონტაქტის ღირებულება, არამედ რეალურ კლინტთან კონტაქტის ფასი, რაც არ უნდა აღემატებოდეს გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს. ამ დროს ეფექტურობის მთავარი მაჩვენებელია: გაყიდვების რაოდენობა და CPA (Cost-Per-Action). ამ ორ კრიტერიუმის ურთიერთბალანსი ასე ფორმულირდება: „გაყიდვების მაქსიმალური რაოდენობის მიღება CPA-დან, რომელიც არ აღემატება ბიუჯეტის დადგენილ დონეს“.
ეტაპი – „სტაბილიზაცია“. ამ ეტაპზე მცირდება ზრდის პოტენციალი და გადადის სტაბილურ ფაზაში. შესაბამისად სტრატეგიული მიზნები შემდეგნაირად განისაზღვრება: მივაღწიოთ რენტაბელობისა და მოგების მაქსიმიზაციას. ეფექტურობის მთავარი საზომია ROI (Return on Investment), ან მოგება. შესაძლოა, რომ ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთთან კავშირში არც იყოს, ამიტომ სარეკლამო კამპანიის ოპტიმიზირება უნდა იწარმოოს რომელიმე მადგანის შერჩევით.
მოდით შევაჯამოთ ყოველივე ზემოთ თქმული ერთ ცხრილში:
რა არის მთავარი კონტექსტურ რეკლამაში:CTR, CPC, CPA თუ ROI?
მაშ ასე, შევაჯამოთ: ნებისმიერ შემთხვევაში ეფექტურობის საზომის შერჩევა გამომდინარეობს მარკეტინგის სტრატეგიიდან და ინტერნეტში ფირმის სასიცოცხლო ციკლიდან. არ ღირს სარეკლამო კამპანიის ერთბაშად ოპტიმიზაცია  ყველა მაჩვენებლების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მაქსიმალური შედგების მიღება შეუძლებელია, თუნდაც ერთი მაჩვენებლის დონეზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ რომელიმე მაჩვენებელს არ იყენებთ ოპტიმიზაციისთვის, მისი გამოთვლა მაინც დაგჭირდებათ, რადგან აუცილებლად გამოგადგებათ შემდგომი კამპანიის დასაგეგმად, როცა შეცვლით სტრატეგიას, ან სასიცოცხლო ციკლის ერთი ეტაპიდან გადახვალთ მეორეზე.

პიარი თუ რეკლამა?

-       ეს ინფორმაცია სარეკლამოა…
-       მე მაინც ვეტყვი პროდიუსერს, მარა სარეკლამოაო მეტყვის და ვერ შეგპირდები…
-       სიუჟეტი უკვე დავამონტაჟეთ და უნდა ჩაგვეგდო ვიორსტკაში, მარა სარეკლამოს გავსო პროდიუსერმა და არ გაუშვა…
-       გენაცვალე, რა ამბავია ახლა ეს, მე რომ სტატია დავუწერო და მივუძღვნა. სარეკლამო კი გამოვა ისე. იყიდე ნახევარი გევრდი და…
მსგავსი ფრაზების მოსმენა ნებისმიერი პიარმენეჯერისთვის ძალიან რთულია. თუ ამას, ან რაიმე მსგავს ისმენ და/ან იღებ შეტყობინების სახით, ესე იგი შენი ორგანიზაციის, ან შენი კლიენტის ნიუსი არ გაშუქდება და დარჩები „გაუპიარებელი“, რისი ახსნაც ხელმძღვანელისთვის და მითუმეტეს კლიენტისთვის ძალიან რთული რამ არის. მათთვის ხომ ყველა ინფორმაცია მათ შესახებ უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ჰოდა, ვართ ამ ორ ცეცხლშუა ეს საწყალი პიარმენეჯერები და კიდევ სხვებს ვუმტკიცებთ, რომ ჩვენი პროფესია ყველაზე პრესტიჟული, შემოსავლიანი და საინტერესოა. ეს პრობლემა კი მართლაც არსებობს და ჩემი აზრით, საინტერესოა მისი განხილვა და თუნდაც კითხვების დასმა, რომლებზეც პასუხი არ არის აუცილებელი ახლავე ითქვას. მთავარი კი ისაა, რომ ის თუ რა არის პიარი და რა არის რეკლამა, უკვე ყველას გვერევა ერთმანეთში და ერთობ უცნაური, ქართული სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ მედიასთან ურთიერთობისას.
და მაინც, რა არის პიარი?
დღესდღეობით მსოფლიოში, სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებისა და გავლენიანი ავტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის დაახლოებით 600-მდე განმარტებაა, რომელიც გამოიყენება პიარ პრაქტიკოსების მიერ. მაგრამ, მგონი, ყველა პიარმენეჯერს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკუთარი განმარტება აქვს შემონახული. ჰოდა, ჩვენეული განმარტებითსაზოგადოებასთან ურთიერთობა წარმოადგენს პერმანენტულ და მიზანმიმართულ ორმხრივ კომუნიკაციას და დიალოგს ორგანიზაციას/პიროვნებას და მის მიზნობრივ აუდიტორიას/დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომელიც ორმხრივი ინტერნესების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული.  ერთი შეხვედვით რთული და გაუგებარი დეფინიციად შეიძლება მოგეჩვენოთ აღნიშნული განმარტება, თუმცა პიარში საქმე კომუნიკაციას და საინფორმაციო ურთიერთქმედებას ეხება და ეს ყველასთვის გასაგები და ნათელი უნდა იყოს.
რა განსხვავებაა პიარსა და რეკლამას შორის?
ზედმეტი მსჯელობისა და თეორიული წიაღსვლებისგან რომ დავაზღვიო ამ ტექსტის მკითხველი, აჯობებს მარტივი ცხრილით ავხსნა განსხვავება საზოგადოებასთან ურთერიერთობასა და რეკლამას შორის:

