"ევროპროდუქტი" ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ჩნდება, როგორც სადისტრიბუციო კომპანია და იწყებს ადგილობრივი ქსელებისა და მარკეტების მომარაგებას პირველი ევროპული ბრენდით "ვალიო".
ევროპროდუქტი - სუპერმარკეტების ქსელი
პირველი სუპერმარკეტი თბილისში 2014 წელს გაიხსნა, „ევროპროდუქტის“ დასახელებით და დღეს უკვე 32 ფილიალითაა წარმოდგენილი, თბილისსა და რეგიონებში.
ქართველი მომხარებელი „ევროპროდუქტის“ საშუალებით, პროდუქციას პირდაპირ ევროპული საწარმოებიდან იღებს. ქსელს წვდომა აქვს ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: ორგანული, ულაქტოზო, უგლუტენო, ვეგანური, უშაქრო და ა.შ.
ასეთ საკვებზე კი მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგან უკვე მნიშვნელოვანი ხდება ჯანსაღი კვება, ნატურალური საკვების მიღება. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა კვებას და მშობლები განსაკუთრებით ზრუნავენ ამ საკითხზე. მათთვის აუცილებელია იცოდნენ, რას შეიცავს პროდუქტი, მისი წარმომავლობა, სად მზადდება და რა პირობებში.
ევროპროდუქტში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი. მაგალითად: რძის ნაწარმიდან "არლა" დანიიდან, "ფრიკო" ჰოლანდიიდან, "ვალიო" ფინეთიდან, "ელპოზო" ესპანეთიდან, “ლეროი“ ნორვეგიიდან და ა.შ. ექსკლუზიური „ევროპროდუქტში“ ნახავთ, ნამდვილი ანგუსის ჯიშის სტეიკსს. ეს პროდუქტი ხორცის უძვლო ნაჭერია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დელიკატესად ითვლება.
„ევროპროდუქტში“ ისეთი პროდუქტების შეძენაცაა შესაძლებელი, რომელიც მხოლოდ „დუტი ფრიში“ იყიდება, მაგალითად შოკოლადის სახეობები - Anthon Berg, Ritter Sport, Mozart Reber , Walkers და ა.შ.
ამ პროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორიც თავად „ევროპროდუქტია“, შესაბამისად პროდუქტების შეძენა ქსელში ყველაზე იაფად არის შესაძლებელი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ შემოტანილი პროდუქტის 40%-ზე მეტი „ევროპროდუქტში“ ექსკლუზიურად იყიდება.
ევროპული პროდუქტის შესახებ
როგორც წესი, ევროპული პროდუქცია პირველ რიგში, საქონლის მაღალ ხარისხთან, სანდოობასთან და თანამედროვე სტანდარტებთან ასოცირდება.
ევროპაში პროდუქტები ევროკავშირის მიერ დაწესებული კვების პროდუქციის წარმოების შესახებ კანონისა და სტანდარტების სრული დაცვით მზადდება. გარდა ევროკავშირის საერთაშორისო სერტიფიკატებისა, თითოეულ ქვეყანაში ხარისხის საკუთარი სტანდარტები, სანიტარულ-ჰიგიენური და ვეტერინარული წესები მოქმედებს. შესაბამისად, ამ წესებისა და ნორმების გათვალისწინებით, თითოეული მწარმოებელი მკაცრად იცავს პროდუქციის დამზადების, ჰიგიენის, შენახვის, შეფუთვისა და ლოჯისტიკურ რეგულაციებს. ეს კი საბოლოოდ, ევროპული პროდუქტის განსაკუთრებულობასა და მაღალ ხარისხს განაპირობებს.