ახალი ამბები

სხვა სიახლეები
„სემეკის ანგარიში გვიჩვენებს, რომ ენერგეტიკის სექტორი წარმატებით ვითარ...

„უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის გენერაცია 1%-ით გაიზარდა, ეს ცხადია, პოზიტიურია იმ კუთხითაც, რომ გასულ წელს ჯამში 7 ახალი ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. მისასალმებელია, რომ სემეკი აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში ახალი გენერაციების შექმნას, რაც ინვესტორებზე დადებით სიგნალს გასცემს. ამასთან, ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად უნდა დავიწყოთ დიდი ჰესების მშენებლობა, როგორებიცაა, მაგალითად, ჰუდონი, ნესკრა და ა.შ“ - აღნიშნავს ნოდარ სირბილაძე.ნოდარ სირბილაძე ასევე წარმატებით აფასებს სემეკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც საბოლოოდ სემეკს საერთაშორისო ასპარეზზე დამატებით სანდოობას მატებს, რაც უკვე აისახა იმაში, რომ საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლებს.„ მომხმარებლების უფლებების დაცვა, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში მუდმივად ვითარდება. ეს ყველაფერი კი დიდწილად სემეკის სტრატეგიის დამსახურებაცაა, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების უფლებები ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ 2023 წელს მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში - 3 მილიონ ლარზე მეტი, ნიშნავს იმას, რომ ამ კუთხით სემეკი აქტიურად მუშაობს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება სემეკის მხრიდან, მათ შორის, 2023 წელსაც. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მსგავსი მიდგომები კიდევ უფრო გვაახლოებს საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებასთან, ეს კი სემეკის სანდოობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. სწორედ ამის დიდი დამსახურებაა, რომ სემეკის საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის მასპინძელი იქნება 2026 წელს“. - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის მიმართულებების მიმოხილვას.სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.წყარო: energynews.ge

1717166987

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები ბავშვთა დაცვის დღეს

სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.sCool Card-ის შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემდეგ ობიექტებში: თოლია – 50% cashback, მაქს. 20₾ Lumiers Chimney Cake – 50% cashback, მაქს. 20₾; Miniso – 50% cashback, მაქს. 50₾; ბიბლუსი – 50% cashback, მაქს. 50₾; Bershka – 50% cashback, მაქს. 50₾; მთაწმინდის პარკში საბავშვო ფესტივალის პარტნიორი კომპანიები – 20% cashback, შერჩეულ ობიექტებში, მაქს. 20₾; East Point-ის გასართობი ცენტრი „ფოკუს მოკუსი“ – სპეციალური პაკეტი – 30 ლარად 10 ატრაქციონი; ExtraMeat-ის პავილიონი – 50% cashback, მაქს. 20₾ (ქუთაისი); Posh Nosh – 50% cashback, მაქს. 20₾ (ბათუმი). ქეშბექით სარგებლობისთვის, საჭიროა გაიაქტიუროთ სასურველი შეთავაზება sCoolApp-ში და გადაიხადოთ sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე. ქეშბექი ვრცელდება ჩამოთვლილი კომპანიების ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში და სხვა.ტრადიციულად, 1 ივნისთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში ჩატარდება თბილისის საბავშვო ფესტივალი, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ახალ გამოწვევებში, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, და გამოცადონ ახალი თავგადასავლები. ღონისძიების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.ამასთან, საქართველოს ბანკის sCoolApp-ის მხარდაჭერით, ისთ ფოინთში გაიმართება ღონისძიება საქართველოს ბანკის თამაშის - „სხვა სამყაროს“ თემატიკით. სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სხვადასხვა შოუს, ითამაშონ სახალისო თამაშები და დასაჩუქრდნენ.sCoolApp-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

1717161420

1-ლი ივლისიდან ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში...

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს არსებული პრაქტიკის დახვეწას და გაუმჯობესებას, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება ექნება უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს. დამატებით გათვალისწინებულია უარის თქმის უფლების არსებობის შემთხვევაში, მისი გამოყენების სათანადო პირობების შესახებ ინფორმაციის ხელშეკრულებაში მითითების ვალდებულებაც. ამასთან, წესში აღნიშნული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული გამონაკლისებიც განისაზღვრა.ასევე, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხოლო ინტერნეტ და მობაილბანკში უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფორმაციისა და ხელშეკრულების განთავსება.ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის განახლებულ წესში ასევე დაზუსტდა გარკვეული ცნებები და ახალი ტერმინთა განმარტებებიც დაემატა.აღსანიშნავია, რომ პროექტის განხილვის პროცესში სრულად იყო ჩართული საფინანსო სექტორი. ამასთან, დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც.საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სექტორში არსებული გამოწვევების შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას.

1717161159

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმა...

