GE EN
სხვა სიახლეები
სავალუტო ბაზარზე სების წილი შემცირდა

წინა თვესთან შედარებით კლებაა $39.2 მლნ-ით. წლიურად კი 168 მლნ აშშ დოლარით.სავალუტო ბაზარზე აქტივობების 99% სპოტ გარიგებებზე მოდის და $3.2 მილიარდს შეადგენს. მარტთან შედარებით $228 მლნ-ით გაზრდილია.საქართველოს ეროვნული ბანკის  წილი მთლიან ვაჭრობაში 2.3% იყო. Bmatch-ზე კი სებ-მა $73.1 მილიონი შეისყიდა (წმინდა). 130 მლნ-მდე იყო წინა თვის (მარტი) წმინდა სავალუტო შესყიდვები. 

1717604400

რეფინანსირების სესხები 1.4 მილირდით გაიზარდა

ბოლო საანგარიშო, მაისის თვეში რეფინანსირების სესხები 1.4 მლრდ ლარით გაიზარდა. ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზეც გარიგებები არ დადებული. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პასიურობა ნოემბრიდან შეინიშნება.საანგარიშო პერიოდში სებ-მა სავალუტო ინტერვენციებს მიმართა, მიმოქცევიდან 300 მლნ ლარზე მეტი ამოიღო.28 მაისის აუქციონზე სებ-ის გამოტანილი $60 მილიონიდან ბაზარმა 48 700 000 აშშ დოლარი შეიძინა, $1/₾2.8-მდე საშუალო შეწონილი  გაცვლითმა კურსით. იგივე მოცულობით ($ 60 მლნ), 16 მაისს გამოტანილი ვალუტა, ბანკებმა სრულად შეიძინეს (საშ. კურსი: $1/₾2.758).მაისში Bmatch-ზე სებ-ის აქტივობები შემცირებულია. აპრილში კი სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად, საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 68.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. BMatch-ზე წმინდა შესყიდვებმა კი $73.1 მილიონი.მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, აპრილში, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

1717600500

საქართველოს ბანკი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და Visa რეგიონულ ბი...

პროექტში ჩართვით, სასტუმროების, სარესტორნო ბიზნესის ან მაღაზიების მფლობელები გაიმარტივებენ ბიზნესოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ 6 თვის განმავლობაში უფასოდაა ხელმისაწვდომი Kovzy-ის მომსახურება რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისთვის, B2C.ge-ის მომსახურება ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის, Ehotelspace.com-ის მომსახურება სასტუმროს ოპერაციების გაციფრულებისთვის და Optimo-ს მომსახურება მარაგების მართვისთვის.გარდა ამისა, ბიზნესები შეძლებენ, ისარგებლონ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე: ბიზნესბარათის საკომისიო პირველი 1 წლის განმავლობაში – 0₾; ციფრული ტერმინალის საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში  – 0₾; ციფრულ ტერმინალზე სადებეტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციაზე საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – განისაზღვრება 1%-ით. სამიზნე მუნიციპალიტეტების და თემების სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.„საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და გაძლიერებას. მათ შორისაა პროექტი Go Digital, რომელიც რეგიონებზეა ფოკუსირებული. ამ ბიზნესების მხარდაჭერა ნიშნავს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ამ და სხვა პროექტებით USAID-თან და Visa-სთან ერთად, ეკონომიკის გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, - აცხადებს ოლღა ნაკაშიძე,  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის პროექტების უფროსი მენეჯერი.„ბიზნესების გაციფრულება და მათი სხვადასხვა რესურსით უზრუნველყოფა Visa-ს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა და USAID-თან პარტნიორობით, ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას საქართველოში, პროექტ Go Digital-ის ფარგლებში. Visa, როგორც მოწინავე გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად ყველგან და ყველასთვის. მჯერა, საქართველოს რეგიონებში მოქმედი ბიზნესების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი როლი ქვეყნის უნაღდო და ციფრული მომავლის შექმნაში უდიდესია“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.„საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაციფრულების ხელშეწყობით USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ამ საწარმოების წვდომა ინოვაციებზე და გაუხსნას მათ ბაზრის ახალი შესაძლებლობები. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ამ თემებში არსებული საწარმოების ზრდას და შესაბამისად, თემების ეკონომიკურ გაძლიერებას.  - აცხადებენ პროგრამაში.დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და პროექტში ჩართვისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.იმისათვის, რომ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე, გახსენით საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში, გაააქტიურეთ Visa ბიზნესბარათი და – ციფრული ტერმინალი.

1717596158

Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის

პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. ეს რეგიონები აწყდებიან მათი გარემოსთვის დამახასიათებელ უნიკალურ გამოწვევებს, მათ შორის ენობრივ ბარიერებს, კულტურულ თავისებურებებსა და ფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომას. ფინანსური განათლების პროგრამა კი, სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად.ფინანსური განათლების პროექტში ლიბერთი ბანკი ჩაერთო და Mastercard-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. პროექტში ჩართულ მონაწილეებს ლიბერთი Mastercard-თან ერთად  სპეციალურად მათთვის შექმნილ საბანკო პროდუქტებს, ბიზნეს ბარათებსა და სხვადასხვა ბენეფიტებს სთავაზობს, ლიბერთის ექსპერტები კი ჩართულები არიან სალექციო პროცესში და მაქსიმალურად ზრუნავენ, მოწყვლად ჯგუფებს მიაწვდინონ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გაციფრულების შესახებ.2024 წლის ივნისიდან, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი კახეთში, შემდეგ კი მაღალმთიან აჭარაში გაგრძელდება. ამ რეგიონებში, პროექტი ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. პარალელურად, გამოიცემა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და ფინანსური განათლების მიღება, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. პროექტი 2024 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება და მთელი საქართველოს ტერიტორიას დაფარავს.

1717594149

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტრადა მოტორსი გაფართოვდა

პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია  კი 2 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი სერვისცენტრის მშენებლობას, დანადგარების შესყიდვასა და  ტერიტორიის კეთილმოწყობას მოხმარდა.ახალი სერვისცენტრი 1500 კვ.მ ფართობზე აშენდა და ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი დიზაინით მოწყობილ სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს. მათ შორის, ავტომობილის მომსახურების ზონებს, მიმღებ განყოფილებას, საპარკინგე ტერიტორიას, კომფორტულ მოსაცდელს, შეხვედრების ოთახს, აქსესუარებისა და ავტონაწილების განყოფილებას,  ტერასას, კაფესა და სხვა სივრცეებს.„კომპანია სტრადა მოტორსი მსოფლიო ავტობრენდების FIAT, Jeep, Alfa-Romeo, Dodge, RAM - ის და ახლა უკვე Chevrolet-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. ის 2010 წელს  შეიქმნა და წლების მანძილზე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, სანდო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კომპანიად ჩამოყალიბდა. ჩვენ ყოველთვიურად 1000-მდე მომხმარებელს ვემსახურებით. წლების მანძილზე, სტრადა ჯგუფის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2011 წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახალი ცენტრი ავაშენეთ, 2014-2016 წლებში კომპანია Jeep-ისა და Alfa Romeo-ს ექსკლუზიური დილერი გავხდით, 2023 წელს დავიმატეთ ამერიკული Dodge და RAM, ხოლო მიმდინარე წელს საქართველოში Chevrolet-ის ოფიციალური დილერები გავხდით. ახლახან, ახალი სერვის ცენტრი გავხსენით, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ FIAT - ის, Jeep - ის, Alfa Romeo - ს, Dodge -ისა და RAM - ის ბრენდის ავტომობილების მოვლა-შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურება ერთ სივრეში მიიღონ. სამომავლოდ მომხმარებლებს არაერთ სიახლეს ვპირდებით, ვგეგმავთ Chevrolet-ი ოფიციალურ პრეზენტაციას. ასევე, ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ , FIAT -ის , Alfa Romeo - ს , Jeep- ის , Dodge -ისა და RAM - ის  ახალი შოურუმის მშენებლობის პროექტზე“, - განაცხადა სტრადა მოტორსის დირექტორმა, ზურაბ გვაზავამ.“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, მივცეთ მათ ახალი შესაძლებლობები საინტერესო პროექტების განსახორციელებლად  და უკვე არსებულის განსავითარებლად. სტრადა მოტორსთან წლებია ვპარტნიორობთ, არამხოლოდ ფინანსური რესურსითა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსების კუთხით, არამედ ქონსალთინგისა და მარკეტინგული  მიმართულებითაც. კომპანიამ, ქართულ ბაზარზე, წლების განმავლობაში როგორც სანდრო, ხარისხიანმა და წარმატებულმა კომპანიამ დაიმკვიდრა თავი. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როდესაც წლიდან წლამდე კომპანიის ამგვარ განვითარებას და გაძლიერებას ვხედავთ. ამჯერად, სტრადა მოტორსმა ახალი, კომფორტული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილის სრულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია სამომავლოდ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ - განაცხადა ნიკოლოზ მითაიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. 

1717593421

უკრაინა მოლდოვასთან საზღვარს ჩაკეტავს, თუ ...

წარმოუდგენელია, რომ უკრაინა, რომელიც რუსეთთან ომის პირობებში იმყოფება, მოლდოვის სტრატეგიული პარტნიორი გახდეს, თუ არჩევნებზე ისეთი პარტიები გაიმარჯვებენ, რომლებიც რუსეთს ემეგობრებიან, განაცხადა ელჩმა.

1717592316