† ხალხო ერთად ღვთისაკენ † 
  

მეორედ მოსვლა

სტუდია "გრაალი" მიერ გადაღებული ფილმი რომელიც ეხება სამყაროს აღსასრულს, მეორედ მოსვლას და მის მოახლოებას.  

კითხვის გაგრძელება
  

ქრისტიანობა

  

_________________________________________________________________________________

ქრისტიანობა - ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი - ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი - ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. "აბრაამისეულ რელიგიებს".

ქრისტიანობის წარმოშობა:

__________________________________________________________________________________

ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი "სასწაულის" შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

კითხვის გაგრძელება
  

ტბეთის მონასტერი

ბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. მდებარეობს თანამედროვე თურქეთში, მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება Cevizli, ჯევიზლი, ნიშნავს „კაკლიანს") შუაგულში. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც — შავშეთის ერისთავობაც ებოძა. ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. შეიქმნა არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აქ მოღვაწე ბერების მიერ. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი გახსნა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულამდე ფუნქციონირებდა. ტაძარი ამჟამად მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

კითხვის გაგრძელება
  

ცოდვილთა ხელისამპყრობელი ღვთისმშობლის ხატი

სიწმინდედ მიჩნეული ღვთისმშობლის ხატის, ცოდვილთა ხელისამპყრობელის დღესასწაული ყოველთა წმიდათა კვირის ხუთშაბათს, ასევე 7 მარტსა და 29 მაისს აღესრულება. ცოდვილთა ხელისამპყრობელის ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოსახულია სარტყელით, მარცენათი იგი ღვთაებრივ ყრმას ეხვევა, რომელსაც ორივე ხელით მისი მტევანი …

კითხვის გაგრძელება
  

ათი მცნება

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა

კითხვის გაგრძელება
  

საფარის სამონასტრო კომპლექსი

აფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ძირძველი ქართული მხარის მესხეთის მიწაზე, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა.
საფარის კომპლექსი მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო

კითხვის გაგრძელება
  

გერგეთის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი

გერგეთის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის “ივერიის ისტორია” მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა …

კითხვის გაგრძელება
  

წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერი (VI საუკუნე

ხირსის მამათა მონასტერი მდებარეობს კახეთში, სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან 11 კმ-ში. მონასტრის დამაარსებელია VI საუკუნეში საქართველოში შემოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – სტეფანე ხირსელი. წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია აქვე, წმიდა სტეფანე …

კითხვის გაგრძელება
  

† ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი †

აშენების თარიღი: პირველი ტაძარი აგებული იყო ჯერ კიდევ დავით გარეჯელის მოღვაწეობის დროს. მეორედ ტაძარი 1753 წელს გივი ამილახვარს აუშენებია (იხილე წარწერა ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში). დღევანდელი ნაგებობის მშენებლობა 1904 წლის 12 ნოემბერს დაიწყო.

აღმაშენებლები: ხუროთმოძღვრები: ლ-პ. ბილიფელდი, ე.ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები. შემომწირველნი: ანა ამილახვარი, ნინო და ნიკოლოზ თუმანიშვილები, მართა თურქია, ანტონ და ნიკოლოზ არჯევანიძეები, ბარბარე ლორთქიფანიძე, დავით სარაჯიშვილი.

კითხვის გაგრძელება
  

† ანანურის ანსამბლი (XVI-XVII სს) †

გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალრიცხოვან ნაგებობათაგან ანანურის ხუროთმოძღვრულ ანსამბლს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია.

ანანურის კომპლექსი მდებარეობს არაგვის ხეობაში, დღევანდელი ჟინვალის წყალსაცავის ნაპირებთან, საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან სამოციოდე კილომეტრზე, არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. …



კითხვის გაგრძელება
1 2 »