განსხვავება კონტინენტურ და ანგლოამერიკულ სამართლის სისტემებს შორის

primer-on-uae-civil-code-29-638

თანამედროვე მსოფლიოში მოქმედი სამართლებრივი სისტემები იყოფა სამართლებრივი ოჯახების მიხედვით. გამოყოფენ კონტინენტური ევროპისა და ანგლოამერიკული სამართლის ოჯახს. კონტინენტური ევროპის ოჯახი ჩამოყალიბდა, რომაული,გერმანული და კანონიკური ტრადიციების საფუძველზე (Civil Law). ინგლისისა და ინგლისური გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების სამართლებრივი სისტემები აყალიბებენ ანგლოამერიკული სამართლის ოჯახს (Common Law).

  • კონტინენტურ ევროპაში პოზიტიური კანონმდებლობა არის სამართლის წყარო. ანგლოამერიკულში– კი სასამართლო პრეცედენტი (არსებითი განსხვავება).
  • კონტინენტურ ევროპის სამართალში პრეიუდიციებს არ აქვთ მბოჭველი ძალა. ანგლოამერიკულში- კი მოსამართლე შებოჭილია სამოსამართლო სამართლით. (საქ.კონსტიტუცია: „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს).

შეფარდებისას ამერიკელი იურისტი დაკავებულია არა იმდენად კანონის შინაარსის, არამედ ამ შინაარსის შესახებ არსებული პრეცედენტების გარკვევით. მისთვის კანონის შინაარსი არის ის, რასაც ამ კანონის შესახებ ამბობს უზენაესი სასამართლო.

  • შედარებით უმნიშვნელოა კონტინენტურ ევროპასა და ანგლოამერიკულ ოჯახს შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი განსხვავება. ეს ეხება ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტებს. საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვა კონტინენტური ევროპის ქვეყნებში უფრო “იაფია”, ვიდრე ანგლოამერიკულში.
  • კონტინენტური ევროპისა და ანგლოამერიკული სამართლის ოჯახებს შორის განსხვავება, ეფუძნება იურიდიული აზროვნების წესსა და მეთოდებს. საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარება მოითხოვს საკანომდებლო ცვლილებებსაც. ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახის ქვეყნებში საზოგადოების ცვლასთან ერთად მოსამართლეები სამართლის სინქრონიზაციასაც ახორციელებდნენ, როცა ევროპის ქვეყნებში სამართლის სისტემის ერთიანობის ერთადერთი საშუალება იყო კოდიფიკაცია.
  • კონტინენტური ევროპის იურიდიულ აზროვნებას ახასიათებს მეცნიერული სტილი. ინგლისში კი ბატონობდა აზროვნების სამოსამართლო სტილი. კონტინენტურის იურიდიული აზროვნების წესი დედუქციურია – მიმართულია ზოგადიდან კონკრეტულისკენ. ანგლოსაქსური- კი პირიქით, ინდუქციურია– მიმართულია კონკრეტულიდან ზოგადისკენ (კონკრეტული შემთხვევიდან აყალიბებენ ზოგად პრინციპებს).დღესდღეობით ეს განსხვავება ქრება. შეიცვალა მოსამართლეთა როლიც, კონტინენტურ ევროპაში სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიების გავლენით ამაღლდა მოსამართლეთა როლი, ინგლისსა და აშშ-ში პირიქით, შესუსტდა და მის ადგილს ნელნელა იურიდიული მეცნიერება და პოზიტიური სამართალი იკავებს.

მოწმე- უფლებები და ვალდებულებები

  • rightsვინ  შეიძლება იყოს მოწმე?
    მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფლობს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეზე გარემოების დასადგენად.ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის მოწმე პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით
  • მოწმეს უფლება აქვს:
    1) იცოდეს, რა ფაქტთან დაკავშირებით არის გამოძახებული დაკითხვაზე.
    2)თუ სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მის მშობლიურ ენაზე.ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო სრულიად აანაზღაურებს.
    3)გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს,
    მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
    4) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის
    ახლო ნათესავს;
    5) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
  • მოწმე ვალდებულია:
    1) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
    2) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
    3) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები,
    თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;
    4) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;
    5) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო
    სხდომის დარბაზი
  • ვის აქვს მოწმის სახით დაკითხვაზე უარის განცხადების უფლება:
    ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო)
    საიდუმლოების დაცვა;
    2) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან
    გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ
    მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;
    3) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ
    გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;
    4) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის
    პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც
    გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და
    სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
  • მოწმის ჩვენება
    1. მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს
    წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური
    ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას,
    დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
    2. თუ მოწმის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს,
    მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების (ჩვენებების) დაუშვებელ
    მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.

  • სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით, უფლებებითა და
    მოვალეობებით სარგებლობენ ასევე: გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული,
    დაზარალებული, ექსპერტი და თარჯიმანი.
    სასამართლოში მოწმე დებს სამოქალაქო ან რელიგიურ ფიცს. ფიცის დადებამდე მოწმეს
    უხსნიან ფიცის მნიშვნელობას და აფრთხილებს მას საქართველოს სისხლის სამართლის
    კოდექსის 370-3711 მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი
    პასუხისმგებლობის თაობაზე.

 

მე-ომბუდსმენი 2013

„მე – ომბუდსმენი“ არის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსი 13–18 წლის ახალგაზრდებისთვის.გუნდები, რომლებიც დაკომპლექტებულია 2-2 მოსწავლისაგან, 3 სხვადასხვა სირთულის ეტაპს გადიან. პირველი 2 ტური ინტერნეტის მეშვეობით ტარდება. გუნდებმა განსაზღვრულ დროში უნდა უპასუხონ ტესტურ კითხვებს, რის შემდეგაც გამოვლინდება 10 საუკეთესო გუნდი, რომელიც მე-3 ტურში გააგრძელებს ასპარეზობას.

მე-3 ტურში მონაწილე გუნდებს ევალებათ სახალხო დამცველის ოფისში, 3 საათის განმავლობაში, განიხილონ კაზუსი. ნაშრომებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს და გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს.
2013 წელს რეგისტრაცია გაიარა 490 გუნდმა (ანუ 980-მა მოსწავლემ). ამათგან მხოლოდ 3-მა გუნდმა  (6-მა მოსწავლემ) მოახერხა საპრიზო ადგილზე გასვლა. მათ შორის მეც ^_^
I ადგილი- 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. (გუნდის თოთოეულ წევრს)
II ადგილი 700  ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. (გუნდის თოთოეულ წევრს)

III ადგილი 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. (გუნდის თოთოეულ წევრს)

PicMonkey Collage1102399_695704610461051_1065307524_o1736853_695704333794412_604645117_o

კონსტიტუციური სამართლის მოკლე ლექსიკონი (ა)

ადვოკატი– პირი, რომელიც სამართლებრივ დახმარებას, იურიდიულ კონსულტაციას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე წარმოადგენს ბრალდებულის დამცველს.დამცველის ანუ ადვოკატის დახმარების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად “დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა გენემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს”. ადვოკატის სტატუსსა და საქმიანობას არეგულირებს კანონმდებლობა. ადვოკატი არის პირი, რომელმაც მიიღო ადვოკატის სტატუსი და უფლება განახორციელოს ადვოკატის საქმიანობა. ის წარმოადგენს დამოუკიდებელ მჩეველს სამართლებრივ საკითხებში.

არჩევნები– ფორმა, რომლითაც ხალხის მიერ ხდება შესაბამისი ნების გამოვლენა და პირთა ან პირთა ჯგუფის არჩევა შესაბამის საჯარო თუ კანონით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობაზე. არჩევნების მეშვეობით მოქალაქეები ახორციელებენ სახელმწიფოს ან დაწესებულების , ორგანიზაციის მართვა-გამგებლობაში მონაწილეობის უფლებას.საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. არჩევნები შეიძლება იყოს საყოველთაო და ნაწილობრვი, საერთო სახელმწიფოებრივი და  ადგილობრივი , საპრეზიდენტო და საპარლამენტო, მორიგი, დამატებითი, განმეორებითი, პირდაპირი და არაპირდაპირი,პროპორციული და მაჟორიტარული და ა.შ.
აკრედიტაცია-მოცემულ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი Continue reading

