Facebook
Instagram
Youtube
Tiktok

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა ( 350 ) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

ნათია გულისაშვილი იოგას სახლში გავიარე იოგას ინსტრუქტორთა კურსი, თავად ფიტნეს ტრენერი ვარ და კიდევ უფრო ღრმად მინდოდა ამ სფეროს შესწავლა და ახალი მიმართულებითაც განვითარება. პროცესი იყო ძალიან საინტერესო, სასიამოვნო, მრავალფეროვანი და შემეცნებითი. იმაზე მეტად ღრმა ცოდნა შევიძინე ანატომიაში, ვიდრე იქამდე მქონდა, რის გამოც ძალიან კმაყოფილი ვარ. გამოცდები იყო საკმაოდ რთული, რის გამოც, ცხადია, ბევრი ვიშრომეთ და ვიმეცადინეთ, ამიტომ ძალიან ვაფასებ აქ მოპოვებულ იოგას ინსტრუქტორის სერტიფიკატს. ძალიან მადლიეირ ვარ გიორგის და იოგას სახლის ყველა თანამშრომლის, ვუსურვებ წარმატებას და ამ კურსს ყველასთან გულწრფელად დიდი სიამოვნებით გავუწევს რეკომენდაციას ❤️ კურსზე განსაკუთრებით მომეწონა მეცნიერული მიდგომები. თანამედროვე სამყაროში იოგას ძალიან ბევრი სტერეოტიპი და არარეალური მისტიფიკაციური საბურველი ახლავს, იოგაზე ტყუილებით დაწყებული, ასტროლოგიითა და ეზოთერიკით დასრულებული, მიხარია, რომ ფსევდომეცნიერეზე მითები გავფანტეთ და რაც ვისწავლეთ, ყველაფერი რაციონალურობასთან ძალიან ახლოს და ისტორიულად სწორ ფაქტებზე იყო დაფუძნებული ❤️
ნათია დავითაშვილი რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, 3 თვეში სრულყოფილად შეიმეცნო იოგა, მაგრამ გიორგი ბერძენიშვილს ნამდვილად შეუძლია ამ პერიოდში ცოდნის გასაღებების დასტა გადმოგცეს, იმიტომ, რომ ეს კურსი არის სრულფასოვანი, თანმიმდევრული და მოსწავლისთვის ძალიან გასაგებად შედგენილი. აქ გარდა იოგას ჰუმანიტარული (ისტორია, ეთიკა), ტექნიკური და პროფესიული უნარებისა ვსწავლობთ იოგა ანატომიას, რაც განაპირობებს იმას, რომ სწორად ვარჯიშს ვიწყებთ პირველ რიგში თავად და მერე შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ სხვასაც ვასწავლოთ. შრომა, მოთმინება და დიდი სიყვარული, რაც გიორგი მასწავლებელმა ჩადო ამ კურსში პირდაპირ აისახა მის დახვეწილ და ხარისხიან გაკვეთილებზე 🤍 ცალკე მინდა გამოვყო ნინა ორჯონიკიძე, რომელმაც ერთ დროს თავადაც ეს კურსი გაიარა და დღეს ის არის ისეთი ინსტრუქტორი, რომელსაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო ! გარდა იმისა, რომ აქვს ძლიერი საბაზისო ცოდნა, ეს არის პროფესიონალი, რომელიც არასდროს არ წყვეტს განვითარებას და აქვს დისციპლინის ისეთი ხარისხი, რომ აუცილებლად შთაგაგონებს. გარდა ინდივიდუალური გაკვეთილებისა, საშუალება მქონდა დავსწრებოდი მის ონლაინ ჯგუფურ გაკვეთილებს, რომლებიც ხარისხიანი, დინამიური და გააზრებული თანმიმდევრობითაა გამორჩეული. ნინას აქვს ინდივიდუალური მიდგომა ყველა სტუდენტთან. კურსი ონლაინ გავიარე, მაგრამ იმდენად კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რომ ამდენი შრომისთვის და მოთმინებისთვის მადლიერების გრძნობით ვარ სავსე. და ახლა იწყება უფრო საინტერესო ცხოვრება ...🧚🏽‍♀️
