Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა

საქართველო

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა

სიახლეები

ლაშა დარსალიამ მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების შესახებ გაერო-ს რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში (SIDS4) მიიღო მონაწილეობა

ლაშა დარსალიამ მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების შესახებ გაერო-ს რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში (SIDS4) მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 27-30 მაისს, სენტ-ჯონსში (ანტიგუა და ბარბუდა), მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების (Small Island Developing States, SIDS) შესახებ გაერო-ს რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა

2024 წლის 3 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მინისტრის მოადგილემ იტალიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და საქართველო-იტალიის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით.

ლაშა დარსალიამ მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების შესახებ გაერო-ს კონფერენციაში  მიიღო მონაწილეობა

ლაშა დარსალიამ მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების შესახებ გაერო-ს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 27-30 მაისს  სენტ-ჯონსში (ანტიგუა და ბარბუდა) გაიმართა გაეროს რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია მცირეკუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების შესახებ, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრიუს კალინდრა დაიბარეს, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით.  

ჩინეთი იმუშავებს საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწრაფ განვითარებას - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ჩინეთი იმუშავებს საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწრაფ განვითარებას - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

2024 წლის 30 მაისს, ქ. პეკინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომელმაც პირველი უვიზო მგზავრები გადაიყვანა

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ" შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის 30 მაისს, თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომელმაც პირველი უვიზო მგზავრები გადაიყვანა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო