ახალი ამბები

სხვა სიახლეები
2025 წელს პარლამენტის ბიუჯეტი ₾87.2 მილიონი იქნება

როგორც მან აღნიშნა, 2025 წლის ბიუჯეტის გეგმა განსაზღვრულია 87 მილიონ 262 ათასი ლარით.ბიუჯეტის თანახმად, ხარჯები 78 მილიონ 374 ათასი ლარია, არაფინანსური აქტივების ზრდა 8 მილიონ 888 ათას ლარს შეადგენს, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულია - 43 მილიონ 718 ათასი ლარი.მისივე განმარტებით, საკომიტეტო განხილვის დროს ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს პარლამენტის შტატების და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დიდია, სიმართლეს არ შეესაბამება.„დასაქმებულთა რაოდენობა საშტატო ნუსხით 708 პირია. ამ რაოდენობაში შედიან დეპუტატები, საჯარო მოხელეები და ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. რაც შეეხება ე.წ. შტატგარეშე თანამშრომლებს, რაც სინამდვილეში შრომით ხელშეკრულებებს გულისხმობს, ასეთი კომიტეტებში სულ 25 პირია, აპარატში კი - 29. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული არიან როგორც IT-ის, ისე ფრაქციებსა და აპარატის თანამშრომლები, მათ შორის მანდატურის და სხვა სამსახურებში.ზოგადად, 2012 წელთან შედარებით დასაქმებულების საერთო რაოდენობა ჯამში არის 70-ით მეტი, რაც გამოწვეულია რამდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით - პროპორციული სიით გასული პარლამენტის წევრებისთვის თანაშემწეების პოზიციის დაშვების თაობაზე. ძირითადად, სწორედ ამან გამიწვია დასაქმებულთა რაოდენობის 70 ერთეულით ზრდა. სინამდვილეში, 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობის არსობრივი ზრდა არ არის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

1718193460

ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთა...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნებისთვის ახორციელებს. როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით ჩატარებას.შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა, ასევე, განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საარჩევნო თემები, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობა და ინფორმირება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები, ინფორმირების ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და ის გამოწვევები, რომლებიც ამ ეტაპზე უწყების წინაშე დგას.ასევე, ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე.ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩართულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ ყველა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ.თავის მხრივ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდის და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს.შეხვედრა, 11 ივნისს, ცესკოში გაიმართა და მას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.

1718192175

„ჩვენ უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხედ მივიჩნევთ, რომ გვყავს ქონების მფ...

„ჩვენ უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხედ მივიჩნევთ, რომ გვყავს ქონების მფლობელები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, მიწის მესაკუთრეები კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან ახლოს“, - თქვა ორპომ Bloomberg-თან ინტერვიუში.მისი თქმით, რუსების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება „შეიძლება გამოიყენოს დივერსიული მოქმედებების განსახორციელებლად, ან როგორც პლაცდარმი უფრო ფართო ოპერაციისთვის“.ჰელსინკი ამჟამად ამუშავებს კანონპროექტს, რომელიც კრძალავს უძრავი ქონების შეძენას იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც „დაარღვიეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფინეთის უსაფრთხოებას“. რუსეთი ამ კრიტერიუმს ექვემდებარება უკრაინაში შეჭრის გამო.თუმცა, როგორც ორპომ აღნიშნა, ნაადრევია იმის თქმა, შეძლებს თუ არა ფინეთის ხელისუფლება ქვეყანაში რუსების ქონების „რეტროაქტიულად ჩამორთმევას“.”ეს არის ძალიან რთული სამართლებრივი საკითხი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ”, - თქვა ფინეთის პრემიერმა.ფინეთს უკვე აქვს კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს ჩაერიოს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში, სანამ ისინი დასრულდება. 2022 წლის ბოლოს ქვეყნის ხელისუფლებამ ეს უფლება პირველად გამოიყენა და სამხედრო დაწესებულების გვერდით მდებარე მოხუცთა სახლის გაყიდვა დაბლოკა.მიმდინარე წლის იანვარში ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე უარყო უძრავი ქონების სამი ტრანზაქცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის გამო, მათგან ერთ-ერთი ასოცირდებოდა კომპანიასთან „რუსეთის მონაწილეობით“.იმ წელს, როდესაც უკრაინასთან ომი დაიწყო, რუსებმა განაგრძეს ბინების ყიდვა ფინეთში და გააფორმეს 282 ტრანზაქცია. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის ხელისუფლებამ დახურა საზღვარი რუსეთიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის, მოთხოვნა დაეცა: მთელი 2023 წლის განმავლობაში რუსებს მხოლოდ 64 ქონება მიჰყიდეს.ნოემბრის ბოლოს მედიამ მოიყვანა 116 ობიექტის მაჩვენებელი და აღნიშნა, რომ ტრანზაქციის 16% რუსეთის ფედერაციაში და არა რესპუბლიკაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გააფორმეს და ობიექტების ნაწილი რუსულმა კომპანიებმა იყიდეს.ფინეთმა 2020 წელს უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის პირობები გაამკაცრა. ტრანზაქციის დასადებად პირებმა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან EEA ქვეყნების მოქალაქეები, უნდა მიიღონ ნებართვა თავდაცვის სამინისტროსგან. მოთხოვნა ასევე ვრცელდება კომპანიებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც მდებარეობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, მაგრამ აქვთ საკუთრების 10% მის ფარგლებს გარეთ.2022 წელს უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ფინეთმა შემოიღო შეზღუდვები რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენისას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან ახლოს. თუმცა ბინების შესყიდვაზე კანონი არ ვრცელდებოდა.

