იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით!

დღეს გადავწყვიტე სააგიტაციო კლიპი გადამეღო,რომლის საშუალებითაც ყველას ვურჩევდი იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით.ამიტომ დახმარება ვთხოვე ბავშვებს, რომლებიც სიამოვნებით დამთანხმდნენ და ჩვენ ყველამ ერთად მოვუწოდეთ ჩვენს თანატოლებს(არა მარტო მათ) იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ბრაზილიური დიეტა-მინუს 5 კილო

N1378488340365202kviriani_dieta
ამ დიეტის წყალობით 2 კვირაში 4-5 კილოს დაიკლებთ
პირველი დღე
3 მოხარშული კვერცხი,1 ვაშლი და ფინჯანი ყავა(მთელი დღის განმავლობაში).

მეორე დღე
3 მოხარშული კვერცხი,2 გრეიპფრუტი,ყავა ან ჩაი(მთელი დრის განმავლობაში).

მესამე დღე
საუზმე-2 მოხარშული კვერცხი.
სადილი-100 გ მოხარშული ხორცი,მჟაუნას სუპი. Continue reading

გილოცავთ

23 ნოემბერია.გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული.
77_397_701869_wmindagiorgiw
მინდა ყველა ქრისტიანს მივულოცო ეს დღე,ბედნიერება ,სიხარული და რაც ყველაზე მთავარია ჯანმრთელობა ვუსურვო.როცა ჯანმრთელობა გაქვს ყველაფერი მიღწევადია.
განსაკუთრებით თქვენ გილოცავთ ჩემი ბლოგის მკითხველებო ,მიუხედავად იმისა ,რომ არ გიცნობთ,მაინც ძალიან მიყვარხართ.თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად ბედნიერი ვარ ,როდესაც თითოეული თქვენგანის კომენტარს ვკითხულობ.ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ და სწორედ ამიტომ მინდა გისურვოთ ყველა თქვენი ნატვრის ახდენა.

წმინდა გიორგის შევთხოვ:
ყველა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს უთხრან, რომ ის განიკურნა.
ყველა ჯარისკაცის დედას უთხრან ,რომ მისი შვილი ჯანმრთელი ბრუნდება სახლში.
ყველა ბავშვს აუსრულდეს სანუკვარი ოცნება.
ყველა უსახლკაროს ქონდეს სახლი.
ყველა უშვილო წყვილს უთხრან, რომ მალე მშობლები გახდებიან.
ყველა იმედგაცრუებული მიხვდეს, რომ იმედი ბოლოს კვდება.
ყველა ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბავშვს უთხრან, ჩაიცვი სახლში მიდიხარ.

P.S  ბოლოს მინდა ჩემს ოჯახს მივულოცო ეს დღე ,ყველა ჩემ ძვირფას ადამიანს და ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება.(შენც გილოცავ ჩემო თავო,იბრძოლე და ყველა ოცნება ერთ დღეს რელობად იქცევა)

ძალადობა ზიანს აყენებს ჯანმრთელობას..!

2013 წლის 21 ნომებერს, ქ.გორის მე-10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ჩაატარა ღონისძიება,რომელიც ეძღვნებოდა ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ დღეს-19 ნოემბერს.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა სლაიდი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბავშვებზე ძალადობის შესახებ.მოწვეული იყვნენ სტუმრები,რომლებმაც შთაბეჭდილების ხეზე დაგვიტოვეს თავიანთი მოსაზრება ღონისძიების შესახებ.
მე როგორც ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატმა, ამ ღონისძიებაზე ყურადღება გავამახვილე იმ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პრობლემებზე ,რომელიც შეიძლება ბავშვს ქონდეს თუ იგი მუდმივად იქნება ძალადობის მსხვერპლი

ველოსიპედი-ჯანმრთელობა

ყველაზე მეტად რასაც ვნანობ ჩემი ბავშვობიდან ისაა რომ ველოსიპედით სიარული ვერ ვისწავლე 😦 (შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ასეა 😀 )
images

დღეს მინდა გესაუბროთ  სარგებლობაზე,რომელიც შეუძლია ველოსიპედმა მოუტანოს  ჩვენს ჯანმრთელობას.
couple-on-bikes-iStock_000007983929XSmall1-300x199
ველოსიპედი უხმაუროა, გარემოს არ აბინძურებს,გამონაბოლქვის უქონლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ველოსიპედი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.ის „ბრიტანელებს ნაადრევი სიკვდილისა და, საერთოდ, სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზისგან — გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს“, — აღნიშნავს ადრიან დევისი, მრჩეველი სატრანსპორტო საკითხებში.
გამოკვლევამ ცხადყო, რომ ველოსიპედით სიარული ტვინს ისეთი ქიმიკალიებით ამარაგებს, როგორიცაა ენდროფინები, რომელიც ადამიანს კარგ გუნება-განწყობილებაზე აყენებს და ხელს უწყობს, უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს.
mujer-en-la-bici-15527457

ფრემბურთის ჩემპიონატი

დღეს, 18 ნოემბერს, ქალაქ გორის მე-10 საჯარო სკოლაში ფრემბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა ,რომლის გამარჯვებულიც მე-11 კლასი გახდა და მეც შევიტანე ჩემი პატარა წვლილი ამ გამარჯვებაში.

ყავის დიდი რაოდენობით მიღება მავნებელია ჯანმრთელობისთვის!

index
ყავა ნარკოტიკიაო დედაჩემი მეტყვის ხოლმე,თუ მიეჩვია მთელი ცხოვრება მასზე იქნები დამოკიდებულიო.
ძალიან ბევრი ინფორმაცია ვნახე ამ თემასთან დაკავშირებით და დედაჩემის ვარაუდი გამართლდა.მეცნიერებმა ისიც დაადგინეს ,რომ ყავა არამარტო დამოკიდებულებას იწვევს, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება.
ყავა მავნებელია გულისათვის.მისი დიდი რაოდენობით მიღება ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
fd2df948ecd9a3540a013fc8a007213e
ყავა ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის მომატებას.
ყავა ტოვებს ნადებს კბილებზე და ხელს უწყობს კბილებზე ყვითელი ნადების წარმოქმნას.
Continue reading

როგორ აღვნიშნეთ დიაბეტის საერთაშორისო დღე

როგორც წინა პოსტში დავწერე 14 ნოემბერი დიაბეტის საერთაშორისო დღეა.ამ დღის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ წინა პოსტში

იმის შესახებ კი თუ როგორ ავღნიშნეთ ეს დღე იხილეთ ვიდეო.

1420142_1437890993099499_670982890_n 1456852_1437891006432831_184550781_n
ცოტა ხალისისთვის კი უყურეთ ამას: