ეპარქიები
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. VIII, 40-IX, 19. [დას. კა(21)] ინ. VI, 48-54. [დას. კგ(23)]. ნეტარისა (ღირსისა) ქრისტესიასი: გალ. V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)] და: მთ. XI, 27-30. [დას. მგ(43)]; ან: ლკ. VI, 17-23. [დას. კდ(24)].
† † † † † † †
<მათ დღეთა შინა, ფილიპე> იპოვა აზოტით-კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა, ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად. ხოლო სავლე უფროჲს განრისხნებოდა და სავსე იყო გულისწყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა; მოუჴდა მღდელთმოძღუარსა მას და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და, თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა – მამები, ანუ დედები, – კრულნი მოიყვანნეს იერუსალჱმდ. და მი-ოდენ-რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლა დამასკოსა, მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ცით გამო. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზსა“. მან მიუგო და ჰრქუა: („შენ ვინ)* [„ვინ]** ხარ, უფალო?“ ჰრქუა მას: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ“. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა. ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკოს შინა, სახელით ანანია. და ჰრქუა მას უფალმან ჩუენებით: „ანანია!“ და მან თქუა: „აქა ვარ, უფალო“. ჰრქუა მას უფალმან: „აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქჳან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაჲსთა, სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ, აჰა-ეგერა, ილოცავს მუნ“. და იხილა მან ჩუენებით კაცი, სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა მას ზედა ჴელნი, რაჲთა აღიხილნეს. მიუგო ანანია და ჰრქუა: „უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა, და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთმოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა“. ჰრქუა მას უფალმან: „მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე-აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაჱლისათა. და მე უჩუენო მას, რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისათჳს ჩემისა“. აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ, და დაასხნა მას ზედა ჴელნი მისნი და ჰრქუა: „საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი გეჩუენა შენ გზასა მას, რომელსა მიხჳდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა“. და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა, ვითარცა ნაქურცენნი, და მეყსეულად აღიხილნა და აღდგა და ნათელ-იღო. და მოიღო საზრდელი და განძლიერდა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
სახარებაჲ იოვანესი, VI, 48-54. [დას. კგ(23)].
48 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ ... მე ვარ პური ცხორებისაჲ. 49 მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს. 50 ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა, უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს. 51 მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა“. 52 ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: „ვითარმე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ 53 ჰრქუა მათ იესუ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. 54 ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა ...“
† † † † † † †
<ძმანო, ნაყოფი> სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“