Facebook
Instagram
Youtube
Tiktok

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა ( 353 ) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

მაია ბოლქვაძე ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ იოგას ცენტრით. პირველ რიგში ძალიან კარგი გარემოა დიდუბის ფილიალში. დავდიოდი 3 სხვადასხვა ინსტრუქტორთან, და სამივეს რეკომენდაციას ვუწევ.
მარიამ თოქმაზიშვილი იოგას სახლში გავიარე ინსტრუქტორის საბაზისო კურსი 2024 წლის ივნისში. კურსის მთელი პერიოდი იყო ერთგვარი მოგზაურობა თვითშემეცნების კუთხით. ამ მოგზაურობაში დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა პირველმა Yoga Guru-მ, გიორგი ბერძენიშვილმა, რომელმაც მომცა შეუდარებელი მაგალითი სიმშვიდის, შინაგანი წონასწორობის, თვით ჩაღრმავებისა და ცოდნის გაზიარების. იოგას ფილოსოფიასთან დაახლოებამ მაზიარა თვითწვდომის, საკუთარი შინაგანი "მეს" მოსმენის ბედნიერებას. მახსენდება ერთი კითხვა, რომელიც დამისვა ჩემმა ახლო მეგობარმა "რაზე ფიქრობ იოგას ასანების კეთების დროსო"? პასუხი: "თითქოს ყველაფერზე და ამავე დროს არაფერზე". ვკონცენტრირდები საკუთარ თავზე, ვეძიებ საყრდენს ჩემში. ვცდილობ მოვუსმინო სხეულს და გავაცნობიერო თუ რას გავდივარ თითოეული პოზის შესრულების დროს. ეს ურთულესი პროცესია და ამავე დროს დამამშვიდებელი". იოგას სახლის შეუდარებელი გუნდი არის მაგალითი პროფესიონალიზმის, ადამიანურობის, სიკეთისა და სიყვარულის. ჩემი დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ. თქვენ აკეთებთ უფრო მეტს, ვიდრე გვასწავლით თუ როგორ დავეუფლოთ იოგას სხვადასხვა პოზებს. თქვენ გვასწავლით ჰუმანურობას და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ.
თამუნა ბეჟანიძე მოგესალმებით ❤️ ძალიან მიხარია, რომ ვარ იოგა აკადემიის 200 საათიანი იოგას ინსტრუქტორთა მომზადების მე-11 კურსის კურსდამთავრებული სტუდენტი 🌱 ბოლო სამი თვე და მასთან დაკავშირებული ყველა ემოცია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ეს არის სივრცე,რომელიც გაძლევს იმ ცოდნას და პრაქტიკას, რაც სჭირდება ყველა იოგას ინსტრუქტორს და ასევე ნებისმიერ იოგას პრაქტიკოსს - ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის 🌱 ძალიან დიდი სიყვარული,შრომა და ცოდნა დევს კურსში - ერთი დიდი ბედნიერებაა აქ ყოფნა ❤️ მადლობა გიორგი ბერძენიშვილს, ამ სივრცის შექმნისთვის და გაზიარებისთვის ❤️ ასევე დიდი მადლობა იოგას სახლის თითოეულ წევრს ❤️
ნათია გულისაშვილი იოგას სახლში გავიარე იოგას ინსტრუქტორთა კურსი, თავად ფიტნეს ტრენერი ვარ და კიდევ უფრო ღრმად მინდოდა ამ სფეროს შესწავლა და ახალი მიმართულებითაც განვითარება. პროცესი იყო ძალიან საინტერესო, სასიამოვნო, მრავალფეროვანი და შემეცნებითი. იმაზე მეტად ღრმა ცოდნა შევიძინე ანატომიაში, ვიდრე იქამდე მქონდა, რის გამოც ძალიან კმაყოფილი ვარ. გამოცდები იყო საკმაოდ რთული, რის გამოც, ცხადია, ბევრი ვიშრომეთ და ვიმეცადინეთ, ამიტომ ძალიან ვაფასებ აქ მოპოვებულ იოგას ინსტრუქტორის სერტიფიკატს. ძალიან მადლიეირ ვარ გიორგის და იოგას სახლის ყველა თანამშრომლის, ვუსურვებ წარმატებას და ამ კურსს ყველასთან გულწრფელად დიდი სიამოვნებით გავუწევს რეკომენდაციას ❤️ კურსზე განსაკუთრებით მომეწონა მეცნიერული მიდგომები. თანამედროვე სამყაროში იოგას ძალიან ბევრი სტერეოტიპი და არარეალური მისტიფიკაციური საბურველი ახლავს, იოგაზე ტყუილებით დაწყებული, ასტროლოგიითა და ეზოთერიკით დასრულებული, მიხარია, რომ ფსევდომეცნიერეზე მითები გავფანტეთ და რაც ვისწავლეთ, ყველაფერი რაციონალურობასთან ძალიან ახლოს და ისტორიულად სწორ ფაქტებზე იყო დაფუძნებული ❤️
ნათია დავითაშვილი რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, 3 თვეში სრულყოფილად შეიმეცნო იოგა, მაგრამ გიორგი ბერძენიშვილს ნამდვილად შეუძლია ამ პერიოდში ცოდნის გასაღებების დასტა გადმოგცეს, იმიტომ, რომ ეს კურსი არის სრულფასოვანი, თანმიმდევრული და მოსწავლისთვის ძალიან გასაგებად შედგენილი. აქ გარდა იოგას ჰუმანიტარული (ისტორია, ეთიკა), ტექნიკური და პროფესიული უნარებისა ვსწავლობთ იოგა ანატომიას, რაც განაპირობებს იმას, რომ სწორად ვარჯიშს ვიწყებთ პირველ რიგში თავად და მერე შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ სხვასაც ვასწავლოთ. შრომა, მოთმინება და დიდი სიყვარული, რაც გიორგი მასწავლებელმა ჩადო ამ კურსში პირდაპირ აისახა მის დახვეწილ და ხარისხიან გაკვეთილებზე 🤍 ცალკე მინდა გამოვყო ნინა ორჯონიკიძე, რომელმაც ერთ დროს თავადაც ეს კურსი გაიარა და დღეს ის არის ისეთი ინსტრუქტორი, რომელსაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო ! გარდა იმისა, რომ აქვს ძლიერი საბაზისო ცოდნა, ეს არის პროფესიონალი, რომელიც არასდროს არ წყვეტს განვითარებას და აქვს დისციპლინის ისეთი ხარისხი, რომ აუცილებლად შთაგაგონებს. გარდა ინდივიდუალური გაკვეთილებისა, საშუალება მქონდა დავსწრებოდი მის ონლაინ ჯგუფურ გაკვეთილებს, რომლებიც ხარისხიანი, დინამიური და გააზრებული თანმიმდევრობითაა გამორჩეული. ნინას აქვს ინდივიდუალური მიდგომა ყველა სტუდენტთან. კურსი ონლაინ გავიარე, მაგრამ იმდენად კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რომ ამდენი შრომისთვის და მოთმინებისთვის მადლიერების გრძნობით ვარ სავსე. და ახლა იწყება უფრო საინტერესო ცხოვრება ...🧚🏽‍♀️
თამთა კამლაძე 3 თვიანი იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსის გავლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ძალიან დიდ თეორიულ ცოდნასა და გამოცდილებლასთან ერთად, მივიღე უზომოდ ბევრი დადებითი ემოცია, რომელიც თან გამყვება, მთელი ცხოვრება🫶🏻 მადლობა, იოგას სახლის დამფუძნებელს, გიორგი ბერძენიშვილს, ადამიანს, რომელმაც გვაზიარა ნამდვილ იოგას პრაქტიკას, ისტორიას, ფილოსოფიას, ეთიკასა და ანატომიას. ეს არის კურსი, რომელიც უნდა გაიაროს ყველამ, ვისაც სურს, საკუთარ თავსა და ცხოვრებაში დიდი, გარდამტეხი ცვლილებების მოხდენა🤍 მადლობა, რომ არსებობთ🤍

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია