7.10.2022

რა სხვაობაა მადასა და შიმშილს შორის?


ანსხვავებთ მადას და შიმშილს ერთმანეთისგან?😕

თუ ამაზე არ გიფიქრიათ ან ვერ ახერხებთ, მაშინ გახდომის გზაზე წარმატებული სიარული გაგიჭირდებათ, რადგან ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

მოდით გავერკვეთ:

შიმშილი - ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ცარიელი კუჭის კუნთების შეკუმშვით გამოწვეული სპეციფიკური შეგრძნებაა. 

მადა - კი საკვების დანახვისას აღძრული ჭამის სურვილი.

ბუნებრივია - ერთი ასახავს ორგანიზმის რეალურ საჭიროებას და მისი დაკმაყოფილება აუცილებელია, ხოლო მეორე - მხოლოდ მომნელებელ სისტემაში გარკვეული წვენების გამოყოფას რაიმე "მადის მომგვრელის" მხედველობის ველში მოხვედრისას..👀

ამიტომ კაფეების, საცხობების, საკონდიტროების დანახვაზე ზუსტად ეს გრძნობა ჩნდება, ამიტომაც ასეთ დაწესებულებებს გულგრილად იშვიათად თუ აუვლი გვერდს, თანაც აქ ვიზუალურ გამღიზიანებელს - ლამაზად გაფორმებულ ნამცხვრებს, ტორტებს, კიდევ ყნოსვითი გამღიზიანებელიც ემატება - ვანილის და სხვა საკონდიტრო სანელებლების საოცარი სურნელი!😜

საკმაოდ კარგი ნებისყოფაა საჭირო ამის დასაძლევად, არა?

სახლშიც იგივე ხდება - ახალგამომცხვარი ხაჭაპური ან ლანგარზე ლამაზად დაწყობილი ხილიც ხომ მიმზიდველია?

ამგვარად, ადამიანი დაუფიქრებლად ჭამს არა მაშინ, როდესაც მას ეს ნამდვილად სჭირდება, არამედ მაშინ, როდესაც მასზე შესაბამისი გამღიზიანებლები მოქმედებენ.

რადგან ადამიანს წინასწარ არ აქვს განსაზღვრული საკუთარი დამოკიდებულება შიმშილსა და მადაზე - რა და როდის უნდა მიირთვას - იგი იოლად და ხშირად ხდება ასეთი გამღიზინებლების "მსხვერპლი".

შედეგები კი მხოლოდ კილოგრამებში არ აისახება, რადგან სიმსუქნე და ჭარბი წონა  მხოლოდ ვიზუალური პრობლემა არ არის ადამიანისთვის, არამედ ორგანიზმში მიმდინარე მრავალი პათოლოგიის მიზეზი, რომლებზედაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია აქტიურად საუბრობენ ექიმები.

ამიტომ, თუ შეძლებთ და გამიჯნავთ ერთმანეთისგან შიმშილს და მადას - ეს უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გახდომის (გაჯანსაღების) გზაზე.

ხოლო, თუ გსურთ ამ გზაზე სწორი მიმართულებით სიარული, ამაში ჩემი "გახდომის ერთთვიანი კურსი" აუცილებლად დაგეხმარებათ!

იჩქარეთ! კომენტარებში ჩაწერეთ სიტყვა "კურსი" და გახდით მისი მონაწილეები, პირველ ხუთ მათგანს კი სასიამოვნო პრიზი  - ამ კურსის უფასოდ მიიღება ელოდება!  მადაზე, შიმშილზე და კვებაზე კიდევ ბევრს ვისაუბრებთ!



ავტორის გვერდები: Alter-Native

                                      Siberian Wellness

ასევე დაგაინტერესებთ:

                                    შეიყვარე თავი შენი

                                   ოხ ეს დიეტები

                                   მწვანე წვენების 10 არაჩვეულებრივი რეცეპტი 1

                                  მწვანე წვენების 10 არაჩვეულებრივი რეცეპტი 2

                                  ნაჯერი ცხიმები კარგია თქვენი გულისთვის

                                  ხალხური რეცეპტები   და ა.შ.