GE EN
სხვა სიახლეები
კონკურსი „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ დასრულდა, ღონისძიების მხარდამ...

კონკურსი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და ითვალისწინებდა სკოლის მასწავლებლების მიერ საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიების ჩატარებას სკოლაში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მათ მოსწავლეებთან ერთად უნდა განეხილათ მხატვრული ლიტერატურის ნებისმიერი ნაწარმოები, რომლის სიუჟეტი ან იდეა დაუკავშირდებოდა ფინანსური განათლების საკითხებს, ფინანსებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს და შედეგად, მოსწავლეებში შესაბამისი დასკვნების გამოტანის, ცოდნის ამაღლების, სწორი ფინანსური ქცევების წახალისების და გონივრული დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესს შეუწყობდა ხელს.კონკურსის პირობების  მიხედვით, საკონკურსო ღონისძიების ამსახველი ბმულები გაზიარდა ფინედუს საკონკურსო პოსტის კომენტარებშიც. შესაბამისად შეირჩა რიგით პირველი 9 სკოლა და 19 მასწავლებელი, დამატებით, მომდევნო კომენტარების შესაბამისად ფინედუს ჟიურის მიერ გამოვლინდა დამატებით 1 რჩეული სკოლა და მასწავლებელი.„ბაზისბანკი წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების მხარდაჭერისადმი მიძღვნილ აქტივობებს. სწორი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია არამხოლოდ თითოეული ჩვენგანის მყარი ფინანსური ფუნდამენტის შესაქმნელად, არამედ ზოგადად ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის. ჩვენ კი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიმართულებით." - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური. 

1717746135

რა „მანძილია“ სავიზოდან ფინანსურ სანქციებამდე?

"ჯინი თავისუფალია", შეერთებული შტატები საქართველოსთან მთავრობასთან (და არა საქართველოსთან) გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე და ეუბნება, რომ მათ ქმედებებს ხედავენ და არ "გაატარებენ";როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს (6 ივლისს. რედ.) თქვა, ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. შეზღუდვა ეხება 20-ზე მეტ ადამიანს (ზუსტი რიცხვი სპიკერს არ უთქვამს, მან თქვა between 2 and 3 dozens, ანუ 24-32 ს შორის);დღევანდელი სანქცია, მარტივად ნიშნავს, რომ სანქცირებული ხალხი ამერიკაში ვერ შემოვა;სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს შეზღუდვები დააწესა დამოუკიდებლად და მას საამისოდ კონგრესის მიერ ახალი კანონის მიღება არ სჭირდება.ასევე, ახალი კანონის გარეშე, დამოუკიდებლად, ფინანსური სანქციების დაწესება შეუძლია ხაზინას.სავიზო ინფორმაცია არის პირადი ინფორმაცია, შესაბამისად, სახ დეპი ამ ადამიანების სიას არ აქვეყნებს, ხაზინას ეს შეზღუდვა არ აქვს, რადგან ხაზინის სანქციების საფუძველი, უმეტესად კანონის დარღვევაა (მაგალითად კორუფცია);რატომ 20+ ადამიანი და არა, იგივე, 84-ვე დეპუტატი, ვინც კანონს ხმა მისცა? ამ ეტაპზე სანქციის მიზანი არის behavior change - ოცნებას ჯერ კიდევ აძლევენ სიტუაციის გამოსწორების შანსს. ამავდროულად ეუბნებიან, რომ ეს სია შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს;თვითონ სანქციების რანჟირებაში, სავიზო შეზღუდვები არის ერთდროულად მსუბუქი და მკაცრი ნაბიჯი. მსუბუქი იმიტომ, რომ, კარგი, არ წამოვა დიტო სამხარაძე ამერიკაში, გადაიტანს რამეფრად.მკაცრი იმიტომ, რომ "ჯინი თავისუფალია" და ამის მერე ფინანსურ სანქციებამდე მოკლე მანძილია“, – ნათქვამია ჟურნალისტის პოსტში.

1717745111

საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში

ამისათვის, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 15 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებმაც სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსება მიიღეს. პროექტი გრძელდება და პროგრამის გამარჯვებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.სასტიპენდიო პროგრამაში სტიპენდიატების გამოსავლენად პარტნიორი უნივერსიტეტები კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს ინდივიდუალურად ადგენენ. შემდეგ კი გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და შედეგების მქონე სტუდენტები გასაუბრებას გადიან ჟიურის წევრებთან.სტიპენდიის მიღება შეუძლია ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე. ამისათვის, საჭიროა, კანდიდატი იყოს პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტი. პირველკურსელები სტიპენდიას მიიღებენ ეროვნული გამოცდების ქულების ან უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად. მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს კი მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეთ.შერჩევის კრიტერიუმებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის არის Fulbright-ისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი აშშ-ს საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, შესაძლებლობას აძლევს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს მიიღონ სწავლისა და ცხოვრების ხარჯების 100%-იანი დაფინანსება აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 12 სტიპენდიატი, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში კი 27-მა სტუდენტმა ისწავლა დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს ბანკის დაფინანსებით. ამასთან, საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ გერმანიაში, Miami Ad School Europe-ში 100%-იანი დაფინანსებით ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე. ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის ფარგლებში უკვე გამოვლინდა ოთხი სტიპენდიატი.საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - csr.bog.ge. 

1717743549

ევროპის ბანკმა განაკვეთი შეამცირა – პირველად ბოლო 5 წელიწადში

სააგენტო REUTERS-ის ცნობით, ECB–მა განაკვეთი ¼ პროცენტული პუნქტით დასწია 4,50%–დან 4,25%–მდე, დეპოზიტებზე კი 4%–დან 3,75%–მდე.რეგულატორმა 2024 წლის სავალუტო ბლოკში ინფლაციის პროგნოზშიც შეიტანა ცვლილება ზრდის მიმართულებით – 2,5%–მდე, მანამდე ნავარაუდევი 2,3%–ის ნაცვლად.ცენტრალური ბანკი საბაზისო ინფლაციას 2024–ში 2,8%–ის ნიშნულზე პროგნოზირებს, 2025 წლისთვის – 2,2% და 2026–ში – 2%-ს.ECB–მა ევროზონის მშპ–ის ზრდის ტემპის პროგნოზიც გააუმჯობესა და ექსპერტების მოლოდინით ეს მაჩვენებელი წელს 0,9%–ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე გაცხადებული 0,6 პროცენტისა. 

1717678538

Galt & Taggart მომხმარებლებს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გახანგრძლივებული ს...

ვაჭრობის გახანგრძლივებული დრო მოიცავს:· აშშ საფონდო ბირჟებს გახსნამდე სავაჭრო საათებს  15:00 – 17:30 თბილისის დროით;· აშშ საფონდო ბირჟებს სამუშაო საათების შედგომ სესიას  12:00 – 01:00 თბილისის დროით.ამგვარად, ინვესტორებს აშშ-ის სავაჭრო ბირჟებზე წვდომისთვის, სტანდარტული 6 საათისა და 30 წუთის გარდა, დამატებით 3 საათი და 30 წუთი ეძლევათ. გახანგრძლივებული ვაჭრობა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ იმ მოვლენებსა თუ სიახლეებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საფონდო ბირჟის გახსნამდე ან დახურვის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, პროგნოზები გააკეთონ იმაზე, თუ რა მიმართულებით შეიცვლება კომპანიის აქციების და ფონდების (ETF) ფასი სტანდარტულ სამუშაო დროს და შესაბამისი ვაჭრობა განახორციელონ ბირჟის გახსნამდე 2.5 საათით ადრე, 15:00-დან ან დახურვის შემდეგ 1 საათის განმავლობაში, 01:00-მდე.ინვესტორებს დამატებით საათებში აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ აქტივებთან ერთად, შეუძლიათ ივაჭრონ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციებით, ETF-ებით და  სხვა პროდუქტებით.„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისა და ინვესტირებით დაინტერესებულ პირებისთვის G&T Trader-ის პლატფორმაზე დავნერგეთ გამორჩეული ფუნქციონალი, რომელიც ტრადიციული სავაჭრო საათების მიღმა ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. ინვესტორს დამატებით 3.5 საათი ექნება აშშ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობისთვის, ჯამურად კი დღის განმავლობაში - 10 საათი. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში პირველებს შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის შესაძლებლობა. ეს სიახლე ხაზს უსვამს Galt & Taggart-ის ძალისხმევას, ვიყოთ მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში და მუდმივად შევთავაზოთ უახლესი ინსტრუმენტები და ინოვაციები ჩვენს მომხმარებლებს. გახანგრძლივებული ვაჭრობის ფუნქციონალი ინვესტორების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და იგი მათ ინვესტირებისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებს დავით ნიშნიანიძე, Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი.Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან.  ხოლო პირად ბროკერთან კონსულტაციის გასავლელად შეგიძლიათ დატოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია ამ ბმულზე.

1717677768

თიბისისა და BDO Academy-ის პარტნიორობის ფარგლებში, საგადასახადო და ფინ...

3–დღიანი ვორქშოპის ფარგლებში, 70-მა მონაწილემ ისეთ თემებზე მიიღო ინფორმაცია, როგორებიცაა: საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, IFRS 3 - ბიზნეს კომბინაცია და IFRS 10 - კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება.ვორქშოპის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს სფეროს პროფესიონალებმა: მიხეილ ენუქიძემ - პარტნიორი, BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილების ხელმძღვანელი; ბაია იზორიამ - მენეჯერი, BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილება და ივანე ჟუჟუნაშვილმა - პარტნიორი, BDO Georgia-ს აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი.

1717671707