ჯინსების თაობის სატკივარი

Image

სიკვდილით დასჯა საკმაოდ გავრცელებული სასჯელი იყო საუკუნეების განმავლობაში. ერთ-ერთი  უძველესი  ძეგლი „ჰამურაბის კანონები“ სხვადასხვა დანაშაულისთვის სხვადასხვა სახის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. შუა საუკუნეების ისტორიულ წყაროებში და უფრო მოგვიანებითაც, საკმაოდ ხშირად ვხვდებით სიკვდილით დასჯას. მაგ: ინგლისში მე-18 საუკუნეში სიკვდილით 222 დანაშული ისჯებოდა. პირველად სიკვდილით დასჯა 1786 წელს ტოსკანის ჰერცოგმა ლეოპოლდ ||-მ გააუქმა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად ტოსკანაში 2000 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავენ 30 ნოემბერს, როგორც სიკვდილით დასჯის გაუქმების დღეს. აშშ-ში მიჩიგანი იყო პირველი შტატი , სადაც 1847 წელს სიკვდილით დასჯა აიკრძალა.  საქართველოში სიკვდილით დასჯაზე რამდენიმეწლიანი მორატორიუმის შემდეგ, 1997 წელს საბოლოოდ აიკრძალა ამ სასჯელის გამოყენება.

დათო ტურაშვილი ნაწარმოებში „ჯინსების თაობა“  ზუსტად ასახავს იმ შავ-ბნელ პერიოდს, რომელშიც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მიღებული იყო.

„…რადგან ხელისუფლებაში ქართველები იყვნენ, მათაც მკვდრები უფრო უყვარდათ , ვიდრე ცოცხლები და მკვდრებს უფრო სცემდნენ პატივს ვიდრე ცოცხლებს, მაგრამ გარანტირებული საფლავისთვის ერთი საბჭოთა პირობა მაინც არსებობდა- შენ თვითონ უნდა მომკვდარიყავი. თუ ისინი მოგკლავდნენ(ამ მიზნით დახვრეტებს მიმართავდნენ ხოლმე საბჭოთა კავშირში) მაშინ საფლავის იმედი არ უნდა გქონოდა, რადგან, მათი ლოგიკით, საფლავი არ გეკუთვნოდა, გეკუთვნოდა მხოლოდ ქართული მიწა და აუცილებლად დაგმარხავდნენ, მაგრამ შენი საფლავი არ იარსებებდა. შეუერთდებოდი ქართულ მიწას, სადმე, ქალაქიდან მოშორებით, სადაც გათხრილ ორმოში ისე ჩაგაგდებდნენ, რომ ვერავინ დაგინახავდა,(შემთხვევითაც კი) და არავის ეცოდინებოდა, რომ ამ ტრიალ მინდორზე, ამ ბალახის ქვეშ, ათასობით დახვრეტილი განისვენებს…“

კანონის მიღება

Imageსაკანონმდებლო პროცესი იწყება კანონპროექტის მომზადებით და საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტისთვის წარდგენით. საკანონმდებლო ინიციტივა არის უფლებამოსილი პირის მიერ პარლამენტისთვის კანონპროექტის წარსდგენა.
საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის განხილვა სავალდებულოა, მაგრამ პარლამენტი ვალდებული არ არის, მიიღოს შესაბამისი კანონი.

  •   საქართველოში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.
  • საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის მიღების სხვა წესი.

კანონპროექტს, ჩვეულებრივ, სამი მოსმენით განიხილავენ.

  1. პირველი მოსმენისას განიხილება მხოლოდ კანონპროექტის ზოგადი პრინციპები.
  2. მეორე მოსმენისას ხდება კანონპროექტის არსებითი მუხლობრივი განხილვა.
  3. მესამე მოსმენისას კანონპროექტი მხოლოდ რედაქციული თვალსაზრისით დამუშავდება. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენისას აღარ შეიძლება მასში ცვლილებების შეტანა, გარდა რედაქციული ხასიათის ცვლილებებისა, რის შემდეგადაც კენჭი ეყრება კანონპროექტის საბოლოოდ რედაქტირებულ სრულ ტექსტს.

კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა სახელმწიფოს მეთაურს, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს მას და გამოაქვეყნოს იგი ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს.

კანონის ძალაში შესვლა

კანონი ძალაში შედის მხოლოდ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების შემდეგ, გამოქვეყნებიდან ზოგადად განსაზღვეულ ვადაში ან იმავე კანონით განსაზღვრულ სხვა ვადაში. საქართველოშ კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მეთხუტმეტე დღეს, თუ სხვა ვადა არ არის დადგენილი.