სიახლეები
განცხადებები
ელ.კომერცია
გართობა
გაცნობა
ჩემი რჩეულები
 საიტის დამატება  ახალი დამატებულები  სტატისტიკა  კოდის მიღება  რედაქტირება

სათაური იმოგზაურეთ და დაისვენეთ თუშეთში
მისამართი: http://www.travelgeorgia.net/
აღწერა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თუშეთში თუშეთი, საქართველოს ულამაზესი კუთხე თბილისიდან 200 კმ–ში მდებარეობს. იქ მოსახვედრად საქართველოს ყველაზე მაღალი უღელტეხილი (2930 მ) უნდა გადაიარო. თუშეთის ეროვნული პარკი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა ევროპაში. ეს კუთხე გამორჩეულია ულამაზესი ალპური მდელოებით, ფიჭვნარი ტყეებით, უძველესი ციხე –კოშკებით, მდიდარი კულტურული ტრადიციებით და სტუმართმოყვარე ხალხით. სასტუმრო სახლი „ძველი თუშეთი“ რომელიც მდებარეობს სოფელ შენაქოში გთავაზობთ მყუდრო, მეგობრულ და ტრადიციულ ოჯახურ გარემოში გაატაროთ დაუვიწყარი დღეები. სახლი, სადაც სასტუმროა მოთავსებული საუკუნეზე მეტი ხნისაა. *მუზეუმში, რომელიც სასტუმროში მდებარეობს თქვენ უფასოდ შეგიძლიათ ძველი, თუშური ყოფა - ცხოვრების ამსახველი ნივთები დაათვალიეროთ. *თუშური ხელსაქმის კუთხეში შეიძენთ ტრადიციული წესით დამზადებულ ნაქსოვებს და თექის ნამუშევრებს. *„მწვანე კუთხეში“ წარმოდგენილ თუშეთში არსებულ უნიკალურ სამკურნალო მცენარეებზე დაინტერესებული ტურისტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას. *თუშურ სამზარეულოს დააგემოვნებთ. *უფასოდ დამსვენებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ ჩაი და ყავა. *ცოცხლი შესრულებით მოისმენეთ თუშურ ფოლკლორს * ვაწყობთ 2 – 3 დღიან ჯიპ ტურებს თბილისი – თუშეთი –თბილისი. 2 დღიანი ტურის ღირებულება – 170 ლარი 3 დღიანის – 250 ლარი. ტურის საფასურში შედის: კვება, სასტუმრო, ტრანსპორტი, გიდი. 3 დღიანი ტურის შემთხვევაში თქვენ ნახავთ თუშეთის დიდი ნაწილს – 80% სასტუმროს მომსახურების ფასები 1. ღამისთევა ერთ ვიზიტორზე – 20 ლარი. 2. ღამისთევა 2 - ჯერადი კვებით – 50 ლარი; ღამისთევა 3 - ჯერადი კვებით – 60 ლარი; 3. გიდის მომსახურება ერთი დღით: საფეხმავლო ტურზე – 70 - 80 ლარი (სირთულის მიხედვით) საცხენოსნო ტურზე – 60 ლარი და ჯიპ ტურზე 50 ლარი. 4. ცხენის დაქირავება ერთი დღით – 30 ლარი. 5. 2–3 კაციანი კარავი ერთი ღამით – 10 ლარი 6. საძილე ტომარა ერთი ღამით – 5 ლარი. P.S. დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი მარშრუტის შერჩევა-დაგეგმვაში, ჯიპის დაქირავებაში. თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ. (+995) 555 38 40 10; 551 836 777; E-mail: gocha_tel@yahoo.com Facebook: www.facebook.com/tushetii
კატეგორია: ტურისტული კომპანიები
თარიღი: 2013-04-23 12:58:57
საკონტაქტო პირი: გოჩა ბუქვაიძე
რეიტინგის ნახვა   შეატყობინე მეგობარს   შეტყობინება დაზიანებულ ლინკზე  




საავტორო უფლებები დაცულია © 2003 - 2010 Boom.ge
რეკლამა | სტატისტიკა | კონტაქტი