საქველმოქმედო კონცერტზე, ნინო სურგულაძესთან დუეტი შეასრულა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ. მომღერლებს აკომპანიმენტს უწევდა კონცერტმაისტერი ეკატერინე გოგოლაძე, შესრულდა ცნობილი საოპერო ნაწარმოებები.ბაზისბანკის მხარდაჭერით, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ აქტიურად განაგრძობს საქველმოქმედო აქტივობებს. წლების განმავლობაში, მსოფლიო მეცო-სოპრანომ საქართველოში მსოფლიოში აღიარებულ არაერთ ვარსკვლავს უმასპინძლა.აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეოდ მსგავს საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. ფონდმა, 2014 წლიდან დღემდე, 10 საქველმოქმედო კონცერტი გამართა, რომელთა მეშვეობით 150-ზე მეტი ბავშვის მკურნალობის ხარჯები დაფინანსდა. ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდათ და ჩაუტარდათ ოპერაციები. ასევე, ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ ოჯახს.

1717158480

ბათუმის ბიუჯეტი 450 მილიონი ლარი გახდა

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.მათივე ცნობით, გაზრდილი ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით გადანაწილდა.სხდომას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელმაც გაზრდილ ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა.„ბათუმის ბიუჯეტი 68 მილიონი ლარით გაიზარდა და 450 მილიონ ლარს შეადგენს.აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერი 25 მილიონი ლარია. საკუთარი შემოსავლების ზრდა ფიქსირდება და დაახლოებით 43 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი არის გარდაუვლად გამარჯვების ფორმულა და უწყვეტ რეჟიმში მუშაობა აისახება ჩვენს მოქალაქეებზე.ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიონ 200 ათას ლარამდე რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით დაახლოებით 3000 ბენეფიციარი ისარგებლებს განახლებული და ახალი პროგრამებით. პრაქტიკულად ყველა საჭიროების მქონე ჯგუფი დაკმაყოფილებული იქნება.მნიშვნელოვანია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებიც, რომელიც 1 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა. ჩვენ ვართ როგორც ევროპის სპორტის, ასევე ევროპის კულტურის ქალაქი, გვაქვს UNESCO-ს შესაბამისი ჯილდოც და ბუნებრივია მზარდია ინტერესი როგორც ფესტივალები, ასევე ახალგაზრდობის ჩართულობის ნაწილში. სპორტის მიმართულებით გვაქვს წარმატებები და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება და სამომავლოდ განვითარება.ინფრასტრუქტურის მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ბათუმს მოქალაქეებზე კიდევ უფრო მორგებულს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. განხორციელდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ამავე ტერიტორიაზე იგეგმება 11-ამდე სარეკრეაციო სივრცის მშენებლობა, 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ეზოების კომუნალური სისტემის მოწყობა. პროექტი გარდამავალია და მომდევნო წლების განმავლობაში აქ მივიღებთ ისეთივე ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ბაგრატიონის ქუჩის გზაგამყოფი, ლეონიძის ქუჩა, გმირთა ხეივანი, ბათუმის შემოვლითი გზა, რომლის გახსნაც მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისამდე იგეგმება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ.წელსვე ვგეგმავთ შევისყიდოთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი გამოწვევაა ჩვენი ქალაქისათვის.ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წერეთლის, შავშეთისა და სევერიან აჭარელის ქუჩებს, დავიწყებთ მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობას. ეს პირდაპირ უზრუნველყოფს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას ორივე მიმართულებით და, რა თქმა უნდა, აღნიშნული მონაკვეთი უსაფრთხო გახდება საფეხმავლო გადაადგილებისათვის.აღნიშნულ ბიუჯეტში ასევე ჩადებულია მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგების კუთხით, განსაკუთრებით კი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე. KfW-ს მეხუთე ფაზის სამუშაოების პარალელურად, აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ბათუმის წყლის ჩართულობით განხორციელდება ახალი პროექტები მწვანე კონცხის დასახლებაში, რის შედეგადაც მოხდება მწვანე კონცხისა და ნაწილობრივ მახინჯაურის დასახლების სრული წყალმომარაგება. ახალი რეზერვუარების მშენებლობა ასევე დაიწყება ავგია-ახალსოფლის მიმართულებით.ამავდროულად იგეგმება ყოროლისთავის დამბის მშენებლობა-აღდგენა, რომელიც გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები და ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი წყალმომარაგებით.სამომავლოდაც, ჩვენი თანაქალაქელების დაკვეთითა და მოთხოვნით, განვახორციელებთ კიდევ უფრო მეტ და მნიშვნელოვან პროექტს, მივიღებთ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს. ის ტრადიციები, რომელიც წარმატებების მომტანია როგორც მზარდი ტურისტული მიმართულების, ევროპის სპორტისა და კულტურის ქალაქის, წამყვანი ბოტანიკური ბაღის მიმართულებებით, ბუნებრივია გაგრძელდება. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აქ ცხოვრება იყოს კომფორტული და უსაფრთხო, ვუმასპინძლოთ ძალიან ბევრ სტუმარს და წარმატებული ოთხივე ტურისტული სეზონი ჩავატაროთ ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

1717158245

გაიცანით Horsetours, რომელმაც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შეთავაზ...

SMEDA, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, სხვადასხვა პროგრამითა და ინიციატივით ბიზნესებს განვითარებაში ეხმარება. საქართველოს ბანკთან ერთად შექმნილი შეთავაზება კი, ბიზნესებს მომხმარებელთა უფრო დიდ სეგმენტთან წვდომის საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შექმნილი შეთავაზება (ფასდაკლება, დამატებითი Plus ქულები, ქეშბექი) ჯამში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანისთვის თქვენი ბიზნესის გაცნობას გულისხმობს.Horsetours-მა, რომელიც ცხენოსნობის მოყვარულებს მრავალფეროვან ტურებს სთავაზობს, Ads მენეჯერის ახალი შეთავაზებით უკვე ისარგებლა. Horsetours ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და პანდემიის პერიოდის გამოწვევების მიუხედავად, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარულ ონლაინ პლატფორმად იქცა. თუ რას სთავაზობს დღეს Horsetours მომხმარებლებს და როგორია საქართველოს ბანკის როლი ბიზნესის მართვაში, Horsetours-ის დამფუძნებელი, ანა ნადირაძე, გვესაუბრა."Horsetours საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტაა. ეს არის მარკეტფლეისი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს, მათ შორის საათობრივ, ერთდღიან და მრავალდღიან ტურებს არა მხოლოდ საქართველოს გარშემო, არამედ უკვე ყირგიზეთშიც. მომხმარებელს შეუძლია, მარტივად იპოვოს თავისთვის შესაბამისი და სასურველი ტური და დაჯავშნოს ონლაინ. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ დაუვიწყარი თავგადასავლებით, ჩაერთონ განსხვავებულ გამოცდილებაში და მოინახულონ უნიკალური და ისტორიული ადგილები ცხენთან ერთად", - ამბობს ანა ნადირაძე.Horsetours-ის ვებგვერდის გაშვებისას გადახდების დამატება გახდა საჭირო, რისთვისაც ანამ საქართველოს ბანკი აირჩია. ამის მიზეზი კი ის უპირატესობები გახდა, რომლებსაც საქართველოს ბანკი დამწყებ ბიზნესებს სთავაზობს."საიტის გამართვის შემდგომ სწრაფადვე დავაინტეგრირეთ გადახდები. საქართველოს ბანკი ავირჩიეთ სხვადასხვა მიზეზის გამო: პირველი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო American Express-ის ბარათის გამოყენება, რომლის ექსკლუზივიც საქართველოს ბანკს აქვს. ასევე, საქართველოს ბანკი ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უცხოური ბარათების მიღებაც, რადგან ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა სწორედ უცხოელები არიან. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ტექნიკური გუნდიც საკმაოდ სწრაფად რეაგირებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო დახვეწილი ბიზნეს მობილბანკი ტრანზაქციების სწრაფად და მარტივად განსახორციელებლად.საქართველოს ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ბიზნესის განვითარებაში, რადგან საბანკო გადახდებს და განსაკუთრებით, უცხოური ბარათებით გადახდებს ჩვენს პლატფორმაზე დიდი წილი უჭირავს. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მუდმივად საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. ერთ-ერთი იყო B2B ფორუმი, რომლის მეშვეობითაც მოვიზიდეთ პარტნიორებიც და მომხმარებლებიც. ასევე, მნიშვნელოვანია ახალი Ads Manager, რომლითაც ახლა ვსარგებლობთ და ვცდილობთ, ეს მხარდაჭერაც მაქსიმალურად ავითვისოთ", - აღნიშნავს ანა ნადირაძე.Horsetours ერთ-ერთი პირველი ბიზნესია, რომელმაც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში 30%-იანი თანადაფინანსებით მომხმარებლებისთვის შეთავაზება შექმნა. თანადაფინანსების პირობები ასეთია: მაგალითად, თუ ბიზნესი შექმნის 50%-იან ქეშბექს და მომხმარებლებისთვის დასაბრუნებელი ექნება ჯამურად, შეთავაზების ფარგლებში - 1000 ლარი, ხარჯის 30%-ს აუნაზღაურებს საქართველოს ბანკი. თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 500 ლარია."ვფიქრობ, Startup-მა ყველა შანსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თუნდაც დამატებით ერთმა ადამიანმაც გაიგოს მათ შესახებ. სიახლეებისა და ფასდაკლებების შეთავაზება კი საუკეთესო შანსია, მოიზიდო მომხმარებელი და ჩართო შენს გამოცდილებაში", - ამბობს ანა ნადირაძე.თუ შენი ბიზნესისთვის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა გსურს, ზუსტ ინსტრუქციას აქ ნახავ.

1717158000