GE EN
სხვა სიახლეები
გრძელვადიანი საცალო ანაბრების 80% უცხოურ ვალუტაშია

სებ-ის ინტერაქტიული მიმოხილვით, სავალუტო ანაბრების წლიური ზრდის ტემპი 1.1%-ით გაიზარდა. ლარში კი პირიქით, ბოლო საანგარიშო, მარტის თვის სტატისტიკით, ზრდის ტემპი 0.8 პროცენტული პუნქტით შენელდა.ეროვნულ ვალუტაზე, ფიზიკური პირების გრძელვადიანი დეპოზიტების (ვადა: 5-დან,10 წლამდე) მხოლოდ 19% მოდის. საცალო მეანაბრეების 5-10 წლიანი დანაზოგი 51.3 მლნ ლარია. დანარჩენი >80% კი სავალუტო  ანაბრებია. 269 მლნ ლარიდან, 217 მლნ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარსა და ევროში).სულ, საბანკო სექტორშო Q1/2024-ის მდგომარეობით 14.2 მლრდ ლარი საცალო ანაბრებია.ბანკების რეიტინგი ფიზიკური პირების დეპოზიტებით

1716224981

სებ-ი ბსბ-ზე ისევ გააქტიურდა

ამასთან გარიგებების რაოდენობა 2%-მდეა გაზრდილი, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 40%-ს აღწევდა.სავალუტო ბაზარზე აქტივობების 98.7% სპოტ გარიგებებზე მოდის და $2.99 მილიარდს შეადგენს.საქართველოს ეროვნული ბანკის წილი მთლიან ვაჭრობაში 4.3% იყო. Bmatch-ზე კი $128 მილიონამდე შეისყიდა.სებ-ის წილი მთლიან სავალუტო ვაჭრობაში თვეების მიხედვით (2024-2023)

1716219660

ცესკოს თავმჯდომარემ XII გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდ...

დემოკრატიული პროცესები და საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ამ მიმართულებით, ქვეყნების გამოცდილების განხილვა, გამოწვევები, რეფერენდუმის დაგეგმვა, ჩატარება და მისი მნიშვნელობა - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის - სახელწოდებით „ძლიერი ინსტიტუციები: პირდაპირი დემოკრატიის წინსვლა, ხელშეწყობა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხედვა“ ნაწილში მხარეებმა განიხილეს. მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რუმინეთისა და მექსიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაში გიორგი კალანდარიშვილმა სხვადასხვა მიმართულებით ვრცლად ისაუბრა. მათ შორის, პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ხაზი გაუსვა დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა უფლებამოსილებისა და ამომრჩევლების უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობებს და ისაუბრა ამ პროცესის მნიშვნელობაზე არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის ნაწილში. კალანდარიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მან ფართო აუდიტორიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ცესკოს მიერ გამოყენებული საშუალებების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებ, ასევე ინფორმირებული ამომრჩევლის მნიშვნელობაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც როგორც მან აღნიშნა დეზინფორმაციით არასწორი აღქმების ჩამოყალიბების პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.პანელური სესიის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიურ ინტერვენციასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. დისკუსიის ბოლოს კალანდარიშვილმა საარჩევნო კულტურის განვითარებაზე, ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კულტურის განვითარება და ინფორმირებული ამომრჩეველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.ამასთანავე, ფორუმის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუმინეთის მუდმივმოქმედ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - ტონი გრებლას შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ამავდროულად გაიმართა მეორე შეხვედრაც, რომელსაც საქართველოს გარდა ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიც. აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 6-9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის და რუმინეთის ადგილობრივი არჩევნების მზადების პროცესზე, რომელსაც საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები შესაბამისი მოწვევის საფუძველზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდებიან.15-18 მაისის გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური სესია საარჩევნო საკითხებზე, რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) მიერ იყო ორგანიზებული.

1716216480

დღეიდან თიბისის მობილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტ...

მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით.გადარიცხვა შესაძლებელია:1. თიბისის ბარათიდან ნებისმიერი სხვა საქართველოში მოქმედი ბანკის ბარათზე2. სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე.3. სხვა ბანკის ბარათიდან ისევ სხვა ბანკის ბარათზე.4. ციფრული საფულიდან, apple pay/google pay-ს მეშვეობით თანხის დამატება თიბისის ბარათზე.თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებიდან იქნება შესაძლებელი 24/7-ზე.გადარიცხვა აუცილებლად უნდა შესრულდეს “საკუთარ ანგარიშზე” ღილაკის გამოყენებით, რომ თანხა მომენტალურად აისახოს. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ლარის ვალუტაში და თითო გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარია.ამ ფუნქციონალით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი სარგებლობდეს თიბისის მობილბანკით.

1716210694

მწარმოებელთა ფასების ინდექსი აპრილში თ.თ. 0,8%–ით, ხოლო წ.წ. – 5,9%–ით...

2024 წლის მარტთან შედარებით ფასები 9.0 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.52 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9 პროცენტი), რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება სასმელებზე (1.9 პროცენტი) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიური პროდუქტებზე (10.1 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 3.6 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 19.7 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (21.8 პროცენტი);• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.68 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.0 პროცენტი) და სასმელები (9.5 პროცენტი);• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 9.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.91 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 8.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

1716208812

ირანის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

„ღრმა მწუხარებით და დიდი გულისტკივილით ვიუწყებით ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის აიათოლა სეიედ ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის მოწამეობრივ დაღუპვას 2024 წლის 19 მაისს, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის დროს.პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მდინარე არასზე კაშხლის გახსნის ოფიციალური ცერემონიიდან ბრუნდებოდნენ. მათ ცხოვრება მიუძღვნეს  ხალხისადმი სამსახურს და  მათმა წვლილმა წარუშლელი კვალი დატოვა ირანის ისტორიასა და ამ ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე.ამ სამწუხარო ინციდენტის დროს ასევე მოწამებრივად დაიღუპნენ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალექ რაჰმათი, თავრიზის პარასკევის იმამი მუჰამედ ალი ალ-ჰაშემი, პრეზიდენტის დაცვისა და  ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები.ირანის საელჩო ამ მწუხარების დროს, გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ირანელ ხალხს. ჩვენ, როგორც მგლოვიარე ერი ერთად ვდგავართ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა მემკვიდრეობას, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა  ირანის ისლამური რესპუბლიკის წინსვლასა და კეთილდღეობას.ამ მწუხარების დროს, ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ერთიანობა და მონდომება  გარდაცვლილი ლიდერების გზის გასაგრძელებლად, ირანისა და ამ ქვეყნის ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის.დაიმკვიდრონ სამუდამო განსასვენებელი მათმა სულებმა“, – ნათქვამია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში. 

1716198912