Thursday, January 15, 2015

რომელი ფილმები წარსდგება ოსკარზე? გაიგეთ პირველებმა!



15 იანვარს, თბილისის დროით 17:30 სთ-ზე დასახელდება ოსკარზე წარდგენილი ფილმები სხვადასხვა ნომინაციებში.
წელს ოსკარზე 2 ქართული ფილმია წარდგენილი. ესენია: გიორგი ოვაშვილის - "სიმინდის კუნძული" და ზაზა ურუშაძის "მანდარინები".
უყურეთ ექსკლუზიურად თავისუფალ ბლოგზე და გაიგეთ პირველებმა, მოხვდება თუ არა ქართული ფილმები 5 ნომინანტს შორის!

Saturday, December 13, 2014

მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა...

პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ეთერ კაკულიას მძიმე ავადმყოფობა აღმოაჩნდა.
ქალბატონი ეთერი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ადამიანი არამხოლოდ ქართულ შოუბიზნესში, არამედ მთლიანად თბილისსა და საქართველოში.
29 ნოემბერს, ეთერ კაკულიამ 32 წლის იუბილე აღნიშნა დიდ საკონცერტო დარბაზში და აქვე მას ვარსკვლავი გაუხსნეს.

Thursday, December 11, 2014

ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ოქროს გლობუსის მოლოდინშია!


ქართული კინო ნელ-ნელა ცდილობს ჭაობიდან ამოსვლას და ძველი დიდების დაბრუნებას. რამოდენიმე რეჟისორს ეს არაჩვეულებრივად გამოსდის და მათი საქმიანობაც შესაბამისად ფასდება. ერთ-ერთი მათგანია ზაზა ურუშაძე. მისი ფილმი - "მანდარინები" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინო პრემიის, "ოქროს გლობუსის" ნომინანტად დასახელდა.
"ოქროს გლობუსს" მეორენაირად ოსკარების რეპეტიციასაც უწოდებენ.
"მანდარინები" წლის 5 საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის უკვე დასახელდა.
საკონკურსო სექციაში ის ესტონეთის სახელითაა წარდგენილი, რადგან ქართულ-ესტონური პროდუქციაა.
ფილმში მთავარ როლებს მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი, ელმო იუგანენი და რავიო ტრასსი ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი მოხალისე მეომარი და დაქირავებული ჩეჩენი ბოევიკი ერთმანეთს უპირისპირდებიან.

"მანდარინები" ოსკარზეც არის წარდგენილი ამავე ნომინაციაში.
"ოქროს გლობუსის" დასკვნითი შოუ 11 იანვარს გაიმართება.

Sunday, December 7, 2014

ახალი ტელეკომპანია, ახალი გადაცემები... რას გვთავაზობს STV ?



მალე, ტელეკომპანია "STV" ახალ სეზონს იწყებს. ეს არის სტუდენტური ტელევიზია, რომელიც სრულიად არაპოლიტიზირებულია.
ტელეკომპანია ბევრ საინტერესო გადაცემას გვპირდება.
ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთი პროექტის "ქავერ შოუს" ავტორს, კახა აბუაშვილს:

"ტელეკომპანია STV არის სრულიად ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში. მართალია მას სტუდენტური ტელევიზია ქვია, მაგრამ გპირდებით, რომ ჩვენი გადაცემები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო.
რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროექტს, "ქავერ შოუ" არის მუსიკალური კონკურსი ბენდებისთვის. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მონაწილე ჯგუფები უნდა ასრულებდნენ უკვე კარგად ნაცნობი სიმღერების ქავერ ვერსიებს. პროექტზე მუშაობა დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ, რასაც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ".

როგორც ზემოთ გავიგეთ, რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 დეკემბრამდე. მონაწილეობის მსურველები ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ გვერდს: https://www.facebook.com/stvcovershow

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ტელეკომპანიას.

Thursday, November 8, 2012

რა ბედი ელის საქართველოს უნივერსიტეტს.



ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე გამოკვეთილ რამდენიმე საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არის "საქართველოს უნივერსიტეტი", რომელსაც "ალასანია"-საც უწოდებენ.
ჯერ კიდევ არცევნებამდე იყო საუბარი ოპოზიციურ პარტიებში, რომ ეს უნივერსიტეტი არ უნდა არსებობდეს. მაგალითად "ლეიბორისტული მოძრაობა" გვპირდებოდა, რომ თუ ისინი მთავრობაში მოვიდოდნენ, "ალასანია" აღარ იარსებებდა.
დღეს, სანდო წყაროან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც "საქართველოს ნივერსიტეტის" საქმეს განიხილავს. საუბარია იმაზე, რომ ადგილი, სადაც უნივერსიტეტის შენობებია განლაგებული, მის დამფუძნებლებს - გიული ალასანიასა და მანანა სანაძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეუძენიათ. თუ აღნიშნული ვარაუდი დადასტურდება, დიდი შანსია, რომ დაწესებულება ქალბატონ ალასანიასა და ქალბატონ სანაძეს ჩამოერთმევათ და უნივერსიტეტი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა.

Friday, September 7, 2012

აბიტურიენტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა


25 ავისტოს გამოცდების ერეოვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა სია. 1500 აბიტურიენტი, რომელთაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს ყველა საგანში, ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა.
აბიტურიენტებმა განცხადებით მიმართეს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, განათლების სამინისტროს, პრეზიდენტის სასახლეს, პრემიერ მინისტრის აპარატს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, საპატრიარქოს და პარლამენტს. მათ განათლების მინისტრის მოადგილემ განუცხადა, რომ შეუძლებელი იყო მათი გადანაწილება თავისუფლა დარჩენილ სასწავლო დაწესებულებებში და ვერც მეორადი ჩარიცხვები გამოცხადდებოდა, თუმცა დღეს, 7 სექტემბერს აბიტურიენტები, მათი მშობლები და მეგობრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სამინისტროში და დიდი ხნის კამათის შემდეგ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
სამინისტრო 8 სექტემბერს გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით!
აბიტურიენტები მადლობას უხდიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს!

Thursday, August 30, 2012

ბერი არსენის ხილვა 27 ოქტომბერს რუსების შემოჭრის შესახებ

სოციალურ ქსელებში ვრცელდება იერუსალიმში მოღვაწე ბერის წერილი, სადაც საუბარია მის ხილვაზე, ოქტომბრის თვეში მოსალოდნელი რუსული თავდასხმის შესახებ. წერილს გთავაზობთ უცვლელად :

“გთხოვთ დამლოცოთ, 1992 წელს სოხუმიდან დევნილი, ყოფილი გვარდიელი, უცხოეთში გადახვეწილი და მრავალ განსაცდელ გამოვლილი, ღვთის მადლით ცოცხლად გადარჩენილი და ამჟამად იერუსალიმის ბერძნული მონასტრის სკიტში მცხოვრები, ცოდვილი ქართველი ბერი არსენი (მიმინოშვილი) წინასწარ გთხოვთ შემინდოთ კადნიერება, რომ თქვენს ძვირფას დროს ვიკავებ, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი დამერღვია ყოვლად წმინდა დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევა და ვბედავ სიტყვა-სიტყვით გიამბოთ ის რაც ვიხილე და გადმოგცეთ ის ლოცვა კურთხევა რაც თავად ყოვლად წმინდა დედა ღვთისმშობელმა დამაბარა, თქვენთან, საქართველოს ხალხთან და ქართულ ხელისუფლებასთან.
ქრისტესმიერი სიყვარულით სქემოსანი ბერი არსენი
მარად საქართველოსათვის მლოცველი (მიმინოშვილი)

27 ივლისს კვირიკობას, ღამის 2 საათზე, ტრადიციისამებრ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის, დაუჯდომელ საგალობელს ვკითხულობდი, როდესაც მე 12 იკოსი განვასრულე, თვალები ამიჭრელდა და ტექსტის ნაცვლად, ფრესკების გამოსახულებებს ვხედავდი, თითქოს იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ვიდექი და ჩემს წინ უძვლესი ბიზანტიური, ფრესკის მხატვრობა ანიმაციური ფილმივით ამოძრავებულიყო. უმალვე შევწყვიტე დაუჯდომელის კითხვა და იესოს ლოცვაზე გადავედი, რაც უფრო ვაძლიერებდი ლოცვას მით უფრო ძლიერდებოდა ეს გამოსახულება და წარმოსახვა რეალური ხდებოდა. ამ დროს მე ვიდექი ხატების კუთხეში სადაც სანთლის შუქის გარდა სხვა, არანაირი სინათლე არ აღწევდა, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის, ივერიის სასწაულ მოქმედი ხატის წინ და ვლოვცულობდი. ამავე ხატის წინ ჩამოკიდებული აქამდე ოდნავ მბჟუტავი კანდელი კი უზარმაზარ სინათლლეს ასხივებდა და ამ სინათლეში რომელსაც მთელი გარემო მოეცვა ვხედავდი გამოსახულებას.