მიუხედავად ასეთი გამართული ცხრილისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც გამყოფი ხაზი რეკლამასა და პაირს შორის არ არის მკვეთრი და როდესაც ერთი და იმავე შინაარსის შეტყობინება, როგორც რეკლამის, ასევე პიარის ინსტრუმენტად არის გამოყენებული.
ნიუსი და მისი მნიშვნელობა?
სამიზნე აუდიტორიასთან პაირ კომუნიკაციის დროს, ორგანიზაციები და ცალკეული ინდივიდები ძირითადად სიახლეს, ახალ ამბავს, იგივე ნიუსს იყენებენ, რადგან ინტერესი სამიზნე ჯგუფების მხრიდან უმეტესწილად მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიმართ არსებობს. აქ საქმე უფრო მარტივადაა. მთავარია ამბავი, ინფორმაცია, იყოს ახალი მიმღებისთვის და ამასთან ერთად, იყოს აქტუალური და საინტერესო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიახლე ნიუსად არ გამოდგება.
მედიასთან ურთიერთობა?
ტრადიციულ მედიასთან ურთიერთობის დროსაც, პიარმენეჯერები ძირითადად ნიუსს ვიყენებთ, როგორც მასობრივი საინფორმაციო საშუელებების დაინტერესებისა და გაშუქების უზრუნველყოფის იარაღს. მედიისგან კი ჩვენ გვინდა გაშუქება, რადგან იგი სწრაფად ავრცელებს ინფორმაციას, უფრო სანდოა აუდიტორიისთვის, დიდ მასშტაბებეს მოიცავს და უფასოა (თუმცა ეს ჩვენთან საკითხავია!). ამიტომ ჟუნრალისტებთან ურთიერთობა, ჩვენი ნიუსების გაშუქება და გავრცელება მედია არხების საშუალებით, პიარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მიმართულებაა, რაც საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრეს ინსტრუმენტად არის მიჩნეული.
ანუ დასკვნის სახით, რომ ვთქვათ, დღესდღეობით მედია გაშუქება არის პიარმენეჯერის საქმიანობის უმთავრესი შედეგი და მისი მუშაობის ეფექტიანობაც ამით განისაზღვრება. ამის გარეშე, ჩვენი მუშაობა აზრს კარგავს. საპასუხოდ კი, იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნეს, სამოქალაქო საზოგადოების ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოვადგენთ, მედიისგან ვიღებთ პასუხს, რომ ჩვენი ნიუსი სარეკლამოა. უმეტეს შემთხვევაში. ახალი ამბის შინაარსი ხშირად არაა მნიშვნელოვანი. სწორედ აქ ჩნდება ის კითხვები, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესზე პასუხისმგებელ ხალხს გვიჩნდება და გვაწუხებს…
მტკივნეული კითხვები?
-       რატომ მიიჩნევა საინტერესო ნიუსად და არა „სარეკლამოდ“ მხოლოდ საჯარო უწყების, ან პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული ახალი ამბავი?
-       რა ლოგიკით ენიჭება სარეკლამო ნიუსის სტატუსი სოციალურ საქველმოქმედო, სოციალური პროექტის, სამოქალაქო აქტივობისა და მსგავსი ტიპის საქმიანობის ამსახველ ახალ ამბავს?
-       რატომ მიიჩნევა ორგანიზაციის სახელის დაფიქსირება თავისთავად უკვე რეკლამად?
-       რატომ არის შოუბიზნესის წარმომადგენელის, ან მასთან გათანაბრებული პირის, საქართველოში ცნობად სახეს რომ უწოდებენ, ცხოვრების ამბავი უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური, ვიდრე რომელიმე ბიზნესორგანიზაციის მიერ დაწყებული საქველმოქმედო პროექტი, ან თუნდაც ახალი მშენებლობა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ანგარიშგების ღონისძიება?
-       უცხოური საინფორმაციო რესურსებიდან აღებულ ინფორმაციას, ან ინტერნეტში ნაპოვნი სტატიის თარგმნას, ქართული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ახალი ამბების გაშუქება ხომ არ აჯობებდა?