1718190372

საქართველოს ბანკი ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოვ...

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ფინანსების მიმართულებით გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა.  ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს ISET-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ კონკურსში და სრულად დაიფინანსოს სწავლა ოფიციალური აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო დონის ორწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით.აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესს უძღვებიან ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ლექტორები. პროგრამის კურსდამთავრებულები კი კორპორაციული ფინანსების, საინვესტიციო პორტფელის მართვის, რისკების მენეჯმენტის, ბიზნესის შეფასებისა,  და ქცევითი ფინანსების მიმართულებით მიღებული ცოდნითა და უნარებით შეძლებენ, ინოვაციური მიდგომები დანერგონ არა მხოლოდ საქართველოს ბანკში, არამედ  საბანკო-საფინანსო სექტორში.„ფინანსური განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ თანამშრომლობა დავიწყეთ ISET-თან, რომლის ფარგლებშიც  ბანკი  ყოველწლიურად 5 თანამშრომელს შესაძლებლობას მისცემს, სრული დაფინანსებით გაიაროს ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საფინანსო სექტორში „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული CFA საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია.  გვჯერა, მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით კურსდამთავრებულები შეძლებენ წამყვან პოზიციებზე მუშაობას და საქართველოს საფინანსო სექტორში ინოვაციების შემოტანას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ტალანტების განვითარების დირექტორმა, ნუცა კაციტაძემ.„მოხარულები ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და ვაფასებთ, რომ  საქართველოს ბანკი თავის პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლონ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც არის საქართველოში ერთადერთი CFA ინსტიტუტთან აფილირებული აკადემიური პროგრამა. ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება ივნისში მიიღო. ეს კი არის გარანტია, რომ ფინანსების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის  განათლებას ფინანსებში, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელ მსოფლიოში” - განაცხადა თამარ სულუხიამ, ISET-ის დირექტორმასაქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

1718189753

რამდენი ჩინური კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში 2024 წელს?

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ამათგან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 70 ობიექტი, ინდივიდუალური მეწარმეა 31, უცხოური საწარმოს ფილიალი 3, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირი 1.რაც შეეხება თვეების მიხედვით გადანაწილებას, წელს იანვარში 15 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა, თებერვალში - 16, მარტში - 36, აპრილში - 22, ხოლო მაისში -16.შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა უკვე მოქმედებს.ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი გახდა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 13.9 მლნ აშშ დოლარი ჩინეთზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებლით, ქვეყნისთვის ჩინეთი რიგით მეშვიდე ინვესტორია.წყარო: bpn.ge

1718188307

დაიბრუნე 20% თიბისის ბარათით გადახდისას ქუთაისში

პარტნიორი ობიექტები: პაპავერო პალატი დები სახლში Weihenstephan Kutaisi ლუდის მუზეუმი ჰაკერ ფშორი ჩერი სთორი საფერე ფუდ გალერი მიო ჯელატო ჰოეგარდენი ტაიკო მაგნოლია

1718187770