გალერეა

ფოტო-მოტივაცია!!!

This gallery contains 10 photos.

როგორ დავიწყოთ ყველაფერი 0-დან?!

დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ განვაგრძობ სტატიების წერას :)) დღევანდელი საკითხის ძირითადი თემა იქნება თუ როგორ შევუდგეთ ჯანსაღად ცხოვრების წესის განხორციელებას!

აქვე დავძენ იმას,რომ საკმაოდ რთულია 1 დღეში,კვირაში ანდა 1 თვეში ისე გარდავიქმნათ,რომ საკუთარი თავი ვეღარ ვიცნოთ,თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ ეს შეუძლებელია!

დავიწყოთ პირველი ნაბიჯით: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ,,მართლაც მაქვს თუ არა ძალიერი,მწველი სურვილი გავხდე ჯანსაღი ადამიანი?” ეს ალბათ ნებისმიერ თქვენგანს სურს,თუმცა უნდა გაითვალისწინოთ,რომ თქვენ გმართებთ უდიდესი ნებისყოფა,შემართება და მამოტივირებელი ძალა… თქვენ საკუთარი თავის უნდა გჯეროდეთ! საკუთარი თავი შთააგონეთ,რომ ამ ბრძოლას თქვენ მოიგებთ,საკუთარ ჟინს მოთოკავთ და გონებას დაუმორჩილებთ სხეულს!

ნაბიჯი მეორე: რაკიღა დარწმუნდით,რომ თქვენი სურვილი იმდენად დიდია,რომ უკვე მოქმედებასაც მოითხოვს,მაშინ მომყევით.. თქვენ უნდა შეიცვალოთ დამოკიდებულება,ისეთი ყოველდღიური მოთხოვნილების მიმართ როგორიცაა ჭამა. ყოველთვის გახსოვდეთ,რომ მასზე ბევრადაა დამოკიდებული თქვენი საერთო ჯანმრთელობა: თავის ტკივილით დაწყებილი გულის სტენოკარდიით დამთავრებული.უნდა გაითავისოთ,რომ ჭამა საჭიროა მაშინ და მხოლოდ მაშინ,როცა გშიათ! საკვების მირთმევა კი დაასრულოთ მანამ სანამ დანაყრებას იგრძნობთ!! სანამ სუფრას მიუჯდებოდეთ კარგად დაფიქრდით ამ 2 რამეზე და გააზრებულად დაიწყეთ ჭამა! მაგრამ,მნიშვნელოვანია არამხოლოდ როდის ვიწყებთ და ვამთავრებთ ,არამედ რას მივირთმევთ კიდეც!getImageщщ  თქვენი რაციონი დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს,თუმცა თუ წონის პრობლემა გაქვთ სჯობს პურეული შეამციროთ (კონკრეტულად წონის კლების თემაზე შემდეგ პოსტებში გესაუბრებით სათაურით:როგორ დავიწყოთ წონის კლება 0-დან?!) თქვენს რაციონში დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეულია საჭირო, შემდეგ უკვე თევზეული და რძის პროდუქტები. ახლად გამოწურული წვენები აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ენერგიას მატებს თქვენს სხეულს. კიდევ ერთი მნიშვეშვნელოვანი შენიშვნა:  არასოდეს გამოტოვოთ საუზმე6e6e5b392366 ვინაიდან იგი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას,ნივთიერებათა ცვლის აღდგენას კუჭის დაცვას წყლულისაგან. გახსოვდეთ,რომ ამ დროს მირთმეული საკვები მთელი დღის განმავლობაში მიღებულის 30 % მაინც უნდა იყოს.. ასევე,ერთი რჩევა: საუზმის არაჩვეულებრივი კომბინაციაა შვრიის ფაფა, მოხარშული კვერცხი და სხვადასხვა ხილი971_498854953478154_1708237371_n არ დაივიწყოთ,რომ ბოლოს მიღებული საკვების დრო არ უნდა გადასცდეს საღამოს 7 საათს!!!

