ყოველთვის არსებობს ორი ადამიანი, რომლებიც ჩვენს კეთილდღეობაზე, მომავალსა და კარგ განწყობაზე ჩასახვის დღიდან ზრუნავენ. ესენი მშობლები არიან, ადამიანები, ვისთვისაც ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე ცხრა თვით ადრე იწყება ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავალფეროვანი თავგადასავლებით სავსე პერიოდი.
პროექტი SKOLEBI.COM სწორედ მშობლებისთვის წამოვიწყეთ, რადგან თავადაც მშობლები ვართ და კარგად ვიცით, რამდენ შრეს მოიცავს ბავშვის აღზრდა; რამდენ კითხვასთან და არჩევანთანაა დაკავშირებული მისი მომავლის უზრუნველყოფა, ეს პროექტი კი ერთგვარი გზამკვლევი, ინფორმაციული ბაზა, გნებავთ, დაგეგმარების საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვნად გაგვიმარტივებს შვილზე ზრუნვის რუტინულ მხარეს.
ბავშვის გაჩენისთანავე უამრავი საკითხი იჩენს თავს: როგორ შევარჩიოთ ძიძა, სად მდებარეობს და რა სახის კომფორტს უნდა გვთავაზობდეს ჩვენი პატარასთვის სასურველი ბაღი, მისცემს თუ არა სათანადო განათლებას ესა თუ ის სკოლა და რამდენად უზრუნველყოფს მის მომავალს კონკრეტული უნივერსიტეტი.
SKOLEBI.COM-ზე შეგიძლიათ საგანმანათლებლო პროგრამის, ინფრასტრუქტურის, ადგილმდებარეობის, ღირებულების, დაცულობის, პარალელური პროგრამებისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიოთ სასურველი ბაღი, სკოლა ან უნივერსიტეტი და მოახდინოთ მათი შედარება ანალოგიურ ინსტიტუციებთან, რაც არჩევანს გაგიადვილებთ. საძიებო სისტემა კი იმდენად მარტივია, სასურველი შედეგის მისაღებად კომპიუტერზე მუშაობის მინიმალური ცოდნაც საკმარისია.
ჩვენს ბაზაში შეტანილია მონაცემები საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში მდებარე სახელმწიფო და კერძო ბაღის, სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლის შესახებ. მონაცემთა ბაზა მუდმივად განახლებადია, ამიტომ თქვენი ყურადღების მიღმა არც ერთი სიახლე არ დარჩება. ეს ინფორმაცია კი არა მხოლოდ ამომწურავი, სანდოც გახლავთ. ასე რომ, ადევნეთ თვალი SKOLEBI.COM-ზე მიმდინარე პროცესს, გახდით ამ პროცესის მონაწილე და შვილების მომავალზე მისი დახმარებითაც იზრუნეთ.