ჩემს წინ იყო უზარმაზარი ბიზანტიური ფრესკა, სამოთხიდან ადამის გამოძევების სცენით, მწვანე მდელოზე მწიფე ნაყოფით სავსე ვაშლის ხე იდგა, რომელსაც მეხი-დასცემოდა და ხე შუაზე იყო გადახლეჩილი, ხეზე სისხლისფრად წითელი, დიდი მსუყე და მწიფე ვაშლები ეკიდა, სულიერი შიმშილისაგან ძალიან გამხდარი ადამინები მწკრივად მოდიოდნენ და სათითაოდ კრეფდნენ ვაშლებს მაგრამ უკიდურესი შიმშილის მიუხედავად ჭამა არ შეეძლოთ, ისინი მიწაზე აწყობდნენ, ვაშლებს ისე რომ ამ ვაშლებით დაიწერა დიდი სამიანი, მე მივხვდი რომ, სამ თვეზე ანუ ოქტომბერზე იყო საუბარი. მიწა გადამწვარი ბალახითა და სიხლისფერი ლაქებით იყო დაფარული, მწიფე ვაშლები აღნიშნავდა ჩვენს ცოდვებს, რადგან თითოეულ მათგანზე ეწერა თითო ცოდვის სახელი: ამპარტავნება, მრუშობა, ღალატი, გულგრილობა, სიცრუე, სიძვა, კაცის კვლა და სხვა ცოდვები. ადამიანები საკუთარი სისხლით ინანიებდნენ მათივე ჩადენილ ცოდვებს. მე ვიხილე საქართველო რომელიც სისხლში ცურავდა რუსები მოდიოდნენ ტანკებით და სრესდნენ ყველაფერს, არ ინდობდნენ არც ქალს არც ბავშვს, სისხლნარევი ცრემლებით ტიროდა დედა ღვთისმშობელი და მის გარშემო მყოფი ქერუბიმებიც სისხლისფრად გაწითლდნენ, ცოდვის ნაყოფით დამძიმებული ვაშლის ხე, საქართველო იყო, რომელიც შუაზე იყო გადახლეჩილი, დასავლეთად და აღმოსავლეთად, იწვოდა შიდა ქართლი, გორიდან ხაშურამდე ცეცხლი და კვამლი ფარავდა ყველაფერს, უამრავი ტანკი და ზარბაზანი გრუხუნებდა, ზოგიერთ ტანკზე ზემოდან მოღალატე ქართველები ისხდნენ, ხელში თეთრი და ცისფერ ზოლიანი გასისხლიანებული დროშებით..
საქართველო სისხლში იხრჩობოდა, ზოგიერთი ქართველი კი ამას გამარჯვებას ეძახდა და ველური ყიჟინით ზეიმობდა მოყვასის სიხლის თხევას…
ალაგ-ალაგ იწვოდა თბილისი, დედაქალაქის მისადგომებს გმირულად იცავდნენ ჭაბუკი მეომრები, ცა -შემოდგომისფერად გაყვითლდა…
იბომბებოდა გარეუბნები, თბილისელებს მეტის ატანა აღარ შეეძლოთ მანქანების კილომეტრიანი რიგები გარბოდნენ აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით, იყო გაქცეულთა დევნა და რბევა და დაყაჩაღება და ამ სისაძაგლესაც ადგილობრივი ქართველები სჩადიოდნენ.
რიკოთის გადასვლა ისევე გაუსაძლისი იყო როგორც ადრე კოდორის.
წარსულში მოჩანდა ძველი გადამწვარი სოხუმი და ცაში ამაღლებული ჯვარი 27 სექტემბერი უფსკრულის მეორე მხარეს კი ცხინვალი 27 აგვისტო დღე როდესაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ბოლოს ვიხილე შუაზე გაყოფილი საქართველო ცხინვალიდან გორი ხაშური ახალქალაქზე გადაჭრილი საქართველო, მე ვხედავდი საქართველოში მოთარეშე რუსულ ტანკს, რომელზეც ეწერა 27.10.12. მაგრამ ეს იყო დროებითი, რადგან სახარებაში შავით თეთრზე წერია ვინც მახვილი აიღოს ის მახვილითვე დაეცეს, ეს იყო რუსეთის ბოლო ბრძოლა, ამის შემდეგ ვიხილე როგორ იშლებოდა რუსეთი ნაკუწ-ნაკუწ იმ ცოდვების გამო რაც საქართველოში ჩაიდინა. მე ძალიან შემეცოდა საქართველო და ვიკითხე, როგორმე თუ შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან აცილება, მაშინ პასუხად ვიხილე მცირე მლოცველთა გუნდები, ხატებითა და სიწმინდეებით ხელში, რომლებიც გარშემო უვლიდნენ თავიანთ, ეპარქიებსა და სოფლებს და იმ სოფლებს მტერი ვერ ეკარებოდა, მერე ვიხილე საქართველოს მფარველი წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გიორგი, მოციქულ სვიმეონთან და მატათასთან ერთად, მათ წინ საცეცხლურით მოუძღვოდათ დავით მეფე აღმაშენებელი, წმინდანთა გუნდი გარს უვლიდა საქართველოს საზღვრებს და ლოცვით იფარავდა მას.
მაშინ ვიხილე რომ მტერი შესდგა და ვეღარ გადმოლახა საკმევლით შემოსაზღვრული ტერიტორია, ხელ-უხლებელი გადარჩა დასავლეთ საქართველო და კახეთის დიდი ნაწილი, ყველაზე მეტად დაზიანდა შიდა ქართლი და ის რაიონები სადაც, მოღალატე ქართველები და ზოგიერთი სასულიერო პირი, ტაშით ხვდებოდნენ მოძალადე დამპყრობლებს. სწორედ უფლის კვართივით მტკიცე და ერთიანი ეკლესიის მთლიანობის შერყევა და ცალკეულ იერარქთა მიერ ეკლესიის პოლიტიზაცია, არ გვაპატია უფალმა ქართველებს და ამისათვის დაეშვა ეს განსაცდელიც. (რაზეც წმინდა სინოდიის განცხადებაშიც იყო საუბარი)
შემდგომ მე ვიხილე რუსეთის ნანგრევებში, მოყოლილი საქართველო ფეხზე დგებოდა და მშვენდებოდა, ბათუმთან ახლოს, კვარიათას მთაზე ქანდაკებასავით უძრავად იდგა დედა ღვთისმშობელი, სულ თეთრებში იყო შემოსილი და სითეთრით ანათებდა გარემოს, სახით უყურებდა დასავლეთ ეევროპას, ზღვას და მის გადაღმა მყოფ ათონის მთას, თითქოს ამით კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდა რომ ათონის მერე ის საქართველოში დაემკვიდრება. დედა ღვთისას კვართი ეპყრა ხელთ ისე რომ მარჯვენა ხელით აფხაზეთს აკურთხებდა, მარცხენათი ლაზეთსა და ტაო კლარჯეთს, ზურგით საქართველოს ჩრდილო საზღვარს იცავდა, კვართი კი საქართველოს მფარველობის ნიშნად ცასავით ჰქონდა გადაფარებული, კვარიათა ხომ ლაზურად კვართი აქას ნიშნავს და სანამ კვართი ურღვევია და კვართი აქაა სანამ ღვთისმშობელი ჩვენთანაა საქართველოც ურღვევი და მთლიანი იქნება.
ეს იყო ლოცვა კურთხევა დედა ღვთისმშობლისა რომელიც მოვალე ვარ თქვენს უწმინდესობას, დედა ეკლესიის ყველა წევრს, ქართველ ერსა და ხელისუფლებას მდაბლად მოგახსენოთ.
თქვენო უწმინდესობავ! უმორჩილესად გთხოვთ, ერისა და ეკლესიის ერთსულოვანი წმინდა ლოცვით გადავარჩინოთ სრულიად საქართველო. მომხდური მტრისა და სტიქიური მოვლენებისაგან. განა რა სჯობია ლოცვაში გაერთიანებული ერის ხილვას, ან ვის შეუძლია დაამარცხოს ქრისტეს სიყვარულში გაერთიანებული მლოცველი ერი, გემუდარებით გასცეთ ლოცვა კურთხევა, მრევლისა და ეკლესიის მსახურთათვის რომ 8 აგვისტოდან მოყოლებული მარიამობამდე 28 აგვისტომდე იკურთხოს ყველა ქალაქი და სოფელი, ქუჩა და სახლი, მარიმობა უნდა გადაიქცეს ქრთველთა ქრისტიანული ერთსულოვნებისა და ლოცვის დღესასწაულად, მარიმობას წირვის შემდეგ, მლოცველთა გუნდები უნდა მოედონ სრულიად საქართველოს, ყველა ხეობასა და მთის მწვერვალს, მინდვრებს ტყეებსა და ხევებს, სადაც მოსახლეობის სიმცირეა იქ სპეციალურად უნდა ჩავიდეთ სხვა რეგიონებიდან საქართველოში არ უნდა დარჩეს არც ერთი გოჯი მიწა სადაც საკმეველი და მლოცველის ხმა არ მივა.
გემუდარებით გასცეთ ლოცვა კურთხევა რომ, 28 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე დავით აღმაშენებლის დიდი სანაწილე ხატი, რომელშიც საქართველოს მფარველ წმინდანთა ძვლებია ჩაბრძანებული და რომელიც დავით მეფემ საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ გელათში დააბრძანა, სამჯერ იქნეს შემოტარებული სრულიად საქართველოს საზღვრების გარშემო, ფეხით მიუვალ ადგილებში კი მესაზღვრეების შვეულმფრენით, შემოტარებულ იქნეს კავკასიის ქედის გასწვრივ საზღვრის ხაზე. ასეთია ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევა.

როდესაც საქართველო გადარჩება ღვთისმშობლისადმი მადლობის ნიშნად გასცეთ კურთხევა რათა გელათის სანაწილე ხატი მოიჭედოს ძვირფასი ქვებითა და ოქროთი, მათათა მოციქულის საფლავზე გონიოში, აშენდეს დიდი ტაძარი, კვარიათის მთაზე აღიმართოს, ღვთისმშობლის გამოცხადებისადმი მიძღვნილი თეთრი მონუმენტი.”