თუ მსურველები იქნებით წერას ვაგრძელებ…

  exam-studying_large

კარდიო ვარჯიში სახლის პირობებში :)

http://www.youtube.com/watch?v=waPCCrftvQA გადადით ამ ლინკზე.. მე დღეს ვცადე და მომეწონა.. (ბუქნები მაინც ნაკლებად გააკეთეთ)2slide9_600x450

სუქდებით ?

b5cdaf89883394e04a9f4fda2b46bf093რატომაა, რომ რამდენიმედღიანი დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ თქვენი წელის ზომა ისევ თეძოების ზომას ემთხვევა? სწრაფად ჭამთ? წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ორნი სუფრასთან ერთსა და იმავე საჭმელს მიირთმევენ, მაგრამ სხვადასხვა სიჩქარით. ის, ვინც გაცილებით სწრაფად ჭამს, მეტსაც მიირთმევს. დროის მცირე მონაკვეთში კი ტვინი ვერ ასწრებს რეაგირებას, დანაყრდა თუ არა ორგანიზმი, რადგან საკვები კარგად არ დაიღეჭა და ძალიან სწრაფად გადაიყლაპა. რჩევა: ჭამის პროცესში კონცენტრაცია საკვების დაღეჭვაზე მოახდინეთ. სწრაფად რომ არ იკვებოთ, ეცადეთ, ყოველ ლუკმას თითო ყლუპი წყალი მიაყოლოთ. ჩართეთ ტელევიზორი და თან უყურეთ, თან ჭამეთ, რათა ყურადღება გადაიტანოთ და ნელა ჭამოთ. ეცადეთ შეამციროთ კარტოფილის, ჩიპსების, თეთრი პურისა და ბუტერბროდების რაოდენობა. უძილობას უჩივით? თუ დღე-ღამეში შვიდ საათზე ნაკლები გძინავთ ან უძილობა გაწუხებთ, სისხლში გლუკოზის რაოდენობა იზრდება. ეს კი კატასტროფაა, თუ დიეტაზე ხართ და გახდომას აპირებთ, რადგან ამ დროს იმატებს ინსულინის დონე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმოვან ქსოვილებში ზედმეტი ცხიმის “ჩალაგებას”. რჩევა: შეებრძოლეთ უძილობას. დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწექით. დღის განმავლობაში გამოძებნეთ ერთი საათი მაინც, რომ წაუძინოთ. მიგაჩნიათ, რომ სპორტი საკმარისია გახდომისთვის? ეს არასწორია. შეიძლება მთელი დღე უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვებითა და ვარჯიშით იყოთ დაკავებული, მაგრამ თვალსა და ხელს შუა სუქდებოდეთ. ყველაფერი საკვების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ კალორიების რაოდენობა, რომელსაც ხარჯავთ ფიზიკური ვარჯიშების დროს, გაცილებით ნაკლებია კალორიებზე, რომელსაც იღებთ საკვები პროდუქტებით, მაშინ, რასაკვირველია, გასუქდებით. რჩევა: აკონტროლეთ კალორიები. ნუ შეჭამთ ზედმეტად კალორიულ საკვებს. ცუდი კულინარი ხართ და ხშირად იყენებთ ნახევარფაბრიკატებს? შედეგად – სუქდებით. საქმე ისაა, რომ ნახევარფაბრიკატები მაღალკალორიული პროდუქტებისაგან მზადდება, თანაც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს. ალბათ არაერთხელ შეგინიშნავთ, რომ ნახევარფაბრიკატების მაღაზიაში ნაყიდი კატლეტები გაცილებით ბევრ ცხიმსა და პურს შეიცავს, ვიდრე ხორცს. რჩევა: ისწავლეთ საჭმლის მომზადება. ეცადეთ, მეტი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი გამოიყენოთ. ეს ძალიან გემრიელი და გაცილებით სასარგებლოა. უპასუხისმგებლო და უნებისყოფო ხართ? სწორედ ამიტომ, ხანგრძლივი დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, სწრაფად მოიმატეთ წონაში, რადგან დაუბრუნდით კვების ჩვეულ წესს. ასე არ შეიძლება. რჩევა: თუ გახდომა გადაწყვიტეთ და დაიწყეთ შესაბამისი პროგრამის შესრულება, შეეცადეთ, დაკლებული წონა შეინარჩუნოთ, გამოიჩინეთ ნებისყოფა და არ მოეპყრათ საკუთარ თავს უპასუხისმგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.