თამთა კამლაძე 3 თვიანი იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსის გავლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ძალიან დიდ თეორიულ ცოდნასა და გამოცდილებლასთან ერთად, მივიღე უზომოდ ბევრი დადებითი ემოცია, რომელიც თან გამყვება, მთელი ცხოვრება🫶🏻 მადლობა, იოგას სახლის დამფუძნებელს, გიორგი ბერძენიშვილს, ადამიანს, რომელმაც გვაზიარა ნამდვილ იოგას პრაქტიკას, ისტორიას, ფილოსოფიას, ეთიკასა და ანატომიას. ეს არის კურსი, რომელიც უნდა გაიაროს ყველამ, ვისაც სურს, საკუთარ თავსა და ცხოვრებაში დიდი, გარდამტეხი ცვლილებების მოხდენა🤍 მადლობა, რომ არსებობთ🤍
ეკა გოგია 🧘‍♀️იოგას ინსტრუქტურთა კურსი არის საუკეთესო შესაძლებლობა, ყველასთვის ვისაც სურს, სამი თვის შემდეგ "შეხვდეს" საკუთარი თავის მრავალმხრივ გაუმჯობესებულ ვერსიას. თეორულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, იძენ სიმშვიდეს,თავდაჯერებულობას, ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს. ეს არის კურსი რომელიც ყველაზე მაღალ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს🥰. იოგას სახლში არაჩვეულებრივი გარემოა, პროფესიონალი და ძალიან მეგობრული ინსტრუქტორები და რა თქმა უნდა, კურსის ხელმძღვანელი- გიორგი ბერძენიშვილი, რომელთანაც ნებისმიერ კომუნიკაციას აქვს შემეცნებითი და თერაპიული ხასიათი. მუდამ მადლიერი ვიქნები ამ გამოცდილებისთვის 🧘‍♀️❤️
მარიამ გურაბანიძე სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი გუნდი, ადგილი, სადაც იპოვი სიმშვიდეს, იზრუნებ საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მადლობა საუკეთესო გამოცდილებისთვის❤️
ლანა გიორგაძე კურსის სილაბუსს რომ გაეცნობი უკვე მის მრავალფეროვნებაზე წარმოდგენა გექმნება, თუმცა რეალურად როცა დაიწყებ ხვდები რომ იმაზე მეტის სწავლა და აღმოჩენა შეგიძლია ვიდრე წარმოგედგინა. როდესაც იოგა ანატომიას სწავლობ სწორი აქცენტებით და შედარებებით უფრო მარტივია მისი გაგება და არც ტერმინები დაგაბნევს, მითუმეტეს თუ მანამდე შეხება საერთოდ არ გქონია. თავიდან მაინტერესებდა, მხოლოდ, ასანის სწორად შესრულება და იმის გაგება თუ რომელი კუნთი როდის უნდა გამომეყენებინა. მაგრამ როცა ისტორიას, იოგა ეთიკას, გავეცანი რაღაც ინსაითი მქონდა, რომელიც თითქოს უფრო კარგად დამეხმარა იმის გააზრებაში თუ რას ვაკეთებდი. იოგას რომ ერთხელ ცდი, შემდეგ უეჭველად შენი ყოველდღიურობას ნაწილი ხდება, თავს კარგად გრძნობ, ძლიერდები, უკეთესად შეგიძლია კონცენტრირება და შენი ხმის მოსმენა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, მაინც სწორი ინსტრუქტორის და ადამიანის შერჩევაა, რომელიც მიგნებებში დაგეხმარება და ინდივიდუალური განვითარების საშუალებას მოგცემს (მადლობა გიორგის!). მოკლედ, მთელი მოგზაურობაა იოგა თავისთავად, ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია companyს სწორად შერჩევა 🧡

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია