GE EN
სხვა სიახლეები
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები შევ...

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს არსებული პრაქტიკის დახვეწას და გაუმჯობესებას, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება ექნება უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს. დამატებით გათვალისწინებულია უარის თქმის უფლების არსებობის შემთხვევაში, მისი გამოყენების სათანადო პირობების შესახებ ინფორმაციის ხელშეკრულებაში მითითების ვალდებულებაც. ამასთან, წესში აღნიშნული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული გამონაკლისებიც განისაზღვრა.ასევე, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხოლო ინტერნეტ და მობილბანკში უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფორმაციისა და ხელშეკრულების განთავსება.ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის განახლებულ წესში ასევე დაზუსტდა გარკვეული ცნებები და ახალი ტერმინთა განმარტებებიც დაემატა.აღსანიშნავია, რომ პროექტის განხილვის პროცესში სრულად იყო ჩართული საფინანსო სექტორი. ამასთან, დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც.საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სექტორში არსებული გამოწვევების შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას.

1717395215

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები ბავშვთა დაცვის დღეს

ტრადიციულად, 1 ივნისთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში ჩატარდება თბილისის საბავშვო ფესტივალი, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ახალ გამოწვევებში, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, და გამოცადონ ახალი თავგადასავლები. ღონისძიების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

1717162920

საკრედიტო ხელშეკრულების 2 კვირაში გაუქმება შესაძლებელი გახდება

ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება ექნება უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს. დამატებით გათვალისწინებულია უარის თქმის უფლების არსებობის შემთხვევაში, მისი გამოყენების სათანადო პირობების შესახებ ინფორმაციის ხელშეკრულებაში მითითების ვალდებულებაც. ამასთან, წესში აღნიშნული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული გამონაკლისებიც განისაზღვრა.ასევე, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხოლო ინტერნეტ და მობაილბანკში უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფორმაციისა და ხელშეკრულების განთავსება.ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის განახლებულ წესში ასევე დაზუსტდა გარკვეული ცნებები და ახალი ტერმინთა განმარტებებიც დაემატა.აღსანიშნავია, რომ პროექტის განხილვის პროცესში სრულად იყო ჩართული საფინანსო სექტორი. ამასთან, დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც.საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სექტორში არსებული გამოწვევების შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას.

1717161068

ბაზისბანკის მხარდაჭერით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

საქველმოქმედო კონცერტზე, ნინო სურგულაძესთან დუეტი შეასრულა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ. მომღერლებს აკომპანიმენტს უწევდა კონცერტმაისტერი ეკატერინე გოგოლაძე, შესრულდა ცნობილი საოპერო ნაწარმოებები.ბაზისბანკის მხარდაჭერით, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ აქტიურად განაგრძობს საქველმოქმედო აქტივობებს. წლების განმავლობაში, მსოფლიო მეცო-სოპრანომ საქართველოში მსოფლიოში აღიარებულ არაერთ ვარსკვლავს უმასპინძლა.აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეოდ მსგავს საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. ფონდმა, 2014 წლიდან დღემდე, 10 საქველმოქმედო კონცერტი გამართა, რომელთა მეშვეობით 150-ზე მეტი ბავშვის მკურნალობის ხარჯები დაფინანსდა. ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდათ და ჩაუტარდათ  ოპერაციები. ასევე, ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ ოჯახს. 

1717158938

TBC-ის 40%-იანი ქეშბექი CT მოლში - გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს

*თანხის დაბრუნებას შეძლებთ ულიმიტოდ.შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სითი მოლში არსებულ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას.შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში:Dressarium KidsPetit BateauOVS kidsMANGO kidsZIPPYMagic CityMinisoთანხა ანგარიშზე დაგიბრუნდებათ მომენტალურად.შეთავაზების ფარგლებში შეძენილი პროდუქცია დაბრუნებას არ ექვემდებარება.შეთავაზება არ ვრცელდება ვაუჩერების შეძენისას.შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათსა და მის ციფრულ ანალოგზე: TBC Concept MC World Elite.თიბისი კონცეპტის Mastercard platinum ბარათის გასაახლებლად, გთხოვთ მიმართოთ პირად ბანკირს ან კონცეპტ ცენტრს.

1717155240

თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ტაქსი ლიზინგი

საქართველოში გავრცელებული პრაქტიკით, ტაქსით მომსახურება საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობაა, თუმცა ხშირად, მძღოლს მანქანა არ ჰყავს, მისი ყოველდღიური ან თვიური სარგებლობისთვის ქირაობა უწევს. ლოგიკურია, რომ ასეთ დროს ხარჯი საკმაოდ მაღალია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ შემოსავალის ამ ტიპით რთულდება ავტომობილის შეძენა. ამ მოცემულობებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ მძღოლებისთვის მოქნილი პროდუქტი შეგვექმნა“, - ეკატერინე ანჯაფარიძე, თიბისი  ლიზინგის ავტომიმართულების ხელძღვანელი.საინტერესოა ისიც, რომ შეთავაზების ფარგლებში წახალისდება ქალაქის გადატვირთული მოძრაობისთვის კომფორტული და ეკონომიური - ელექტრო ავტომობილების დაფინანსება.„გამონაბოლქვის შემცირების და გარემოსდაცვითი უპირატესობების გარდა, ელექტრო ავტომობილები - ეკონომიურია, სწორედ ამიტომ, მათზე მოთხოვნა მზარდია. მომხმარებლები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, რომელი იქნება მათ საქმიანობაზე მორგებული, ყველაზე კომპაქტური და ბიუჯეტთან მეგობრული ვარიანტი? სწორედ ამიტომ, თავად გადავწყვიტეთ არჩევანზე ზრუნვა, პარტნიორებს ტაქსისთვის საუკეთესო მოდელების სპეციალურ ფასზე შევუთანხმდით და ჩვენი პროდუქტის ფარგლებში დაინტერესებული პირები, მათზე მინიმუმ 5000 ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ. “

1717153980