wyaro:janmrteloba.info

რა შეცდომებს უშვებენ წონაში დაკლებისას

227783_180106168780118_1266524741_nცელულოზის შემცველ საკვებს მიირთმევთ და შარდმდენ ჩაის სვამთ, რათა წონაში დაიკლოთ? ან ცხიმების დამწველ საშუალებებს იღებთ და გული მიგდით სამსაათიანი ფიტნესმარათონის შემდეგ? ე.ი. გახდომასთან დაკავშირებული მითების მახეში გაებით. მოდით, გავერკვეთ ყველაფერში. ყველაზე მოკლე გზა – შიმშილი ამ გზით გაჯანსაღება შესაძლებელია, მაგრამ წონაში დაკლება – არა. შიმშილის შემთხვევაში თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, წონაში სწრაფად იკლებთ, მაგრამ ცოტა ხანში ორმაგს იმატებთ და უკვე ძალიან გიჭირთ ფორმაში ჩადგომა. თუ ძალიან გსურთ იშიმშილოთ, ეცადეთ, ეს ორ-სამ დღეზე მეტხანს არ გააგრძელოთ. მთავარი მტერი – ქოლესტერინი საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ და უარი არ თქვათ ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებზე. მათი რაციონიდან საერთოდ გამორიცხვა ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას, მამაკაცებში კი ლიბიდოს შესუსტებას იწვევს. ქოლესტერინი ხომ ამოსავალი ნედლეულია სქესობრივი ჰორმონების წარმოებისათვის. კუჭის მოტყუება შესაძლებელია ცელულოზის შემცველი საკვები კუჭის შევსების ცრუ შეგრძნებას ბადებს, ორგანიზმიდან კი მეტად საჭირო და სასარგებლო ნივთიერებებსა და მინერალებს გამოდევნის. ამასთან, შეკრულობის მიზეზიც ხდება. ცელულოზის მირთმევისას კუჭი თითქოს სავსეა, მაგრამ შიმშილის გრძნობა კვლავ გიტევთ. წონაში დასაკლები მცენარეული ჩაი უვნებელია აბსოლუტურად უვნებელი პრეპარატები არ არსებობს. თუ ეტიკეტზე მოცემულ უკუჩვენებებს არ წაიკითხავთ, შესაძლოა, საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რა არის გასტრიტი და ქრონიკული ფაღარათი. ასეთი ჩაის მიღებიდან ათი დღის შემდეგ დიდი ალბათობაა, დაგეწყოთ მუცლის ტკივილი, ძმარვა და კუჭის ხშირი მოქმედება. ვეგეტარიანობა ჭარბი წონისგან გვიცავს ყოველთვის – არა. ვეგეტარიანული საკვებისგან გასუქებაც კი შეიძლება, თუ კალორიებს არ დაითვლით და ზედმეტს მიირთმევთ. უფრო მეტიც, ცხოველურ ცილებზე უარის თქმა არა მარტო ჯანმრთელობაზე აისახება უარყოფითად, არამედ გონებრივ შესაძლებლობებზეც. საფაღარათო საშუალებები ორმაგად სასარგებლოა – ორგანიზმს წმენდს და წონაში ვიკლებთ ერთჯერადი მიღებით ორგანიზმს ნამდვილად გაწმენდთ, მაგრამ ყოველდღიური ოყნებითა და საფაღარათო საშუალებებით ნაწლავებს დიდ დარტყმას აყენებთ – შესაძლოა, ბუნებრივი მიკროფლორის გარეშე დატოვოთ. წონაში დაკლება ხილითა და ბოსტნეულით სასარგებლოა მხოლოდ სალათებითა და ხილით კვება ორგანიზმს ცილებისა და ცხიმების გარეშე ტოვებს, ადამიანს მუდმივად შიმშილის გრძნობა აქვს და ამის გამო გადაჭარბებულად მიირთმევს, რაც კუჭის გადიდებას იწვევს. შიმშილის გრძნობა საშინელებაა და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, როგორ აღმოჩნდება თქვენს თეფშზე სალათის ფურცლებისა და ფორთოხლის ნაცვლად შებრაწული ქათმის ბარკალი. თუ საღამოს 6 საათის შემდეგ არ შევჭამთ, წონაში დავიკლებთ რასაკვირველია, თუ სამსახურს 17.00-ზე ამთავრებთ და ნახევარ საათში სახლში ხართ, ამ წესის დაცვა არ გაგიჭირდებათ, მაგრამ, თუ სახლში ცხრაზე ადრე ვერ ბრუნდებით, დასაძინებლად კი ღამის 12 საათის შემდეგ წვებით, მაშინ ასეთი რეჟიმი თქვენთვის არარეალურია. ასეთ შემთხვევაში ერთი წესი მკაცრად უნდა დაიცვათ – საკვების ბოლო ულუფა დაძინებამდე 3-4 საათით ადრე მიირთვით.

wyaro:janmrteloba.info

გალერეა

ფოტო-მოტივაცია

This gallery contains 15 photos.

სახტუნელა – მარტივი ტრენაჟორი

3d6c34caf3f2a2b24e444a13fa4a5244სახტუნელით ხტუნვა ძალიან მარტივია, ბევრად მარტივი, ვიდრე ველოსიპედით ვარჯიში. გარდა იმისა, რომ ხტუნვა სახალისოა, სასარგებლოც არის.სახტუნელით ხტუნვა ზედმეტ კილოგრამებს თამაშ-თამაშით მოგაშორებთ. ხტუნვა განავითარებს ამტანობას, გაამაგრებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემას, ავარჯიშებს ფეხისა და სხვა კუნთებს. ცხიმის დაწვა ხტუნაობით ბევრად უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ველოსიპედით, ჩოგბურთითა და ცურვით ვარჯიშისას.

70 კგ წონის ჩვეულებრივი ადამიანი ერთი საათის ვარჯიშის განმავლობაში ხარჯავს 720 კალორიას (წუთში თუ 120-140-ჯერ ახტება).

სახტუნელა მარტივი ტრენაჟორია, რომლის გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ – მიუხედავად სიმარტივისა, ეს ორგანიზმისთვის საკმაოდ მძიმე დატვირთვაა.

როგორ გამოვიყენოთ სახტუნელა

სირბილის დაწყებისას ირჩევთ ნელ ტემპს ან სწრაფ სიარულს. სახტუნელათი ხტუნაობას კი თავიდანვე მაღალი ტემპით იწყებთ და წუთში დაახლოებით 72 ბრუნს აკეთებთ.

ნახტომის მაღალი ტემპის გამო სწრაფად იმატებს გულის შეკუმშვის სიხშირე და პირველი სამი წუთის განმავლობაში ორგანიმზი ანაერობის რეჟიმში მუშაობს, რაც კუნთებში ჟანგბადის უკმარისობას ნიშნავს.

ეს მაჩვენებელი ანალოგიურია მაქსიმალური სისწრაფით სირბილისა. ხტუნაობიდან ექვსი წუთის შემდეგ, ჟანგბადის მოთხოვნილება და მისი მიწოდება თანაბრდება – დატვირთვა საშუალო სისწრაფით სირბილის ეკვივალენტი ხდება.

სახტუნელათი ხტუნაობა ხელს უწყობს ძალის განვითარებას და ფეხის კუნთების ამტანობას. ასეთი აერობული დატვირთვა აუმჯობესებს მოქნილობას და მოძრაობების კოორდინაციას, ავითარებს ვესტიბულაციის აპარატს.

მოკლედ, ეს ვარჯიშები საკმაოდ ეფექტურია, ერთდროულად ავარჯიშებს ჩვენი ორგანიზმის ბევრ სისტემას და რაც მთავარია ხსნის სტრესს, ვინაიდან ნახტომის დროს ჩვენ ბედნიერების ჰორმონს გამოვიმუშავებთ.

