რას ფიქრობენ ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.

სოციალურ ქსელ facebook.com-ის საშუალებით  გამოკითხვა ჩავატარე თუ რას ფიქრობს ხალხი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ და რამდენად მისდევენ მას.
ამ კითხვით მე ჩემს მეგობრებს მივმართე და მათი კომენტარების თქვენთვის გაცნობა გადავწყვიტე…

,,მთელი ზაფხული ვარჟიშობ ხოლმე მეტი რაღა ჯანსაღი ცხოვრება გინდა?”

,,გამომდინარე იქიდან რომ მოჭიდავე ვარ,რათქმუნდა მივდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს და მინდა ავღნიშნო,რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებამ ძალიან კარგი ზეგავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაზე.მას შემდეგ რაც ვარჯიში დავიწყე ცხოვრება უფრო სახალისო,აქტიური და საინტერესო გახდა.”

,,ჯანსაღი ცხოვრება ესაა სწორი კვება და ვარჟიში.არამარტო ფიზიკური არამედ ფსიქოლოგიურიც”

,,მე ჯანსაღ ცხოვრებას მივდევ.მიყვარს ჯანსაღი პროდუქტებით კვება და უპირველეს ყოვლისა ვარჯიში” Continue reading

ჟურნალისტიკის ტრენინგები საზოგადოება ,,ბილიკში”

28-29 დეკემბერს ქ.გორში საზოგადოება ,,ბილიკის” ინიციატივით ჯურნალისტიკის ტრენინგები ჩატარდა,რომელშიც მონაწილეობას გორის და გორის რაიონების სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები იღებდნენ.სულ 15 მოსწავლე.ტრენინგს გორში მოქმედი ჟურნალისტები ნინო ჩიფჩიური და ნინო ბოლაშვილი ატარებდნენ.ტრენინგებზე ბავშვებმა ისწავლეს სტატიისა და ჩანახატის წერა,ინტერვიუსა და ახალი ამბის მომზადება. იყო, როგორც თეორიული მასალის გაცნობა, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები.
,,ტრენინგი მიზნად ისახავს ბავშვებისათვის იმ სიძნელეების გაცნობას, რომელიც ამ პროფესიასთანაა დაკავშირებული,რათა შემდგომში ბავშვებმა უკვე კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი,თუ ჟურნალისტის პროფესიას შეეჭიდებიან არ გაუჭირდეთ და იყვნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები.”-ამბობს ნინო ჩიფჩიური.
ძალიან ნაყოფიერი ტრენინგები გამოდგა ,ამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია, რადგან მეც ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი.შევძელი მესწავლა ის ყველაფერი, რაც აუცილებელია სტატიის გამართულად წერისთვის.მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და ვფიქრობ რომ ჩემს ბლოგს აუცილებლად შეეტყობა ის, რომ ამ ტერნინგების მონაწილე ვიყავი.იმედი მაქვს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ და ჩემი პოსტებიც უკეთესი იქნება ვიდრე აქამდე.
        P.S ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოება ბილიკს.ის ხომ მუდამ ახალგაზრდების გვერდით დგას და ხელს უწყობს მათ განვითარებას.დიდი მადლობა ტრენერებს, რომლებმაც შეძლეს და თავიანთი აქტივობებით ძალიან დაგვაინტერესეს.დიდი მადლობა ბავშვებს ,რომლებიც ამ ტერნინგში მონაწილეობდნენ ,რომ არა ისინი მუშაობისგან ასეთ სიამოვნებას ვერ მივიღებდი.თითოეული თქვენგანი ძალიან შემიყვარდა.

როგორ დავამზადოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებები სახლის პირობებში.

index

  •          თუ ხველამ შეგაწუხათ,თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს კანიანად გახეხილი ვაშლი,ხახვი და თაფლი.მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ,ჭამის შემდეგ.
  •           მოადუღეთ ვაშლის კანის ნახარში და სვით მთელი დღის განმავლობაში.
  •           ხველებას სწრაფად აწყნარებს შავი ბოლოკის წვენი,დამტკბარი შაქრით.სვით თითო სადილის კოვზი,ყოველ საათში ერთხელ.
  •           შეურიეთ ბოლოკის ან სტაფილოს წვენი თაფლიან რძეს(1:1), მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 7-8-ჯერ.
  •           თუ ხველა არ გაძინებთ,საღამოს ძილის წინ დალიეთ 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსნილი 3 წვეთი იოდის ხსნარი.
  •           ასევე,ხველას შეგიჩერებთ კომშის ნახარში:დაჭერით კომში კანიანად.მოხარშეთ და დაატკბეთ.სვით მთელი დღის განმავლობაში.

ყურსასმენები სმენას აქვეითებს!

5231v2z copy
ბოლო დროს იშვიათად შეხვდებით მოზარდს, აიპოდით ან მობილური ტელეფონის ყურსასმენებით რომ არ სარგებლობდეს. ერთი შეხედვით, ამაში საგანგაშო არაფერია – მოზარდი მუსიკას უსმენს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვნებს ზედმეტი ხმაური ადამიანის ჯანმრთელობას, ადვილად მივხვდებით, რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ამ თითქოსდა უწყინარ გართობას მოზარდისთვის.
Continue reading

აღმოსავლური დღეგრძელობის საიდუმლო

ჯანმრთელობისთვის სულაც არ არის აუცილებელი,მთაში წახვიდეთ ან განდეგილის ცხოვრების წესით იცხოვროთ,ყველა ყოფით სიხარულზე უარი თქვათ.საკმარისია აღმოსავლური დღეგრძელობის მარტივ საიდუმლოს დაეუფლოთ და შეასრულოთ.
პირველი წესი:ყოველი ჭამის შემდეგ 100 ნაბიჯი გაიარეთ.ეს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ზოგადად ამხნევებს.
მეორე წესი:ადრე დაწექით და ადრე ადექით.თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ,ვიდრე შუაღამით დაწოლისას.
დაიწყეთ რაღაცის ცოტ-ცოტა შეცვლით.უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი უზარმაზარი ძალა აქვთ და თქვენს სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

როგორ ვებრძოლოთ სტრესს?

index
სტრესისგან რომ გათავისუფლდეთ ,ტირილს იწყებთ,ჭურჭელს ამტვრევთ?არ ღირს.
უფრო სასიამოვნო და ქმედითი ანტისტრესული მეთოდები არსებობს.ბევრ ადამიანში სიტყვა ,,სტრესი” უსიამოვნო ასოციაციებს-დაძაბულობას,გულდამძიმებულობას,დეპრესიას-იწვევს.
რა თქმა უნდა ,სტრესს ვერ გავექცევით ,მაგრამ არსებობს მეთოდები,რომლებიც სულიერი სიმშვიდის აღდგენას ეხმარება.
იმოძრავეთ და გაიღიმეთ!
ფიზიკური დატვირთვა მეტაბოლიზმს აჩქარებს და სტრესის შედეგად წარმოქმნილ ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნას უწყობს ხელს,დაძაბულობას ხსნის და ძილს აუმჯობესებს.გარდა ამისა,სპორტული მეცადინეობების დროს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები-ენდორფინები გამოიყოფა.
Continue reading

სილამაზე,მოდა თუ ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვა?

21-ე საუკუნეში უამრავი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ შევიცვალოთ გარეგნობა. გამოვიყურებოდეთ უკეთ, ვიდრე ვართ ბუნებრივად. ამისათვის ათას ხერხს მივმართავთ. ზოგს გამოსდის ეს, ზოგს კი არა.თვითდამკვიდრების ერთ-ერთ საშუალებად ახალგაზრდები ტატუს იყენებენ.
არსებობს ტატუს რანდენიმე სახეობა:სამუდამო,დროებითი (ბიო ტატუ), რომელიც კანზე რჩება 2-4 კვირა და კოსმეტიკური (პერმანენტული მაკიაჯი ანუ ტატუაჟი),რომელიც გათვლილია 3-5 წელზე.
Girls-Koi-Fish-Black-Tattoo-Design-for-2011

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კონსტანტინე გიორგაძე:
“ტატუ – ეს არის ეშმაკის რუკა. უფალმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რაც საჭირო იყო, ყველაფერი მისცა. ადამიანის სხეულზე კიდევ რამის დატანა რომ ყოფილიყო საჭირო, უფალი, რა თქმა უნდა, ამას დაიტანდა და “დახატავდა”.ტატუირება უფლის საწინააღმდეგო საქმეა. ეკლესია ეწინააღმდეგება სხეულზე რაიმეს დახატვას. ეს არის სხეულის წაბილწვა.ტატუ არ არის შეწყნარებული ეკლესიის მხრიდან. ვინც ამას გააკეთებს, ცოდვას სჩადის და დროულად უნდა მოეგოს გონს, უნდა დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, რათა არ შეიქმნას უფლის მოწინააღმდეგე.ნივთიერება, რომელიც სხეულზე დაიტანება, არის მუდმივი და დროებითი. ტატუ მავნებელია როგორც ადამიანის ორგანიზმისთვის, ისე მისი სულისა და სხეულისთვის. ტატუ სულისთვის არის ბოროტი ძალის ზემოქმედება, ხოლო სხეულისთვის კი მავნებელია. არავინ არ იცის, თუ რა შემადგენლობა აქვს მას. იგი მინიმუმ ალერგიას იწვევს, მაქსიმუმ – შესაძლოა, რომ სისხლის ფორმულებზეც იმოქმედოს.წმინდა წერილში წერია, “სხეულს ადამიანი ფუფუნებს და უფრთხილდება”. ცუდია, რომ ადამიანი თავის სხეულზე ასეთ რაღაცებს უკეთებს. ადამიანის სხეული ხომ სულიწმინდის ტაძარია. როგორც ვიცით, ადამიანს სული და ხორცი გააჩნია. სული, რომელიც არის სხეულთან ერთად და ჩვენი სხეული გვევლინება სულიწმინდის ტაძრად. ამ ტაძრის ნებისმიერი მეთოდით შებღალვა და დაბინძურება დაუშვებელია. ტატუ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი უფლის ტაძარს რაღაცნაირად რყვნის.ტატუირება წარმართული დროიდან მომდინარეობს. ტატუ – ეს არის ეშმაკის ბეჭედი. რასაც დაიხატავ სხეულზე, ის გაქვს სულში და მისი მიმდევარი ხდები.ბევრი ახალგაზრდა გაუცნობიერებლად იკეთებს ტატუს. ეს მათ ბილწავს და უვლენს განსაცდელს, დაბრკოლებებს, რომლებიც ცოდვიდანაა გამოწვეული.მით უმეტეს, მართლმადიდებელმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რაც აკრალულია ეკლესიისაგან, თავიდან უნდა აიცილოს. ესე იგი, უნდა ერიდოს იმ ხიფათს, რასაც ტატუირება ჰქვია”.
Continue reading

ვებრძოლოთ შიდს და არა შიდსით დაავადებულებს!

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე მეტად მნიშვნელოვანი თარიღია.
როგორც წინა პოსტში ნახეთ ის მთელი მსოფლიოს მაშტაბით აღინიშნება.
გადავწყვიტეთ ჩვენც, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ დღის აღნიშვნაში და დავამზადეთ კედლის გაზეთი სახელწოდებით ,,ვებრძოლოთ შიდს და არა შიდსით დაავადებულებს!”

1 დეკემბერი-შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

სულ რაღაც 2 დღეში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა .ამ პოსტის საშუალებით თქვენ ძალიან ბევრს გაიგებთ დაავადების შესახებ ,აგრეთვე ნახავთ 1 დეკემბრის,როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ისტორიას.


შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია.
მიუხედავად ბოლო დროს ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა მსოფლიოს მრავალ რეგიონში, 2005 წელს შიდსის ეპიდემიამ 3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და მათ შორის 570.000 ბავშვი იყო.
ეერ454
მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელის შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა.2005 წლიდან, შიდსთან ბრძოლის საწინააღმდეგო დღის სლოგანად იქცა “stop AIDS. keep the promise”.
WorldAIDSDay2006 027
საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს. ეს ლენტი 1991 წელს შექმნა მხატვარმა ფრანკ მურმა.
images
Continue reading

ბატუტზე ხტომა

ტელეგადაცემა ,,ნიჭიერის” თითოეული მონაწილე გამორჩეული და საინტერესოა,მაგრამ ალბათ ყველას გვყავს ჩვენი ფავორიტები.არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი აზრით საუკეთესო ნომერი მამა-შვილს ზაზა და მათე აბრამაშვილებს ქონდათ.


ისინი არა მარტო მოსიყვარულე მამა-შვილი, არამედ ძალიან ძლიერი სპორტსმენები არიან.ნებისმიერი მათი შესრულებული ილეთი ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს და რაც მთავარია მათი ნომრები სანახაობრივია.არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელიც გულგრილი დარჩა მათი ნახვის შემდეგ.ძალიან დამწყდა გული, რადგან მათ ვერ შეძლეს კონკურსის გაგრძელება,მაგრამ ისინი მაინც ჩემი(არამარტო ჩემი) რჩეულები არიან. Continue reading