Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა. „როიტერსმა“ 30 მაისს, ოთხ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ჩუმად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, რომლებიც მხარს უჭერენ შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. პრაღაში, ნატოს საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, ელჩის დაბარება „საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ მოხდა. „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტეს

პრემიერი - პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლოგიკურია იმ პირობებში, როცა მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა

პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებოდა“, რადგან მან ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, შეიწყალა. „პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში

გახდი „გახარია საქართველოსთვის" თბილისის გუნდის წევრი - შეავსე განაცხადი და შემოუერთდი თბილისის გუნდს

გახდი „გახარია საქართველოსთვის" თბილისის გუნდის წევრი.    შეავსე განაცხადი და შემოუერთდი თბილისის გუნდს.   https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZX8LYTu3zGgaPXa1EKwZQ79zgX66oxL5wxOlM9v0kl_j-ow/viewform?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3RmqwrYlvGRCRwb-uv29s78Ngi0BARajaKgRkKVpgaQwyC6DqG635QpHE_aem_AYbnFB6NQDIWugTnjs_5wElT-F0cH9H62traAneA-S0Ox1vCyDtXHmmxXddNKuXcb2LlTpQb2hHbqV9z6EpbCIJT&pli=1

ნინო წილოსანი ეუთო/ოდირის დასკვნაზე - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა

ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში, - ასე აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას. როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას მისი საჭიროება დაინახეს, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა ჩანაწერია. „საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვ

ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ. მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა: მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები:   აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ:        

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალ

რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის პროექტმა კულტურული მემკვიდრეობის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების  ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს. ფონდის ცნობით, „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და  ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია. „ევროპა ნოსტრ

კახაბერ ქემოკლიძე - "ოცნების" ამორალურობის პიკია, როცა ეს მართლა რუსების ნომრიანი თუ უნომრო პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშები, ვიღაცის გასამართლებაზე  იწყებენ საუბარს ჯაშუშობის ბრალდებით

"ოცნების" ზოგიერთი გულწრფელი მხარდამჭერისთვის რომ გეკითხათ ეს კანონი “გამჭვირვალობას” ემსახურებაო. თან ისე მტკიცედ და სხარტად გიპასუხებდნენ გეგონება ყველაზე “ზე-გამჭვირვალე” პარტიის, მთავრობის და მათი ბელადის მმართველობის ქვეშ გვეცხოვროს მთელი ეს ბოლო წლები… "ოცნების" ამორალურობის პიკია, როცა ეს მართლა რუსების ნომრიანი თუ უნომრო პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშები, ვიღაცის გასამართლებაზე  იწყებენ საუბარს ჯაშუშობის ბრალდებით.    სახელმწიფოს ინტერესები, კონსტიტუცია, საგარეო ორიენტ

ანა ბუჩუკური - ხელისუფლებამ ახალი ძალებით დაიწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - გუშინ ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის ჩემთან განხორციელდა ძალადობის მუქარა, თუმცა ეს ვერ შეგვაჩერებს!

გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან - ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, ამ დრომდე მისი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული. მან საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუ

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია - იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით და აშანტაჟებენ. აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს. “

ლევან გოგიჩაიშვილი - დღეს, “ოცნების” უმრავლესობის ბირთვს ვინც წარმოადგენს, ყველაზე ამაზრზენად ვინც იქცევა, ყველა ეს ადამიანი თავის დროზე იყო მეორე და მესამეხარისხოვანი ნაცი (ვიდეო)

დღეს, “ოცნების” უმრავლესობის ბირთვს ვინც წარმოადგენს, ყველაზე ამაზრზენად ვინც იქცევა, ყველა ეს ადამიანი თავის დროზე იყო მეორე და მესამეხარისხოვანი ნაცი. პოლიცია გახდა პოლიტიკოსის დაცვის ობიექტი, აქამდე რომ დახვალ უკვე ნოლი ხარ. დღეს ივანიშვილს რუსის ფუნქცია აქვს აღებული, რომ ქართველი დაუპირიპიროს ქართველს და ამაში იხდის ფულს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/760037159623862/

რით განსხვავდება რუსული კანონი EU-ის პროექტისგან — ეუთო/ოდირის განმარტება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სამართლებრივ დასკვნაში განმარტავს, რით განსხვავება საქართველოს მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის ინიციატივისგან. ODIHR-ის ანალიზი ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების (აშშ, ავსტრალია) კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია განმარტებით ბარათში. ასევე ნათქვამია, რომ საჯარო დებატებში ევროკა

ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს

ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ ნაცემი მოქალაქეების და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატები გამოაკრეს. ლონდონში მცხოვრები ქართველი, დავით ჯინჭარაძე ფეისბუქზე, წერს, რომ არც ერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს. „ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატი ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ. მე პირა

SJC: სახელისუფლებო მედია სიღარიბის შესახებ სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.8%-მდე შემცირდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ამ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ სიღარიბის მაჩვენებელს პროსახელისუფლებო მედია საშუალებები (იმედი, POSTV) მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, რომ თითქოს 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია. ორგანიზაცია აღნიშნავს,  რომ სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენ

უკრაინის საგარეო უწყება - ვგმობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს

სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს“. „უ

ვახტანგ ძაბირაძე - ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს: რუსეთი და საქართველო, რით განსხვავდებიან რუსული ხელისუფლებისგან, კიევს რომ არ ვბომბავთ? - კარგი იქნება „ოცნებამ“ გაარჩიოს სუვერენიტეტი იზოლაციისაგან, იზოლაციაში ვართ

„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, კარგი იქნება თუკი „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს და იზოლაციას ერთმანეთისგან გაარჩევს. “კურსი აშკარად შეცვლილია, „ქართულმ

ეუთო/ოდირი - საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება

საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (OSCE/ODIHR) თავის იურიდიულ ანალიზში წერს. ანალიზის თანახმად, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” საზღვრავს, მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისთვის, არ შეესაბამება ადამიან

პაპუაშვილი თავს იწონებს კვლევით, რომლის წყაროც TI – საქართველოა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, „ღმერთს მადლობას“ უხდის ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისთვის, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ შევსებულ კითხვარს ეყრდნობა. საუბარია ღია ბიუჯეტის კვლევაზე. 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველოს 100 შესაძლოდან 87 ქულა აქვს. ღია ბ

„ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია" | NATO-ში აშშ-ის ელჩი საქართველოს დასწრებაზე ვაშინგტონის სამიტზე

NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი „პირველი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას – ელოდებით თუ არა საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე და რა იქნება NATO-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე? – პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. სმიტის განცხადებით, არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი წარმოდგენილი იყოს სამიტზე. NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ი

დევიდ კამერონი - ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და მისი მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. „ქართველი ხალხის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალ

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი" დაწესდა. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად, "საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მ

უბნები თბილისში, სადაც შესაძლოა, მეწყრული პროცესები განვითარდეს

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო ბიულეტენი - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ მოამზადა. დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი. კერძოდ, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გაა
×
×
  • შექმენი...