რეკლამა საქართველოში

  პირველი სატელევიზიო რეკლამა საქართველოში გავიდა 1950–იანი წლების ბოლოს. მაშინ ჯემს რეკლამას უწევდა ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე. საბჭოთა კავშირში რეკლამა „ექსპლუატატორთა სოციალურ იარაღად“ მიაჩნდათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო რეკლამის თავისებური სახე, რომელსაც საბჭოთა რეკლამას უწოდებენ. ის მოუწოდებდა მოსახლეობას შეენახა ფული შემნახველ სალაროებში, დაეცვათ საბჭოთა კავშირის საზღვრები, ჩაწერილიყვნენ მოხალისეებად და ა.შ.

  ამ სფეროში დიდი დატვირთვა ხმასაც გააჩნია, რასაც მოწმობს ავეჯის გადაზიდვის სერვისის რეკლამა.

რეკლამის წარმოშობისა და განვითარების ისტორია

რეკლამას, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი მოვლენებს აქვს თავისი წარმოშობის და განვითარების ისტორია. ზეპირი რეკლამა პირველად ჩაისახა მონათმფლობელურ ბაზარზე. მონის ყიდვას თან ახლდა მისი ღირსებების თავისებური ანოტაცია: “ მას ორივე ყურით შესანიშნავად ესმის, თვალებით კარგად ხედავს, მას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, რომლებიც კარგად დარბიან"... შუასაუკუნეების ევროპის რეკლამის მძაფრ განვითარებას ხელი შეუწყო გაზეთებისა და ჟურნალების გამოჩენამ. მსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი „ცტა იუზნუ“ („ყოველდღიური ამბები“). ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტური პაპირუსია, მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან.
1473 წელს ინგლისში გამოჩნდა პირველი ბეჭდური სარეკლამო განცხადება, ხოლო XV საუკუნის მიჯნაზე და XVI საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, დაიწყო წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. ამდენად მყიდველი კარებშივე ეცნობოდა წიგნების სარგებლობას, ხოლო უკვე 1611 წელს ლონდონში შეიქმნა ა. გორაჟისა და უ. კოპის პირველი სარეკლამო ბიურო.
რეკლამა ლათინური სიტყვაა და „ყვირილს“ ნიშნავს. რეკლამის განვითარების თვალსაჩინოებისთვის „მაუწყებლების“ არსებობაც კმარა, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდნენ მაუწყებლები. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა (მათ შორის კომერციულ) ინფორმაციას გაჰყვიროდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა“, ანუ წამოძახილი.
ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა რეკლამას ასე უწოდა „ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში“.
რეკლამა ეს არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და ინტერესის გაღვივების მიზნით.
დღეს რეკლამა განიხილება, როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
თანამედროვე საზოგადოებაში რეკლამა განიხილება, როგორც ,,გაყიდვების სტიმულატორი”, რეკლამა – ესაა ინფორმირება ვინმესი, რაიმეს შესახებ! ინფორმაციის გავრცელების მრავალი საშუალება არსებობს: ტელევიზია,რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი, კინო და ბილბორდები.
რაც შეეხება რეკლამის ამოცანებს და ფუნქციებს რეკლამას შეიძლება ქონდეს შემდეგი სამი ძირითადი ფუნქცია: ინფორმირება, მარკის ან საქონლის შესახებ მოქმედებისკენ წაქეზება, შეხსენება და იმიჯის შექმნა.
როგორც წესი, სარეკლამო საქმეს ეწევიან სპეციალური ფირმები და სააგენტოები, საწარმოებისა და სავაჭრო კომპანიების, მსხვილი დაწესებულებების გამომცემლობების და სხვ. სარეკლამო განყოფილებები. სარეკლამო შეზღუდვები: მსოფლიოს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სპეციალური კომისია აკონტროლებს რეკლამის შინაარსა და სისწორეს. საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც რეკლამა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 12 საათს, ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტადაა შეზღუდული სარეკლამო ბლოკის ხანგრძლივობა. სარეკლამო ბაზარი საქართველოში უკვე კარგა ხანია დამკვიდრდა და დინამიკურადაც ვითარდება.

რა არის რეკლამა?

რეკლამა (ლათ. reclamo - „წამოვიყვირებ“) — ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.
ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები,ინტერნეტი და ბილბორდები. ძველ საბერძნეთში და რომში სარეკლამო განცხადებებს წერდნენ , ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადება ინგლისში , რომელიც 1473 წლით თარიღდება, ხოლო 1611წელს ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო დღეს რეკლამა განიხილება როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რეკლამა მეურნეობის სისტემაში- ეს არის საინფორმაციო პროპაგანდისტული და ღონისძიებების ერთობლიობა, გამიზნული მოსახლეობის მოთხოვნილებებზე. სარეკლამო ინფორმაცია- ეს არის პოტენციური მყიდველების შეტყობინება საქონელთა შესახებ, მათი დანიშნულებისა და თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული მომსახურების შესახებ. საქონელთა პროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპები- გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.
პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს აშშ–ში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელი კომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც მან 4 აშშ დოლარი გადაიხადა.

აქცია 31 აპრილამდე!!!

 აქცია 31 აპრილამდე!!! 

განათავსეთ თქვენი კომპანიისა თუ საქმიანობის რეკლამა 

მხოლდ 5 ლარად თვეში

აქცია ძალაშია 31 აპრილამდე!!! 


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მობილური: (+995)558 136 396; (+995)599 48 15 25
მაგთიფიქსი: +0790992281
ელ-ფოსტა: info@ac.com.ge

ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს


მალე!!!


 საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე, ახალი ფასდაკლებების საიტი, რომელიც მორგებული იქნება როგორც კომპანიებზე ასევე მოსახლეობის ყველა სეგმენტზე!!! განსხვავებული დიზაინი, ორიგინალური და კომფორტული მოხმარების წესები და სხვა მრავალი, რითაც კმაყოფილნი დარჩებით.
 "AdvertCity" - შენი ახალი რეალობა!

რეკლამა და ჩვენი პრიორიტეტები

  რეკლამა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, რომელიც ინტეგრირებულია მარკეტინგულ კომუნიკაციებში. რეკლამას ძალუძს გააღვიძოს ფარული თუ ღია მოთხოვნა მომხმარებელში / კლიენტში.

  რეკლამის სარგებელი აშკარაა. იგი უზრუნველყოფს ცნობადობას რეკლამირებულ საქონელზე / მომსახურეობაზე / ბრენდზე, ზრდის მოთხოვნას, ხელს უწყობს გაყიდვებს.

   ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს / კლიენტს მაღალი ხარისხის მომსახურებას მისაღებ პირობებში. ჩვენ ვცდილობთ დავზოგოთ თქვენი დრო და ადგილზე გაგიწიოთ ყველა სახის სარეკლამო მომსახურება, ჩვენი პრიორიტეტებია არა ერთჯერადი, არამედ გრძელვადიანი პარტნიორობა.


რა არის AdvertCity (www.ac.com.ge)?
 ეს არის სარეკლამო კომპანია და ინტერნეტ პორტალი, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი სახისშეკვეთის გაკეთება. აქ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება ხელმისაწვდომ ფასში კომპანია AdvertCity (www.ac.com.ge) გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ ყველა სახის მომსახურებაერთ კომპანიაში.

როგორ განვათავსო განცხადება, ფასდაკლება ან სარეკლამო ბანერი?
 იმისათვის რომ განათავსოთ განცხადება, ფასდაკლება ან სარეკლამო ბანერი (ბანერის უნდა იყოს შემდე ფორმატში: JPG, PNG, GIF, SWF) ჩვენს ინტერნეტ პორტალზე, მიმართეთ ჩვენს ადმინისტრაციას ელექტრონულ ფოსტაზე: info@ac.com.ge, ან დაგვიკავშირდით: +(995) 558 136 396; +(995) 599 481 525; +(995) 0790 99 22 81.

რა გზით ხორციელდება საიტზე გადახდები?
 მომსახურების გადახდა შესაძლებელია: ჩვენს ოფისში, საბანკო გადარიცხვით, გადახდის აპარატებით.

ჩემს კითხვას აქ არ უპასუხეს!
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ჩვენს ელ-ფოსტაზე: info@ac.com.ge. - - See more at: www.ac.com.gehttp://ac.com.ge/?page=help




გამარჯობათ

განათავსეთ თქვენი ბიზნესის, პროდუქტისა თუ შეთავაზების რეკლამა ჩვენს
ინტერნეტ პორტალზე ყველაზე დაბალ ფასად.

სარეკლამო კომპანია "AdvertCity" (www.ac.com.ge) გთავაზობთ მომსახურების 6
პაკეტს:


1) პაკეტი "სმარტი" - 1 თვით რეკლამის განთავსების ღირებულება 10 ლარი;

2) პაკეტი "სტანდარტი" - 1 თვით რეკლამის განთავსება 15 ლარი; პლიუს
პარტნიორებში რეკლამის 1 თვით განთავსება.

3) პაკეტი "პრემიუმი" - 1 თვით რეკლამის განთავსება 30 ლარი; 100 ცალი
სავიზიტო ბარათი; პლიუს  პარტნიორებში რეკლამის 2 თვით განთავსება; თვის
ბოლოს თქვენი რეკლამის ჩვენს უფასო სარეკლამო გაზეთში განთავსება.

4) პაკეტი "პრემიუმი +" - 2 თვით რეკლამის განთავსება 50 ლარი; 100 ცალი
სავიზიტო ბარათი; პლიუს  პარტნიორებში რეკლამის 4 თვით განთავსება; თვის
ბოლოს თქვენი რეკლამის ჩვენს უფასო სარეკლამო გაზეთში განთავსება.

5) E-mail - მარკეტინგი (45 000 E-mail ბაზა)  - 1 E-mail გზავნილი - 0,01
ლარი

6) სარეკლამო ბანერები: 50.00 ლარი, 40.00 ლარი, 30.00 ლარი, 30.00 ლარი,
(JPG, PNG, GIF, SWF)


ჩვენთან თანამშრომლობენ: "მაგი სტილი", "თეგეტა მოტორსი", "ვიპ ვიქტორია",
"ნატალი", "მელანჟე", "ვეძისი", "ოპ არტი" და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ ჩვენს ინტერნეტ პორტალზე
(www.ac.com.ge), ან დაგვიკავშირდით.


მობილური: (+995 558) 136-396
მაგთიფიქსი: (+0 790) 99-22-81
ელ-ფოსტა: info@ac.com.ge
ებ-გვერდი: www.ac.com.ge

ასევე გთავაზობთ სრულ სარეკლამო და არასარეკლამო მომსახურებას:
გარე-რეკლამა; პოლიგრაფია; ინტერიერის, ექსტერიერისა და ავეჯის დიზაინს;
ვებ-საიტების დიზაინსა და პროგრამირებას; რემონტს; პროექტირებასა და
მშენებლობას.

ნებისმიერი ტიპის მომსახურება ადგილზე მისვლით!

--
პატივისცემით, სარეკლამო კომპანია AdvertCity (www.ac.com.ge) შენი ახალი
რეალობა