ვინ უნდა მოერიდოს სახტუნელას

ვინაიდან სახტუნელა ინტენსიური ვარჯიშია, არსებობს განსაზღვრული ნორმებიც.

1. არ შეიძლება ხტუნაობა დანაყრების შემდეგ და შაკიკის შეტევის დროს.

2. ხტუნაობა მიუღებელია გულით დაავადებულთათვის. ვინაიდან ხტუნაობისას იმატებს პულსი და წნევა.

3. სახტუნელა დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს ხერხემალთაშორისი ხრტილებისა და სახსრების პრობლემა.
ვარჯიშის დაწყებამდე საჭიროა საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

“ტრენაჟორის” შერევა

სახტუნელის შერჩევისას ყურადღება მის დიამეტრს მიაქციეთ. ოპტიმალურია 0,8-09 სმ.

სახტუნელა სწორედ ასე უნდა შეარჩიოთ: ბოლოებს ხელი მოჰკიდეთ, შუა ადგილას ფეხები დააბიჯეთ, სახტუნელა დაქაჩეთ სხეულის გასწვრივ.

ამასთან სახელურები იღლიებქვეშ ან ოდნავ ქვემოთ უნდა იყოს. თუ სახტუნელა ზომაზე მეტად გრძელია, მაშინ გაგიჭირდებათ მოძრაობის კონტროლი, თუ მოკლეა – მოგიწევთ ფეხების აკეცვა.

დრეს-კოდი

ვარჯიშის დროს ჩაიცვით შემოტმასნილი კოსტიუმი. ტანსაცმელში სახტუნელა არ გაიბლანდება და ბრუნვაშიც ხელს არ შეგიშლით.

აუცილებლად ჩაიცვით სპეციალური ბიუსტჰალტერი სპორტისთვის, მიუხედავად იმისა, მომცრო მკერდი გაქვთ თუ ბიუსტჰალტერს საერთოდ არ ატარებთ.

შეგიძლიათ ფეხშიშველმა ივარჯიშოთ. ამ შემთხვევაში წვივს მოადუნებთ, ხოლო თუ ფეხსაცმელი გაცვიათ, წვივი მუდამ დაძაბული გექნებათ.

თუმცა სპორტული ფეხსაცმელი კარგი ამორტიზატორია – დაიცავს თქვენი ფეხის თითებს ხტუნაობისას, ხოლო ტერფებს სახტუნელის მოხვედრისგან, რაც საკმაოდ მტკივნეულია.

რამდენჯერ ვიხტუნაოთ?

მუდმივი დადებითი ეფექტი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემატურად ივარჯიშებთ და გრაფიკს მკაცრად დაიცავთ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის განსავითარებლად, აუცილებელია ერთდროულად 15 წუთი ივარჯიშოთ, კვირაში არანაკლებ 3-ჯერ მაგრამ თუ თქვენი მიზანი გახდომაა, მაშინ ვარჯიშის დროს, შეუჩერებლად 30 წუთი უნდა იხტუნაოთ.

თუ სპორტს დიდი ხანია თავი დაანებეთ, ხტუნაობის წინ ძუნძულით ირბინეთ. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმის დატვირთვისთვის მომზადებაში და თანდათან მოიმატებს გულის შეკუმშვის სიხშირე.

კუნთების გასახურებლად თავიდან ნელა იხტუნავეთ, შემდეგ კი ტემპს მოუმატეთ.

არასდროს დახტეთ იატაკზე მთელი ტერფით, მხოლოდ თითებზე დაეშვით, ქუსლები იატაკს არ უნდა შეეხოს. იხტუნავეთ, სანამ არ მოეშვებით. თუკი თქვენთვის ხტუნაობა დამღლელია, იხტუნავეთ, სანამ გსიამოვნებთ და სუნთქვა არ აგიჩქარდებათ. შეარჩიეთ მინიმალური ტემპი.

გასაკონტროლებლად 6 წამის განმავლობაში დაითვალეთ პულსის სიხშირე და შემდეგ 10-ზე გაამრავლეთ. პულსისა და სუნთქვის აღსადგენად, შეწყვიტეთ ვარჯიში და 1-2 წუთი გაიარ-გამოიარეთ.

wyaro:marao.ge

4 მარტივი ვარჯიშით მშობიარობის შემდეგ ლამაზ მუცელსა და მოხდენილ წელს დაიბრუნებთ

3730095b8ec514030be6a08adeb26a3dყველა ქალს ეშინია მშობიარობის, ზოგს – ტკივილების, ზოგს კი – მშობიარობის შემდეგ ფორმის დაკარგვის. ბევრი რომც არ მოგემატათ წონაში, თქვენი წელი და მუცელი ორსულობის შემდეგ ფორმას მაინც დაკარგავდა. როგორ დავიბრუნოთ სხეულის მოხდენილი ფორმები?

შეგვიძლია გავაკეთოთ 4 საკმაოდ მარტივი ვარჯიში, რომლის შესრულებასაც უნდა მხოლოდ მოთმინება და იმის სურვილი, უკეთესად რომ გამოვიყურებოდეთ.

1. დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე დადგით, ხელები ტანის გასწვრივ. შეკარით მუშტები და ღრმად შეისუნთქეთ. ამოსუნთქვის დროს ღრმად შესწიეთ მუცელი და გამოწიეთ მკერდი. ამავე დროს მოხარეთ მუხლები და ხელები წინ გასწიეთ. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და ჩაისუნთქეთ. გაიმეორეთ 8-10-ჯერ.

2. დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხები წვერებით წინ. წამოიწიეთ ისე, რომ ხელებით ფეხის თითებს შეეხოთ. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.

3. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, გასწიეთ ოდნავ განზე. ხელები თავქვეშ ამოიდეთ და უყურეთ ჭერს. ახლა ამოისუნთქეთ და ასწიეთ წელი. გაჩერდით ამ პოზიციაში, 6-ჯერ დაითვალეთ, დაუბრუნდით საწყის პოზიციას და ჩაისუნთქეთ. გაიმეორეთ 10-12-ჯერ.

4. დაწექით ზურგზე, წამოიწიეთ და მარჯვენა მუხლი თქვენსკენ მოიზიდეთ, პარალელურად კი მარცხენა ხელის მუშტი ძირს შეახეთ. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და იგივე გააკეთეთ მარცხენა მუხლითა და მარჯვენა ხელის მუშტით. გაიმეორეთ 10-12-ჯერ.

თუ ამ ვარჯიშებს ყოველდღიურად (უკეთესია, თუ დღეში რამდენჯერმეც) შეასრულებთ, უახლოეს დროში საუკეთესო შედეგს მიიღებთ და თავდაჯერებულობა აღარასოდეს მიგატოვებთ.

wyaro:marao.ge

11 მარტივი რჩევა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

1)მიირთვით მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები:ხილი,ბოსტნეული,თევზი,უცხიმო ხორცი.სვით ახალგამოწურული წვენები;

2)იმოძრავეთ მეტი!ფიზიკური აქტიურობა -ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. დღეში 20 წუთიანი ვარჯიშიც კი აუმჯობესბს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს სუნთქვას;                                                                                                    3)მიიღეთ ვიტამინები;( მაგ., დრაჟე, C ვიტამინის აბები)                                                    4)აკონტროლეთ წონა;                                                                                                            5)მოერიდეთ სპირტიან სასმელებს და თავი დაანებეთ სიგარეტს;( მართალია სათქმელად ადვილია,მაგრამ რეალურად რთული შესასრულებელი)                                6)პერიოდულად გაიკეთეთ ანალიზები;                                                                                7)ძალიან ფრთხილად იყავით წამლებთან;                                                                          8)ეცადეთ თავი არიდოთ სტრესულ სიტუაციებს;                                                                9)ყოველ საღამოს აბაზანები შველის სტრესის მოხსნას;                                                    10)კარგად გამოიძინეთ;

11)ნუ გაექცევით ხალხთან კონტაკტს! ხალისიანი ,კომუნიკაბელური ადამიანები უფრო დიდხანს და ჯანსაღად ცხოვრობენ.

This slideshow requires JavaScript.